DICORTINEFF

DICORTINEFF
Distributor: Pharmaceutical Company "GEA"
Address: Vazha Pshavela № 6
Tel: 238 47 66; 237 07 36
E-Mail: info@gea.com.ge
Website: www.gea.com.ge
Please read the instruction before use. For more information on side effects contact your doctor.
Product Name: DICORTINEFF
Active Substance: NEOMYCIN; GRAMICIDIN; FLUDROCORTISONE
Pharmacology Group: ANTIINFECTIVES COMBINATIONS FOR LOCAL USE IN OPHTHALMOLOGY AND OTOLOGY
Manufacturer: Polfa Warszawa S.A.
Manufacturer Country: Poland
Package Form: Eye and ear suspension, 5ml in flac.
Delivery Form: Non-prescription medicine
Instruction:

ათქ კლასიფიკაციის კოდი
C01SA06

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
თვალის და ყურის წვეთები, სუსპენზია: ფლაკონში 5 მლ.
1 მლ
ნეომიცინი (ნეომიცინის სულფატის ფორმით) . . . . 2 500 სე
გრამიციდინი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .25 სე
ფლუდროკორტიზონის აცეტატი . . . . . . . . . . . . . . . 1 მგ

დამხმარე ნივთიერებები: ტროლამინი, მარილმჟავა განზავებული (PH კორექტირების მიზნით), ბენზალკონიუმის ქლორიდის ხსნარი, ნატრიუმის ქლორიდი, ეთანოლი 96%, გასუფთავებული წყალი.

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ანთების საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული საშუალება ადგილობრივი გამოყენებისათვის ოფთალმოლოგიასა და ოტოლარინგოლოგიაში.

ფარმაკოლოგიური თვისებები
სამკურნალო პრეპარატი ავლენს ანტიბაქტერიულ, ანთების საწინააღმდეგო და ანტიალერგიულ მოქმედებას. ხსნის ქავილს, წვას და ამცირებს შეშუპებას.

ჩვენებები
დიკორტინეფი გამოიყენება:
ა) ოფთალმოლოგიაში:
– თვალის კაკლის, სისხლძარღვოვანი გარსის ანთების, კონიუნქტივიტის, ბლეფარიტის დროს;
ბ) ოტოლარინგოლოგიაში:
– გარეთა და შუა ყურის ანთებითი დაავადებისას;
– ყურის ანთებითი მდგომარეობა ქირურგიული ოპერაციების შემდეგ;
– გარეთა სასმენი მილის პოსტტრავმული მდგომარეობა.

დოზირების რეჟიმი
ჩვეულებრივ, გამოიყენება სამკურნალო პრეპარატი დიკორტინეფის შემდეგი დოზები:
ოფთალმოლოგიაში: 1-2 წვეთი კონიუქტივის პარკში დღეში 2-5-ჯერ.
ოტოლარინგოლოგიაში: 2-4 წვეთი სასმენ მილში ტურუნდის დახმარებით 2-4-ჯერ დღეში.
ასევე შესაძლებელია სამკურნალო პრეპარატის ინსტილირება უშუალოდ სასმენ მილში. პაციენტი უნდა იწვეს ყურით ზემოთ, ინსტილაციის შემდეგ არ ადგეს დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში.
მკურნალობის ხანგრძლივობა: სიმპტომების შეწყვეტიდან 2 დღემდე, მაგრამ არა უმეტეს 7 დღე.
სამკურნალო პრეპარატი დიკორტინეფის დოზის გამოტოვებისას: გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით არ გამოიყენება ორმაგი დოზა.

გვერდითი მოვლენები
ჩვეულებრივ, პრეპარატი დიკორტინეფი კარგად გადაიტანება პაციენტების მიერ და არ იწვევს სერიოზული არასასურველი ეფექტების განვითარებას. პრეპარატის გამოყენების შემდეგ შესაძლებელია განვითარდეს ქავილი ან წვის შეგრძნება კონიუქტივაში.
იშვიათად: არასპეციფიკური კონიუქტივიტი ან ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენებები
– ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი შემადგენელი კომპონენტის ან სხვა ამინოგლიკოზიდური ანტიბიოტიკის მიმართ;
– თვალის ან ყურის ვირუსული, ტუბერკულოზური ან სოკოვანი ინფექცია;
– რქოვანას ეპითელის დეფექტთან დაკავშირებული დაავადებები;
– გლაუკომა;
– ყურის დაფის აპკის პერფორაცია, თუ სამკურნალო პრეპარატი გამოიყენება ყურში;
– რბილი კონტაქტური ლინზების გამოყენებისას.

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის პერიოდში სამკურნალო პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ, ექიმის აზრით, დედისათვის სავარაუდო სარგებელი აღემატება ნაყოფისათვის პოტენციურ საშიშროებას. ლაქტაციის პერიოდში სამკურნალო პრეპარატი გამოიყენება განსაკუთრებული სიფრთხილით.

განსაკუთრებული მითითებები
სამკურნალო საშუალების დიკორტინეფის გამოყენებისას დაიცავით განსაკუთრებული სიფრთხილე:
– დაფის აპკის პერფორაციაზე ეჭვის არსებობისას, ასეთ შემთხვევაში სამკურნალო პრეპარატის შუა ყურში მოხვედრამ შეიძლება გამოიწვიოს მწვავე ტკივილი და სასმენი ნერვის დაზიანება.
– თვალის დაავადებებისას პრეპარატის ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მეორადი ბაქტერიული და სოკოვანი ინფექციის განვითარება, ხოლო შესაბამისი მიდრეკილების მქონე პირებში გამოიწვიოს თვალშიდა წნევის მომატება და პოსტსტეროიდული კატარაქტა.
საჭიროა ექიმის კონსულტაციის მიღება, თუ ზემოთ მითითებული გაფრთხილებები ეხება წარსულში არსებულ მდგომარეობებს.
სამკურნალო პრეპარატი შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს თვალების გაღიზიანება. ნივთიერებამ შეიძლება შეაღწიოს კონტაქტურ ლინზაში და შეცვალოს მისი შეფერილობა. სამკურნალო პრეპარატის ინსტილაციამდე საჭიროა კონტაქტური ლინზის მოხსნა. მისი გაკეთება შესაძლებელია სამკურნალო პრეპარატის ინსტილაციიდან სულ მცირე 30 წუთის გასვლის შემდეგ.
ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: პრეპარატი დიკორტინეფის ზემოქმედება ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვისა და მექანიკური მოწყობილობის მომსახურების უნარზე არ დადგენილა.

ჭარბი დოზირება
აქტიური ნივთიერების მცირე შემცველობის გათვალისწინებით, პრეპარატის კონიუქტივის პარკში, ასევე შემთხვევით შიგნით მოხვედრისას, ჭარბი დოზის განვითარება ნაკლებად შესაძლებელია. სუსპენზიის შემთხვევით გადაყლაპვა არ იწვევს სერიოზული არასასურველი ეფექტების გავითარებას. რეკომენდებულია მიღებული სამკურნალო პრეპარატის განზავება სითხის გამოყენების გზით.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ლიტერატურაში აღწერილია ცალკეული კომპონენტის ზემოქმედება (ნეომიცინი, გრამიციდინი, ფლუდროკორტიზონი) სხვადასხვა ნივთიერებებთან, მაგრამ ასეთი სახის ზემოქმედება მიეკუთვნება სხვა სამკურნალო ფორმებს – პერორალური ან ვენაში შესაყვანი. თვალისა და ყურის სუსპენზიის ფორმით პრეპარატი დიკორტინეფის გამოყენებისას, სამკურნალო პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი აქტიური ნივთიერებების უმნიშვნელო რაოდენობა შეიძლება სპორადულად მოხვდეს საერთო სისხლის მიმოქცევაში. ეს შეიძლება მოხდეს სუსპენზიის ხანგრძლივი ინსტილაციისას (რეკომენდებული დოზირების მნიშვნელოვანი გადაჭარბებისას). ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია განვითარდეს ზემოქმედება მიორელაქსანტებთან ან ანტიკოაგულანტებთან. სისტემურ სისხლის მიმოქცევაში შეწოვისას ფლუდროკორტიზონი ასუსტებს ჰიპოგლიკემიური სამკურნალო პრეპარატების მოქმედებას.

შენახვის პირობები და ვადა
პრეპარატი ინახება მჭიდროდ თავდახურულ ფლაკონში არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
სამკურნალო საშუალება გამოიყენება ფლაკონის გახსნიდან 4 კვირის განმავლობაში.
ვარგისიანობის ვადა – 2 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:
პრეპარატი გაიცემა ურეცეპტოდ.