FURAGINUM ADAMED

FURAGINUM ADAMED
Distributor: Pharmaceutical Company "GEA"
Address: Vazha Pshavela № 6
Tel: 238 47 66; 237 07 36
E-Mail: info@gea.com.ge
Website: www.gea.com.ge
Please read the instruction before use. For more information on side effects contact your doctor.
Product Name: FURAGINUM ADAMED
Active Substance: FURAGINUM
Pharmacology Group: ANTIBACTERIALS FOR SYSTEMIC USE, Nitrofuran derivatives
Manufacturer: ADAMED Consumer Healthcare S.A. ( Polfa Pabianice)
Manufacturer Country: Poland
Package Form: Tablets, 50 მგ №30
Delivery Form: Prescription only medicine
Instruction:

ათქ კლასიფიკაციის კოდი
J01XE01

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
ტაბლეტები: შეფუთვაში 30 ც.

1 ტაბ.
ფურაგინი. . . . . . . 50 მგ

დამხმარე ნივთიერებები: სიმინდის სახამებელი, საქაროზა, კოლოიდური კაჟბადის დიოქსიდი, სტეარინის მჟავა.

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ნიტროფურანის წარმოებული ანტიბაქტერიული საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფურაგინუმი ადამედი არის ანტიბაქტერიული პრეპარატი, რომელიც გამოიყენება საშარდე ტრაქტის ინფექციებისას. საშარდე ტრაქტის ინფექციების გამომწვევი ბაქტერიების უმრავლესობა მგრძნობიარეა ფურაგინის მიმართ. ფურაგინუმი ადამედი ეფექტური არ არის Pseudomonas aeruginosa-ს მიერ გამოწვეული ინფექციების შემთხვევაში.

ჩვენებები
Escherichia coli-ს მიერ გამოწვეულია ქვედა საშარდე ტრაქტის მწვავე და ქრონიკული გაურთულებელი ინფექციების მკურნალობა.

დოზირების რეჟიმი
პრეპარატი მიიღება ექიმის მითითებების შესაბამისად. რაიმე ეჭვის შემთხვევაში, აუცილებელია ექიმთან განმეორებითი ვიზიტი. უმჯობესია პრეპარატის მიღება მოხდეს პერორალურად საკვებთან ერთად, განსაკუთრებით ცილის შემცველ საკვებთან ერთად, რაც ზრდის ფურაგინის ხელმისაწვდომობას.

მწვავე ინფექციების მკურნალობა
მოზრდილები: მკურნალობის პირველი დღე 100 მგ (ორი ტაბლეტი) დღეში 4-ჯერ (მაქსიმუმ რვა ტაბლეტი დღეში); მომდევნო დღეებში 100 მგ (ორი ტაბლეტი) დღეში 3-ჯერ (დღეში ექვსი ტაბლეტი).
ბავშვები 2 წლიდან 14 წლამდე: პრეპარატი გამოიყენება 7-8 დღე. აუცილებლობისას, მკურნალობა უნდა გამეორდეს 10-15 დღის შემდეგ.
ორ წლამდე ასაკის ბავშვებში დოზა განისაზღვრება ექიმის მიერ.
ფურაგინუმ ადამედის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად: ფურაგინუმ ადამედის მიღება უმჯობესია ცილის შემცველ საკვებთან ერთად.

გვერდითი მოვლენები
ნებისმიერი პრეპარატის მსგავსად, ფურაგინუმ ადამედიც იწვევს გვერდით ეფექტებს. პაციენტთა უმრავლესობას კარგად გადააქვს ნიტროფურანის წარმოებულები. კლინიკური გამოკვლევებისას გამოვლენილი გვერდითი ეფექტებიდან, რომლებიც შეიძლება დაკავშირებული იყოს პრეპარატის მიღებასთან, ყველაზე ხშირად განვითარდა შემდეგი ეფექტები: გულისრევა (8%), თავის ტკივილი (6%), მეტეორიზმი (1.5%). ქვემოთ ჩამოთვლილი სხვა სიმპტომები და ნიშნები გამოვლინდა 1%-ზ ნაკლებ პაციენტში და ისინი წარმოდგენილია ორგანოთა სისტემების მიხედვით:
დარღვევები სისხლისა და ლიმფატური სისტემის მხრივ: მეთჰემოგლობინემიით გამოწვეული ციანოზი (კანის მუქ ყავისფრად შეფერვა). გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტის მქონე პაციენტებში ფურაგინის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მეგალობლასტური ანემია (განვითარებული B12 ვიტამინის ან ფოლის მჟავას დეფიციტით) ან ჰემოლიზური ანემია (განვითარებული სისხლის წითელი უჯრედების სწრაფი დაშლის შედეგად).
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ: ქავილი, ჭინჭრის გამონაყარი, ანაფილაქსია (უშუალო ალერგიული რეაქცია), ანგიონევროზული შეშუპება, გამონაყარი.
დარღვევები რესპირატორული სისტემის მხრივ: მწვავე, ქვემწვავე და ქრონიკული ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები ნიტროფურანის წარმოებულების მიმართ. ქრონიკული რეაქციები ვითარდება იმ პაციენტებში, რომლებიც პრეპარატს იღებენ ექვს თვეზე მეტი დროის განმავლობაში. რესპირატორულ სისტემასთან დაკავშირებული ჰიპერმგრძნობელობის მწვავე რეაქციები გამოვლინდა მაღალი ტემპერატურის, გაცივების, ხველის, გულმკერდის არეში ტკივილისა და პლევრის ექსუდატის სახით. აღნიშნული სიმპტომები რეგრესირდებოდა სწრაფად ან ძალიან სწრაფად პრეპარატის მოხსნის შემდეგ.
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, ძილიანობა, მხედველობის დარღვევები, პერიფერული ნეიროპათია (პერიფერიული ნერვის ფუნქციის დარღვევები), ასევე მწვავე და შეუქცევადი მიმდინარეობის (თირკმლის უკმარისობა, ანემია, შაქრიანი დიაბეტი, ელექტროლიტების დარღვევა, ვიტამინის ნაკლებობა, განსაკუთრებით ნეიროპათიის განვითარებისადმი წინასწარგანწყობილ პაციენტებში).
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ყაბზობა, დიარეა, დისპეფსია (ქრონიკული ეპიგასტრული ტკივილი), მუცლის ტკივილი, პირღებინება, სიალოადენიტი, პანკრეატიტი, ფსევდომემბრანული ენტერიტი.
დარღვევები ღვიძლისა და ნაღვლსადინარის მხრივ: პრეპარატით ინდუცირებული ჰეპატიტის სიმპტომები და ნიშნები, ქოლესტატური სიყვითლე (გამოწვეული ნაღველში ნაკადის ობსტრუქციით), ჰეპატონეკროზი.
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ: თმის ცვენა, ექსფოლიატური დერმატიტი, მრავალფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი (ბულოზური ერითემა).
ზოგადი დარღვევები და მდგომარეობები მიღების ადგილას: მაღალი ტემპერატურა, გაციება, სისუსტე, ინფექციები ნიტროფურანის წარმოებულების მიმართ რეზისტენტული მიკროორგანიზმებით, ყველაზე ხშირად Pseudomonas-ის ჩხირებით ან Candida-ს საფუარებით.

უკუჩვენებები
– ნიტროფურანის წარმოებულების ან პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
– ორსულობის პირველი ტრიმესტრი;
– თირკმელების მწვავე უკმარისობა (ოლიგურია, ანურია);
– დიაგნოზირებული პოლინეიროპათია, მაგ. დიაბეტური (ნერვის დაზიანება, მაგ. გამოწვეული სისხლში გლუკოზის დონის მომატებით);
– გლუკოზა-6-ფოსფატას დეჰიდროგენაზას დეფიციტი, ვინაიდან ამან შეიძლება გამოიწვიოს ჰემოლიზი (ანემია). ამგვარი დეფიციტის მქონე პაციენტებში შეიძლება განვითარდეს ჰემოლიზური ანემია.

ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატის მიღებამდე აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.
ორსულობა: ემბრიონზე ან ნაყოფზე ფურაგინის მავნე ეფექტების შესახებ კლინიკური მონაცემების არარსებობის გამო, პრეპარატი არ გამოიყენება ორსულობის პირველ ტრიმესტრში. ნაყოფში ჰემოლიზური ანემიის ინდუქციის რისკის გამო, განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა არის საჭირო ორსულობის მესამე ტრიმესტრში. აუცილებელია სისხლში ჰემოგლობინის, ერითროციტებისა და რკინის დონეების რეგულარულად შემოწმება.
ლაქტაცია: დედის რძეში ფურაგინის გადასვლის გათვალისწინებით, პრეპარატი არ გამოიყენება ლაქტაციის პერიოდში.

განსაკუთრებული მითითებები
განსაკუთრებული სიფრთხილე არის საჭირო, როდესაც ფურაგინი გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:
– იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ თირკმელების უკმარისობა, ანემია, B ჯგუფის ვიტამინებისა და ფოლის მჟავას დეფიციტი და ფილტვის დაავადებები, ვინაიდან პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს ელექტროლიტების დაშლა (ჰემოლიზი);
– დიაბეტის მქონე პაციენტებში, ვინაიდან ნიტროფურანის წარმოებულების მიღების დროს შეიძლება განვითარდეს პოლინეიროპათიის ნიშნები;
– რეპროდუქციული ასაკის მამაკაცებში, ვინაიდან კლინიკურმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ნიტროფურანის წარმოებულები ნეგატიურ გავლენას ახდენენ ტესტიკულურ ფუნქციაზე. მათ შეიძლება გამოიწვიონ სპერმის უჯრედის მოძრაობის დაქვეითება, სპერმის წარმოების შემცირება და სპერმის უჯრედოვანი სტრუქტურის დარღვევები.
პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას, რეკომენდებულია სისხლის ანალიზების ჩატარება და ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციების ბიოქიმიური პარამეტრების განსაზღვრა.
ავტომობილებისა და მანქანა-დანადგარების მართვა: არ არსებობს მონაცემები ავტომობილებისა და მექანიზმების მართვის უნარზე ფურაგინით გამოწვეული ზემოქმედების შესახებ.
მიუხედავად ამისა, ზოგიერთ პაციენტში შეიძლება აღინიშნოს: თავბრუსხვევა, ძილიანობა, მხედველობის დარღვევები, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ავტომობილებისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

ჭარბი დოზირება
ნიროფურანის წარმოებულებს გააჩნია დაბალი ტოქსიკურობა. თირკმელებით პრეპარატის ექსკრეციის გათვალისწინებით, თირკმლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში შეიძლება განვითარდეს ზედოზირების ნიშნები, როგორიცაა თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ალერგიული რეაქციები, გულისრევა, ანემია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ექიმს უნდა ეცნობოს ყველა იმ პრეპარატის შესახებ, რომლებსაც პაციენტი ახლო წარსულში იღებდა, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატების შესახებ.
პრეპარატები, რომლებიც ზრდიან შარდმჟავას ელიმინაციას შარდით, როგორიცაა პრობენიციდი (მაღალი დოზებით) და სულფინპირაზონი, ამცირებენ ნიტროფურანის წარმოებულების ტუბულარულ სეკრეციას და იწვევენ ორგანიზმში ფურაგინის კუმულაციას, ზრდიან რა მის ტოქსიკურობას და ამცირებენ მის შარდისმიერ კონცენტრაციას მინიმალური ბაქტერიოსტატური კონცენტრაციის ქვემოთ და შედეგად იწვევენ თერაპიული ეფექტურობის დაქვეითებას. ამინოგლიკოზიდური ანტიბიოტიკები და ტეტრაციკლინები ფურაგინთან ერთად მიღებისას აძლიერებენ მის ანტიბაქტერიულ მოქმედებას. ქლორამფენიკოლი და რისტომიცინი ზრდიან მის ჰემოტოქსიურ მოქმედებას. ფურაგინის მიღება მაგნიუმის ტრისილიკატის შემცველ ანტაციდებთან ერთად ამცირებს მის აბსორბციას. ატროპინი აფერხებს ნიტროფურანის წარმოებულების აბსორბციას, თუმცა აბსორბირებული სუბსტანციის მთლიანი რაოდენობა რჩება უცვლელი. B ჯგუფის ვიტამინების იმავდროული მიღება ზრდის ნიტროფურანის წარმოებულების აბსორბციას.
მოქმედება ლაბორატორიულ ანალიზებზე: ნიტროფურანის წარმოებულების მიღებისას დაფიქსირდა ცრუ დადებითი შედეგები შარდში გლუკოზის დონის განმსაზღვრელ ანალიზებში.

შენახვის პირობები და ვადა
პრეპარატი ინახეთ არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა – 4 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:
პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.