NERVOMIX

NERVOMIX
Distributor: Pharmaceutical Company "GEA"
Address: Vazha Pshavela № 6
Tel: 238 47 66; 237 07 36
E-Mail: info@gea.com.ge
Website: www.gea.com.ge
Please read the instruction before use. For more information on side effects contact your doctor.
Product Name: NERVOMIX
Active Substance: COMB. DRUG (Valerianae radix; Lupuli strobilus; Melissae folium; Hyperici herba)
Pharmacology Group: SEDATIVE HERBAL DRUGS
Manufacturer: ADAMED Consumer Healthcare S.A. ( Polfa Pabianice)
Manufacturer Country: Poland
Package Form: Capsules, №60
Delivery Form: Non-prescription medicine
Instruction:

ათქ კლასიფიკაციის კოდი
NO5CM

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
მყარი კაფსულები შეფუთვაში 60 ც.
1 ტაბ.
კატაბალახას ძირები. . . . . . . . 35 მგ
სვიის გირჩა . . . . . . . . . . . . 52.5 მგ
მელისას ფოთოლი. . . . . . . . . 52.5 მგ
კრაზანას ბალახი. . . . . . . . . . . 35 მგ

დამხმარე ნივთიერებები: ტიტანის ოქსიდი (E171), ერითროზინი (E172), ინდიგო (E132), ჟელატინი.

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
მცენარეული წარმოშობის სედაციური ეფექტის მქონე პრეპარატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატი ხელს უწყობს ძილის მოგვრას. მის შემადგენლობაში შემავალი აქტიური ნივთიერებები ამცირებს ემოციურ დაძაბულობას და აუმჯობესებს ჩაძინების პროცესს.

ჩვენებები
ტრადიციულად გამოიყენება ნერვული სისტემის დროებითი ჰიპერაქტიურობის და ძილის დარღვევების დროს.

დოზირების რეჟიმი
მოზრდილები და მოზარდები: 1 კაფსულა 3-ჯერ დღეში, 1/2 ჭიქა სითხის მიყოლებით.Aარ დაღეჭოთ. ადვილად დაძინების მიზნით ერთჯერადი დოზა მიიღეთ დაძინებამდე ნახევარი ან ერთი საათით ადრე. არ გამოიყენოთ 3 კვირაზე მეტი დროის განმავლობაში.

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა: არ მიიღოთ ნერვომიქსი ორსულობის პერიოდში.
ლაქტაცია: არ მიიღოთ ნერვომიქსი ლაქტაციის პერიოდში.

განსაკუთრებული მითითებები
თუ დაგავიწყდათ ნერვომიქსის მიღება ეს გავლენას არ ახდენს მკურნალობის კურსზე. გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად არ მიიღოთ ორმაგი დოზა.
პრეპარატმა შესაძლებელია თქვენი ფსიქოფიზიკური შესაძლებლობები და ავტომანქანის, მექნიკური მოწყობილობების მოძრაობაში მართვის უნარი დათრგუნოს, რის გამოც არ არის რეკომენდებული ავტომანქანის და მექანიზმების მართვის წინ მიღება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
არ მიიღოთ სხვა სედატიურ საშუალებებთან ერთად, აგრეთვე თეოფილინთან, ციკლოსპორინთან, ვარფარინთან, დიგოქსინთან, ორალურ კონტრაცეპტივებთან და ალკოჰოლთან ერთად.

შენახვის პირობები და ვადა
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25°Cტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:
პრეპარატი გაიცემა ურეცეპტოდ.