OMNADREN 250

OMNADREN 250
Distributor: Pharmaceutical Company "GEA"
Address: Vazha Pshavela № 6
Tel: 238 47 66; 237 07 36
E-Mail: info@gea.com.ge
Website: www.gea.com.ge
Please read the instruction before use. For more information on side effects contact your doctor.
Product Name: OMNADREN 250
Active Substance: TESTOSTERONE (Testosterone Isocaproate,Testosterone Propionate,Testosterone Phenylpropionate,Testosterone Decanoate)
Pharmacology Group: ANDROGENS
Manufacturer: VALEANT Pharmaceuticals International Inc. (JELFA)
Manufacturer Country: Poland
Package Form: 1ml i/m sol. for injection in ampule №5
Delivery Form: Prescription only medicine
Instruction:

ათქ კლასიფიკაციის კოდი
G03BA03

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
საინექციო ხსნარი: ამპულაში 1 მლ, შეფუთვაში 5 ც.
1 მლ
ტესტოსტერონის პროპიონატი. . . . . . 30.0 მგ
ტესტოსტერონის ფენილპროპიონატი . . . 60.0 მგ
ტესტოსტერონის იზოკაპრონატი. . . . . . 60.0 მგ
ტესტოსტერონის კაპრონატი. . . . . . . . 100.0 მგ

დამხმარე ნივთირებები:
ბენზილური სპირტი, არაქისის ზეთი ინექციისათვის.

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ანდროგენული პრეპარატი – დეპო ფორმა.

ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატი შეიცავს ჰორმონ ტესტოსტერონის 4 ეთერს , რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდებიან მოქმედების სიჩქარით.მამაკაცებში ტესტოსტერონი  განაპირობებს  გონადების ფორმირებას და ფუნქციონირებას, გარეგანი სასქესო ორგანოების ჩამოყალიბებას, წინამდებარე ჯირკვლის განვითარებას, სათესლეების მომწიფების პროცესს, მამაკაცის მეორადი სასქესო ნიშნების ჩამოყალიბებას (სიმაღლეში ზრდა, ხმის ტემბრის შეცვლა, სახის გათმიანება).

ქალებში ტესტოსტერონი ესტროგენების ანტაგონისტურად მოქმედებს. მას იყენებენ კლიმაქსით გამოწვეული დარღვევების სამკურნალოდ.
პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ტესტოსტერონის ეთერები განსაზღვრავენ მისი შეწოვის სიჩქარეს და გამოყოფას, ხელს უწყობენ ტესტოსტერონის ანდროგენული მოქმედების მუდმივი, წონასწორული მდგომარეობის შენარჩუნებას მისი ერთჯერადი ინექციიდან 4 კვირის განმავლობაში.

ჩვენებები
პრეპარატს იყენებენ მამაკაცებში სასქესო ჯირკვლების უკმრისობის დროს ჩანაცვლებითი ჰორმონთერაპიის მიზნით:
– სქესობრივი მოუმწიფებლობა;
– უნაყოფობა (ოლიგოსპერმია);
– ანდროგენული ჰორმონების უკმარისობა და სასქესო ორგანოების განუვითარებლობა;
– კლიმაქტერული პერიოდით გამოწვეული დარღვევები;
– იმპოტენცია.

ქალებში ტესტოსტერონი ესტროგენების ანტაგონისტურად მოქმედებს. მას იყენებენ კლიმაქსით გამოწვეული დარღვევების სამკურნალოდ, ენდომეტრიოზის, ძუძუს კიბოს დროს.

დოზირების რეჟიმი
პრეპარატის დოზა ინდივიდუალურია. მისი გამოყენების წესი და სიხშირე განისაზღვრება ექიმის მიერ.
ძირითადად ინიშნება კუნთებში 1 ინექცია (1 ამპულა) ყოველი 4 კვირიანი შესვენებით.
ყურადღება: ასოს მტკივნეული ერექციის შემთხვევაში საჭიროა პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტა.

გვერდითი მოვლენები
ფერიმჭამელები, გინეკომასტია, შეშუპება, ჰიპერმგრძნობელობით გამოწვეული კანის ალერგიული რეაქციები, ხშირი ერექცია, ჰიპერკალციემიის სიმპტომები, ხანდაზმულ მამაკაცებში ხშირი სქესობრივი აგზნება, სპერმატოზოიდების წარმოქმნის და მათი მომწიფების პროცესის დარღვევა, თრომბოფლებიტი, ქოლესტაზური სიყვითლე, ამინოტრანსფერაზების აქტივობის მომატება, ძვლების ტკივილი, სასქესო ორგანოებიდან სისხლდენა, ლიბიდოს გაძლიერება. იშვიათად: ინსულინრეზისტენტულ ავადმყოფებში ინსულინის მიმართ ტოლერანტობის მომატება.
ქალებში პრეპარატის ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამოყენებისას შესაძლებელია განვითარდეს ვირილიზაციის სიმპტომები, ხოლო ინექციის ადგილას- ტკივილი, ქავილი და ჰიპერემია.

უკუჩვენებები
წინამდებარე ჯირკვლის კიბო ან ეჭვი მასზე. ჰიპერკალციემია, ჰიპერკალციურია, გულის, ღვიძლის ან თირკმელების ფუნქციის უკმარისობა.
პრეპარატის გამოყენება ასთენიით შეპყრობილ პაციენტებში,  სქესობრივ მომწიფების პერიოდში და ხანდაზმულ მამაკაცებში არ არის ნებადართული.

ორსულობა და ლაქტაცია
ქალებში, ომნადრენის გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში, საჭიროა გათვალისწინებულ იქნას ორსულობის პერიოდში პრეპარატის გამოყენების აბსოლუტური წინააღმდეგჩვენება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ომნადრენის კომბინაციით ღვიძლის ფერმენტების ინდუქტორებთან (რიფამპიცინი, ბარბიტურატები, კარბამაზეპინი, სალიცილატები, ფენიტოინი, პირიმიდონი) მცირდება ტესტოსტერონის მოქმედების ეფექტი.

შენახვის პირობები და ვადა
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 15-25°C ტემპერატურაზე, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:
პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.