OXYCORT

OXYCORT
Distributor: Pharmaceutical Company "GEA"
Address: Vazha Pshavela № 6
Tel: 238 47 66; 237 07 36
E-Mail: info@gea.com.ge
Website: www.gea.com.ge
Please read the instruction before use. For more information on side effects contact your doctor.
Product Name: OXYCORT
Active Substance: HYDROCORTISONE; OXYTETRACYCLINE
Pharmacology Group: CORTICOSTEROIDS, COMBINATIONS WITH ANTIBIOTICS
Manufacturer: VALEANT Pharmaceuticals International Inc. (JELFA)
Manufacturer Country: Poland
Package Form: Ointment (30mg+10mg)/1g , 10g in tube №1
Delivery Form: Non-prescription medicine
Instruction:

ათქ კლასიფიკაციის კოდი
D07CA01

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
მალამო: ტუბში 10 გ.
1 გ
ოქსიტეტრაციკლინის ჰიდროქლორიდი. . . . 30 მგ
ჰიდროკორტიზონის აცეტატი. . . . . . . . . 10 მგ

დამხმარე ნივთიერება: თეთრი ვაზელინი.

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი გარეგანი გამოყენებისათვის.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ოქსიკორტი წარმოადგენს კომბინირებულ პრეპარატს გარეგანი გამოყენებისათვის ანთების საწინააღმდეგო, ანტიალერგიული, ანტიექსუდაციური და ანტიბაქტერიული ეფექტით, რაც განპირობებულია ჰიდროკორტიზონისა და ოქსიტეტრაციკლინის ერთობლივი მოქმედებით.

ჩვენებები
კანის ჩირქოვანი დაავადებები (გამოწვეული სტრეპტოკოკური, სტაფილოკოკური ან შერეული ინფექციებით), ჩვეულებრივი იმპეტიგო, ბულოზური იმპეტიგო, ბაქტერიული გამოყელვა, ბაქტერიული ფოლიკულიტი, ფურუნკული, ფურუნკულოზი, კარბუნკული, წითელი ქარი. კანის ალერგიული დაავადებების ჩირქოვანი გართულებები, ეგზემა, ბავშვთა ეგზემა, ალერგიული დერმატიტი, პრურიგო.
კონტაქტური დერმატოზები, პროფესიული დერმატოზები, დამწვრობები, მწერების ნაკბენები. მრავალფორმიანი ერითემა.

დოზირების რეჟიმი
მალამოს თხელი ფენა დაიტანება კანის დაზიანებულ ადგილებში ან სტერილურ საფენზე, 2-3-ჯერ დღეში, რომელსაც ადებენ კანზე და ახვევენ დოლბანდით.

გვერდითი მოვლენები
ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს ატროფიული დერმატიტი, პოსტსტეროიდული პურპურა , სახეზე –  სტეროიდული აკნე , ტელეანგიექტაზია, პერიორალური დერმატიტი. ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

უკუჩვენებები
კანის ვირუსული ინფექციები, როგორიცაა: მაგ, ჰერპესი, ჩუტყვავილა.
კანის ტუბერკულოზი.

განსაკუთრებული მითითებები
ორსულობის დროს პრეპარატის გამოყენება არ არის ნებადართული, განსაკუთრებით კანის დიდ ზედაპირზე.

შენახვის პირობები და ვადა
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:
პრეპარატი გაიცემა ურეცეპტოდ.