ალთე 5%

ალთე  5%
დისტრიბუტორი: ფარმაცევტული კომპანია "გეა"
მისამართი: ვაჟა ფშაველა № 6
ტელ: 238 47 66; 237 07 36
ელ-ფოსტა: info@gea.com.ge
ვებ-გვერდი: www.gea.com.ge
გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას, გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს.
სავაჭრო სახელწოდება: ალთე 5%
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): RADIX ALTHAE
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ამოსახველებელი საშუალება
მწარმოებელი: გემი (P.P.F. “GEMI”)
მწარმოებელი ქვეყანა: პოლონეთი
გამოშვების ფორმა: სიროფი: ფლაკონში 125 მლ
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
ინსტრუქცია

ათქ კლასიფიკაციის კოდი
R05CA05

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
სიროფი: ფლაკონში 125 მლ
100 გ
ტუხტის ფესვების 5% ექსტრაქტი . . . . . . 34.9 გ
საქაროზა. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .64 გ
ეთანოლი 600 . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 1 გ
ბენზოის მჟავა. . . . . . . . . . . . . . . . . . . . 0.1 გ

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ფიტოპრეპარატი ამოსახველებელი, ამომფენი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით.

ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატის დამარბილებელი, შემომგარსველი, ამოსახველებელი მოქმედება განპირობებულია ტუხტის ფესვებისაგან გამონაწვლილი ლორწოვანი ნივთიერებების მაღალი კონცენტრაციით. ტუხტის ფესვების ჰიდროლიზის შედეგად წარმოიქმნება გალაქტურონის მჟავა, გალაქტოზა, გლუკოზა, რამინოზა და არაბინოზა. პრეპარატში შემავალი ლორწოვანი ნივთიერებები დაცვითი ფენის სახით განლაგდებიან ანთებით ან ძალიან მგრძნობიარე უბნის ზედაპირზე და ხელს უწყობენ მის სწრაფ რეგენერაციას. პრეპარატი ასევე ხასიათდება ხველების საწინააღმდეგო მოქმედებით.

ჩვენებები
პრეპარატი გამოიყენება როგორც ხველით მიმდინარე ზედა სასუნთქი გზების სამკურნალოდ (მშრალი ხველა, სველი ხველა ძნელად გამომყოფი ნახველით, ბრონქიტი, ტრაქეიტი, ბრონქული ასთმა), აგრეთვე გაცივებით გამოწვეული სხვა დაავადებების (ყელისა და ხახის ტკივილი, მწვავე რესპირატორული დაავადებები, გრიპი და სხვა) სამკურნალოდ.

დოზირების რეჟიმი
3-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში: 1/2 დოზირებული ხუფი (5 მლ) 2-3-ჯერ დღეში.
6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში: 1/2 დოზირებული ხუფი (5 მლ) 3-4-ჯერ დღეში.
12 წლის ზევით ასაკის ბავშვებში: 1 დოზირებული ხუფი (10 მლ) 3-4-ჯერ დღეში.

გვერდითი მოვლენები
არ არის აღწერილი.
პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული ნატრიუმის ბენზოატის მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს.

უკუჩვენებები
პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატის გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში დასაშვებია.

ჭარბი დოზირება
არ აღინიშნება.

შენახვის პირობები და ვადა
პრეპარატი ინახება 15-25°C ტემპერატურაზე, მჭიდროდ თავდახურულ ფლაკონში, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:
პრეპარატი გაიცემა ურეცეპტოდ.