ამლონორი

ამლონორი
დისტრიბუტორი: ფარმაცევტული კომპანია "გეა"
მისამართი: ვაჟა ფშაველა № 6
ტელ: 238 47 66; 237 07 36
ელ-ფოსტა: info@gea.com.ge
ვებ-გვერდი: www.gea.com.ge
გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას, გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს.
სავაჭრო სახელწოდება: ამლონორი
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): AMLODIPINE
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გულ-სისხლძარღვთა სისტემა → ანტიჰიპერტენზიული საშუალებები → კალციუმის არხების ბლოკატორები
მწარმოებელი: ადამედი (ADAMED Consumer Healthcare (Polfa Pabianice))
მწარმოებელი ქვეყანა: პოლონეთი
გამოშვების ფორმა: 5მგ,10მგ ტაბლეტი №30
გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)
ინსტრუქცია

 

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

მოქმედი ნივთიერება

ამლოდიპინი . . . . . . . . . . . . 5 მგ
ამლოდიპინი . . . . . . . . . . . . 10 მგ

დამხმარე ნივთიერებები მიკროკრისტალური ცელულოზა, პოვიდონი (90), ნატრიუმის კარბოქსიმეთილსახამებელი (A ტიპი), მაგნიუმის სტეარატი.

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
კალციუმის ანტაგონისტი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
კალციუმის იონების შეღწევის ბლოკირებით სისხლძარღვების გლუვი კუნთების უჯრედებში და მიოკარდში იწვევს სისხლძარღვების გლუვი კუნთების რელაქსაციას და პერიფერიული სისხლძარღვების წინაღობის დაქვეითებას, რის შედეგადაც ხდება წნევის დაწევა. ეს ეფექტი მიიღწევა როგორც მწოლიარე, ასევე ვერტიკალურ მდგომარეობაში და არის პროპორციულ დამოკიდებულებაში წნევის საწყის მნიშვნელობებთან. ამლოდიპინი ამცირებს მიოკარდის მარცხენა პარკუჭის მასას.
პრეპარატის ანტიანგინალური მოქმედება დაკავშირებულია მიოკარდის მიერ ჟანგბადის მოთხოვნილების შემცირებასთან და სისხლის მიწოდების გაუმჯობესებასთან. ამლოდიპინი ახდენს კორონარული სისხლძარღვების სპაზმის პრევენციას, ასევე ხელს უწყობს მათ მოდუნებას.
პრეპარატი თერაპიულ დოზებში მნიშვნელოვნად არ ცვლის გულის შეკუმშვის რიცხვს და არ იწვევს რეფლექტორულ ტაქიკარდიას.

ფარმაკოკინეტიკა
ამლოდიპინი კარგად შეიწოვება კუჭ- ნაწლავის ტრაქტიდან. სისხლში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 6-დან 12 საათამდე მიღების მომენტიდან. პრეპარატის თანაბარი კონცენტრაცია პლაზმაში ვლინდება 7-8 დღის შემდეგ მისი ყოველდღიური მიღებისას. ანტიჰიპერტენზული ეფექტი ვლინდება ნელა და ნარჩუნდება მიღებიდან არანაკლებ 24 საათის განმავლობაში.
ნახევრადგამოყოფის ხანგრძლივი პერიოდის გამო, რომელიც შეადგენს 30-დან 50 სთ-მდე, სამკურნალო პრეპარატის გამოყენება შეიძლება დღეში ერთხელ.

ჩვენებები
– არტერიული ჰიპერტენზია;
– სტაბილური სტენოკარდია;
– სტენოკარდიის ვაზოსპასტიური ფორმა (პრინცმეტალის სტენოკარდია);
ამლოდიპინის გამოყენება შესაძლებელია მონო- ან კომბინირებულ თერაპიაში სხვა წნევის დამწევ და/ან ანტიანგინალურ სამკურნალო პრეპარატებთან ერთად.

დოზირების რეჟიმი
სამკურნალო პრეპარატი ამლონორი მიიღეთ ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად. სამკურნალო პრეპარატი მიიღება შიგნით.
არტერიული ჰიპერტენზია: მკურნალობის დასაწყისში რეკომენდირებულია სამკურნალო პრეპარატის გამოყენება 5 მგ დოზით (ერთი 5 მგ-იანი ტაბლეტი ან ნახევარი 10 მგ-იანი ტაბლეტი) დღე-ღამეში ერთხელ. ზოგიერთ შემთხვევებში (სხეულის დაბალი მასა, ხანდაზმული ასაკი, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, სხვა არტერიული წნევის დამწევი საშუალებების მიღება) შესაძლოა მკურნალობის დაწყება 2.5 მგ-ით (5 მგ-იანი ტაბლეტის ნახევარი) დღე-ღამეში ერთჯერ. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 10 მგ (ერთი 10 მგ-იანი ტაბლეტი ან ორი 5 მგ-იანი ტაბლეტი) დღე-ღამეში ერთხელ.
სტაბილური სტენოკარდია ან პრინცმეტალის სტენოკარდია: რეკომენდირებული დოზა შეადგენს 5-10 მგ ამლოდიპინს (ერთი 5 მგ ან ერთი 10 მგ-იანი ტაბლეტი) დღე-ღამეში ერთხელ. უმეტეს პაციენტებში ეფექტური დოზა შეადგენს 10 მგ (ერთი ტაბლეტი 10 მგ ან ორი 5 მგ-იანი ტაბლეტი) დღე-ღამეში ერთხელ. ხანდაზმულ ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში რეკომენდირებულია მკურნალობის დაწყება ერთი 5 მგ -იანი ტაბლეტით დღე-ღამეში ერთხელ.
თუ პაციენტს აქვს ეჭვი, განმეორებით უნდა მიმართოს ექიმს.
თი პაციენტი თვლის, რომ პრეპარატი ამლონორი მოქმედებს ძალიან ძლიერად ან სუსტად უნდა მიმართოს ექიმს.
ამლონორის დოზის გამოტოვების შემთხვევაში: არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსაციის მიზნით. უნდა განაგრძოთ მკურნალობა დოზირების ჩვეულებრივი რეჟიმის შენარჩუნებით.

გვერდითი მოვლენები
ამლონორმა, სხვა სამკურნალო პრეპარატების მსგავსად შესაძლოა გამოიწვიოს არასასურველი ეფექტები.
ამლოდიპინი ჩვეულებრივ კარგად აიტანება ორგანიზმის მიერ.
არასასურველი ეფექტების გამოვლენის სიხშირე წარმოდგენილია შემდეგი სახით:
ხშირად: 100 პაციენტიდან აღინიშნება უფრო ხშირად 1 პაციენტში, მაგრამ 10-ზე ნაკლებში;
არც ისე ხშირად: 1000 პაციენტიდან აღინიშნება უფრო ხშირად 1 პაციენტში, მაგრამ 100-ზე ნაკლებში;
იშვიათად: 10000 პაციენტიდან აღინიშნება უფრო ხშირად 1 პაციენტში, მაგრამ 1000-ზე ნაკლებში;
ძალიან იშვიათად, მათ შორის სპორადიულად დაკვირვებული: გვხვდება 10 000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში.
ხშირად: პალპიტაცია, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ძილიანობა, ღებინება, მუცლის ტკივილი, კანის სიწითლე, შეშუპება.
არც ისე ხშირად: გულის რითმის დარღვევა, პარკუჭისებრი ტაქიკარდიის და წინაგულის ციმციმის ჩათვლით, ბრადიკარდია, მკერდუკანა ტკივილი, ცნობიერების დაკარგვა, ტაქიკარდია, პოზიციური თავბრუსხვევა, არტერიული წნევის დაცემა (ჰიპოტენზია), პერიფერიული ანემია, ლეიკოპენია, პურპურა, თრომბოციტოპენია, მგრძნობელობის დაქვეითება, პერიფერიული ნეიროპათია, ჰიპერესთეზია, ტრემორი, პირის ღრუს სიმშრალის შეგრძნება, მომატებული ოფლიანობა, სისუსტე, შეუძლოდ ყოფნა, უძილობა, მომატებული ნერვული აღგზნებადობა, დეპრესია, ღამის კოშმარები, შფოთვა, პიროვნების დარღვევა, სექსუალური დარღვევები მამაკაცებში და ქალებში, მხედველობის დარღვევა, კონიუნქტივიტი, დიპლოპია, თვალის კაკლის ტკივილი, ხმაური ყურებში, უმადობა, ყაბზობა, დისპეფსია (საჭმლის მონელების დარღვევა), ფაღარათი, მეტეორიზმი, ღებინება, ღრძილების ჰიპერტროფია, ართრალგია, ართროზი, კუნთების სპაზმი და მიალგია, ზურგის ტკივილი, რიგიდულობა, ხუთვა, ცხვირიდან სისხლდენა, პოლაკიურია, შარდვის დარღვევა, შარდის შეუკავებლობა ღამით, ქავილი, გამონაყარი, ერიმატოზული გამონაყარი, ლაქისებრი-პაპულოზური გამონაყარი, ჰიპერგლიკემია, პოლიდიპსია, ალერგიული რეაქციები, სხეულის წონის გაზრდა, ცხელება, დაღლილობა.
იშვიათად: აპათია, აღგზნებადობა, მომატებული მადა, სისხლის მიმოქცევის უკმარისობა, არარეგულარული პულსი, ექსტრასისტოლია, ატაქსია (მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა), გემოვნების მოშლა, ყნოსვის დარღვევა, შაკიკი, ამნეზია, აკომოდაციის დარღვევა, ქსეროფთალმია (თვალის სიმშრალის სინდრომი), გასტრიტი, თხევადი განავალი, კუნთების სისუსტე, კუნთების კანკალი, ტონუსის მომატება, ხველა, რინიტი, დიზურია (მტკივნეული და გართულებული შარდვა), პოლიურია (პოლაკიურია), კანის დეპიგმენტაცია, ალოპეცია, ჭინჭრის ციება, კანის სიმშრალე, დერმატიტი, ცივი და წებოვანი კანი.
ძალიან იშვიათად: ამინოტრანსფერაზების აქტივობის მომატება (ღვიძლის ფერმენტების), სიყვითლე, ძირითადად ქოლესტაზური, გინეკომასტია.
ზოგიერთ პაციენტში სამკურნალო პრეპარატი ამლონორის გამოყენებისას შესაძლოა გამოვლინდეს სხვა გვერდითი მოქმედებები. სხვა არასასურველი ეფექტების გამოვლენისას, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

უკუჩვენებები
პრეპარატი ამლონორი არ გამოიყენება ამლოდიპინის მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვვევაში, დიჰიდროპირიდინის წარმოებულების ან ამ სამკურნალო საშუალების ნებისმიერი კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობისას.
დაიცავით განსაკუთრებული სიფრთხილე სამკურნალო საშუალება ამლონორის გამოყენებისას, რადგან სპორადიულად, განსაკუთრებით კორონარული არტერიის მაღალი ხარისხის შევიწროვების მქონე პაციენტებში, კალციუმის ანტაგონისტების გამოყენება ან მათი დოზების მომატებამ შესაძლოა გააუარესოს სტენოკარდიის ან მიოკარდის მწვავე ინფარქტის მიმდინარეობა. ანტიჰიპერტენზული ეფექტის თანდათანობით განვითარების გათვალისწინებით ამლოდიპინის მიღების შემდეგ იშვიათად აღინიშნება ძლიერი ჰიპოტენზია. მიუხედავად ამისა, უნდა დაიცვათ სიფრთხილე, განსაკუთრებით აორტის მაღალის ხარისხის სტენოზის მქონე პაციენტებში (ნაკადი მარცხენა პარკუჭიდან), ხანდაზმულებში, პაციენტებში ღვიძლის დაავადებით და პაციენტებში, რომლებიც იღებენ სხვა წნევის დამწევ სამკურნალო პრეპარატებს. თუ ამლოდიპინის მიღების დროს აღინიშნება ქვედა კიდურების შეშუპება, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს. ამლოდიპინი შესაძლებელია უსაფრთხოდ დაინიშნოს ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მქონე პაციენტებში, სისხლის მიმოქცევის კომპენსირებული უკმარისობის (თერაპიულ დოზებში) მქონე პაციენტებში, პერიფერიული სისხლძარღვების დაავადების მქონე პაციენტებში, ასევე პაციენტებში შაქრიანი დიაბეტით, პოდაგრით და ლიპიდური ცვლის დარღვევით.
არ შეიძლება ამლოდიპინის გამოყენება კარდიოგენური შოკისას, კლინიკურად მნიშვნელოვანი აორტალური სტენოზისას, არასტაბილური სტენოკარდიისას (პრინცმეტალის სტენოკარდიის გარდა).
პრეპარატის მოხსნის წინ რეკომენდირებულია ამლოდიპინის დოზის თანდათან შემცირება. სტენოკარდიის შეტევის განვითარებისას ამლოდიპინის გამოყენების დროს აუცილებლად უნდა მიიღოთ ენის ქვეშ ნიტროგლიცერინი.
აუცილებლად მიმართეთ ექიმს, იმ შემთხვევაშიც კი თუ ზემოთაღნიშნული სიტუაცია აღინიშნებოდა წარსულშიც.

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა: არ არის საკმარისი მრავალრიცხოვანი და კონტროლირებადი კვლევები ორსულ ქალებში.
სამკურნალო პრეპარატის დანიშვნა ორსულობის დროს შესაძლებელია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ექიმის აზრით, დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ნაყოფისათვის პოტენციურ რისკს.
ლაქტაციის პერიოდი: არ არის ცნობილი გამოიყოფა თუ არა ამლოდიპინი დედის რძეში, ამიტომ არ არის რეკომენდირებული ჩვილის ძუძუთი კვება ამ პრეპარატის მიღების დროს.
განსაკუთრებული მითითებები
ამლონორის გამოყენება ბავშვებში: სამკურნალო პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია ბავშვებში, ეფექტურობის და უსაფრთხოების შესახებ მონაცემების არ არსებობის გამო.
სამკურნალო პრეპარატი ამლონორის გამოყენება ხანდაზმულ პაციენტებში: ხანდაზმულ პაციენტებში უნდა დაინიშნოს პრეპარატი სიფრთხილით.
სამკურნალო პრეპარტი ამლონორის გამოყენება პაციენტებში თირკმლისა და (ან) ღვიძლის ფუნქციის დარღვევით:
სამკურნალო პრეპარატი არ საჭიროებს დოზის კორექციას პაციენტებში თირკმელების ფუნქციის დარღვევით. ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებმა აუცილებლად უნდა გამოიყენონ პრეპარატი სიფრთხილით. იხ. პუნქტი
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმების მომსახურეობა: არ არის დამტკიცებული ამლოდიპინის არასასურველი ზეგავლენა ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. მიუხედავად ამისა, უნდა დაიცვათ სიფრთხილე, არასასურველი ეფექტების გამო, როგორიცაა, მაგალითაც, თავბრუსხვევა, მომატებული ნერვული აღგზნებადობა, ცნობიერების დაკარგვა.

ჭარბი დოზირება
ამლოდიპინის ჭარბმა დოზირებამ შესაძლოა გამოიწვიოს პერიფერიული სისხლძარღვების ძლიერი გაფართოვება, რასაც თან ახლავს არტერიული წნევის დაცემა და რეფლექსური ტაქიკარდია.
იმის გათვალისწინებით, რომ კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან შეიწოვება ძალიან ნელა, ზოგიერთ შემთხვევებში მიზანშეწონილია კუჭის გამორეცხვა და გააქტივებული ნახშირის შეყვანა. გამოხატული არტერიული ჰიპოტენზიის შემთხვევაში აუცილებელია სუნთქვის ფუნქციის, გულის კუნთის მუშაობის და არტერიული წნევის კონტროლი. გადაუდებელი დახმარების სახით უნდა მოთავსდეს პაციენტის ფეხები მაღალზე. ეფექტის არ არსებობის შემთხვევაში უნდა დაინიშნოს ვენაში სითხის შეყვანა სისხლძარღვების ნაკადის შევსების მიზნით და შეძლებისდაგვარად სისხლძარღვების შემავიწროვებელი სამკურნალო პრეპარატების შეყვანა. ვენაში კალციუმის გლუკონატის შეყვანა ამცირებს კალციუმის არხების ბლოკადას. იმის გათვალისწინებით, რომ ამლოდიპინი უკავშირდება სისხლის ცილებს, ჰემოდიალიზი არაეფექტურია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
გააქტივებული ნახშირი პრაქტიკულად მთლიანად ბლოკავს (ერთდროული მიღებისას) ან ამცირებს (მიღებიდან 2 სთ-ის შემდეგაც) ამლოდიპინის შეწოვას კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. არ აღინიშნება არსებითი ურთიერთქმედება ამლოდიპინსა და ციმეტიდინს, დიგოქსინს, ინდომეტაცინს, ფენიტოინს და ვარფარინს შორის. ამლოდიპინის დანიშვნა შეიძლება პაციენტებში, რომლებიც იღებენ თიაზიდურ დიურეტიკებს, ბეტა-ბლოკატორებს, აგფ ინჰიბიტორებს, პროლონგირებული მოქმედების ნიტრატებს, ნიტროგლიცერინს (ენის ქვეშ), არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს, ანტიბიოტიკებს და პერორალურ ჰიპოგლიკემიურ სამკურნალო პრეპარატებს.
ამლოდიპინი არ ახდენს ზეგავლენას სტანდარტული ლაბორატორიული კვლევების შედეგებზე.

შენახვის პირობები და ვადა
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისობის ვადა – 3 წელი

აფთიაქიდან გაცემის პირობები:
პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.