ატაროლი

ატაროლი
დისტრიბუტორი: ფარმაცევტული კომპანია "გეა"
მისამართი: ვაჟა ფშაველა № 6
ტელ: 238 47 66; 237 07 36
ელ-ფოსტა: info@gea.com.ge
ვებ-გვერდი: www.gea.com.ge
გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას, გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს.
სავაჭრო სახელწოდება: ატაროლი
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): HYDROXYZINE HCL
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანქსიოლიზური და საძილე საშუალებები
მწარმოებელი: აფლოფარმი (Aflofarm)
მწარმოებელი ქვეყანა: პოლონეთი
გამოშვების ფორმა: 2მგ/მლ 200მლ სიროფი ნარინჯისფერი მინის ფლაკონი ამზომი ჭიქით №1
გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
ინსტრუქცია
შემადგენლობა 
1მლ. შეიცავს  ჰიდროქსიზინის ჰიდროქლორიდს – 2მგ.
დამხმარე ნივთიერებები – ნატრიუმის ბენზოატი, საქაროზა, ვანილისა და ფორთოხლის არომატიზატორი, გამოხდილი წყალი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანქსიოლიზური საშუალება

ფარმაკოლოგიური მოქმედება: ჰიდროქსიზინი წარმოადგენს დიფელმეთანის წარმოებულს, ხასიათდება ზომიერი ანქსიოლიზური აქტივობით, ავლენს  სედაციურ, ანალგეზიურ, ღებინების საწინააღმდეგო , ანტიჰისტამინურ და M- ქოლინომაბლოკირებელ მოქმედებას.
ჰიდროქსიზინი დადებით გავლენას ახდენს კოგნიტურ უნარზე, აუმჯობესებს მეხსიერებას და ყურადღებას.
საგრძნობლად ამცირებს ქავილს ჭინჭრის ციების, ეგზემის და დერმატიტის დროს .
პოლისომნოგრაფიით ძილის დარღვევის მქონე პაციენტებში თვალსაჩინოდ ვლინდება ძილის გახანგრძლივება  და ღამე გაღვიძების სიხშირის შემცირება.

ფარმაკოკინეტიკა: ჰიდროქსიზინი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან , კლინიკური ეფექტი ვლინდება პრეპარატის მიღებიდან 15-30 წუთში. Cmax  – კი მიღებიდან 2 საათის შემდეგ. ნახევარდაშლის პერიოდი T ½  მოზრდილებში 14 სთ. ბავშვებში ბიოშეღწევადობა 80%.
ჰიდროქსიზინი ძირითადად კონცენტრირდება კანში.

ჩვენებები
– გაღიზიანებადობის (შფოთვის) სიმპტომური მკურნალობა
– სედაციური საშუალების სახით პრემედიკაციის შემთხვევაში 
– ქავილის სიმპტომური მკურნალობა
 
უკუჩვენებება:
• ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ
• პორფირია
• ლაქტოზის მემკვიდრეობითი აუტანლობა, გლუკოზა – ლაქტოზის შეწოვის დარღვევა
 
სიფრთხილით ინიშნება მიასთენიის , კრუნჩხვებისადმი მიდრეკილების , დემენციის დროს.
ატაროლმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს ალერგიული ტესტების და ბრონქიალური პროვოკაციის ტესტების შედეგებზე, რომელიც მეტაქოლინის გამოყენებით ტარდება, შესაბამისად პრეპარატის მიღება არ სეიძლება  ტესტების ჩატარებამდე 5 დღით ადრე.
აუცილებელია დოზის კორექცია  ან პრეპარატის მიღების შეწყვეტა იმ პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატებიდან რომელიმეს: 
 
• ანტიკოაგულანტები კუმარინის ჯგუფიდან; 
• ოპოიდური და არა-ოპოიდური ტკივილგამაყუჩებლები;
• ბარბიტურატები;
• სედაციური პრეპარატები;
• მეპერიდინი (გამოიყენება ქრონიკული ტკივილის დროს)
• ანტიჰისტამინური პრეპარატები;
• ნეიროლეფსიური პრეპარატები;
• ტრიციკლური ანტიდეპრესანტები;
• მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორები;
• ფენიტოინი;
• ადრენერგული პრეპარატები;
• ბეტაჰისტინი;
აუცილებელია დოზის კორექცია  თირკმლისა და ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში.
ატაროლის მიღების დროს სასურველია თავი  აარიდოთ ალკოჰოლის მიღებას.
ატაროლის გამოყენება არ შეიძლება ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს.
ატაროლის მიღებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს ავტომანქანისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

ატაროლის სიროფი შეიცავს საქაროზას  (5 მლ სიროფი – 386 მგსაქაროზა), შესაბამისად მისი გამოყენების დროს სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ დიაბეტის მქონე პაციენტებმა

 

მიღების წესი და დოზირება
ბავშვები:
ბავშვები 3-დან 6 წლამდე – 5-15 მგ-დან 50 მგ-მდე (1მგ/კგ – 2,5 მგ/კგ- მდე) დღეში გაყოფილი რამდენიმე მიღებაზე 
6 წლის და უფროსი ასაკის – 15-25 მგ-დან მაქსიმუმ 50-100 მგ-მდე (1მგ/კგ – 2მგ/კგ- მდე) დღეში გაყოფილი რამდენიმე მიღებაზე.
 
• ქირურგიული ოპერაციისთვის მზადების პერიოდში
 
   0,6 მგ/კგ-ზე ერთჯერადი დოზის სახით.
 
მოზრდილებში
• შფოთვის მკურნალობა 
50მგ დღეში გაყოფილი 2-3 დოზად. მწვავე  შემთხვევაში პერორალური დოზა შესაძლოა გაიზარდოს 300მგ-მდე დღეში.
• ქავილის სიმპოტუმური მკურნალობა
 
მკურნალობა უნდა დაიწყოს 25 მგ დოზით ძილის წინ და გაგრძელდეს დოზის ეტაპობრივი მომატებით 25 მგ 3-4-ჯერ დღეში.
 
• ქირურგიული ოპერაციის მომზადებისას:
 
50-დან  100-მგ-მდე ერთჯერადი პერორალური დოზის სახით.
მოზრდილებში მაქსიმალური ერთჯერადი დოზა  არ უნდა აღემატებოდეს 100 მგ-ს, მაქსიმალურ დღიური დოზა კი 400მგ-ს. 
 
გვერდითი მოვლენები:
ძალიან ხშირი (10 – დან > 1 პაციენტში ) –  ძილიანობა.
ხშირი (10 – დან   1 პაციენტამდე ) –  პირის სიმშრალე, თავის ტკივილი, გადაღლილობის შეგრძნება.

არახშირი (100 – დან 1  პაციენტამდე)  –  გულისრევა, თავბრუსხვევა, ძილის გაძნელება, კანკალი, გაღიზიანებადობა, ციება, ზოგადი სისუსტე.

 

შენახვის პირობები :

ინახება არაუმეტეს 25oC  ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

 

აფთიაქიდან გაცემის პირობები:
ფარმაცევტული პროდუქტის II ჯგუფი, გაიცემა რეცეპტით.