ხოლისალი

ხოლისალი
დისტრიბუტორი: ფარმაცევტული კომპანია "გეა"
მისამართი: ვაჟა ფშაველა № 6
ტელ: 238 47 66; 237 07 36
ელ-ფოსტა: info@gea.com.ge
ვებ-გვერდი: www.gea.com.ge
გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას, გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს.
სავაჭრო სახელწოდება: ხოლისალი
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): CHOLINE SALICYLATE; CETALKONIUM CHLORIDE
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტისეპტიკური და ანთების საწინააღმდეგო საშუალება ადგილობრივი გამოყენებისათვის სტომატოლოგიაში.
მწარმოებელი: ვალეანტი (VALEANT Pharmaceuticals International Inc. (JELFA))
მწარმოებელი ქვეყანა: პოლონეთი
გამოშვების ფორმა: 10გ სტომატოლოგიური გელი ტუბი №1
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
ინსტრუქცია

ათქ კლასიფიკაციის კოდი
A01AD11

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
სტომატოლოგიური გელი:  ტუბში 10 გ.
1 გ
ხოლინის სალიცილატი . . . . . . . . . . . 87.10 მგ
ცეტალკონიუმის ქლორიდი . . . . . . . . . 0.10 მგ

დამხმარე ნივთიერებები:
ჰიდროქსიეთილცელულოზა, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი, გლიცეროლი, ანისულის ზეთი, ეთანოლი 390,00 მგ, გასუფთავებული წყალი 1 გრ-მდე.

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანტისეპტიკური და  ანთების საწინააღმდეგო საშუალება ადგილობრივი გამოყენებისათვის სტომატოლოგიაში.

ფარმაკოლოგიური თვისებები
გელი ავლენს ანთების საწინააღმდეგო, ანალგეზიურ და ადგილობრივ ანტიბაქტერიულ მოქმედებას.
პრეპარატის ძირითად მოქმედ ნივთიერებას – ქოლინის სალიცილატს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება. ცეტალკონიუმის ქლორიდი აძლიერებს სამკურნალო საშუალების ანალგეზიურ და ანთების საწინააღმდეგო ეფექტს. ჟელეს ფუძეში შემავალი ბაქტერიოსტატიკები: მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი და პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი მითითებულ კონცენტრაციებში ავლენენ ანტიბაქტერიულ მოქმედებას. ხოლისალს გააჩნია კარგი ადჰეზიური თვისებები, იგი დიდხანს ნარჩუნდება დატანიების ადგილას.

ჩვენებები
– პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ინფექციურ-ანთებითი პროცესები;
– პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ეროზიები და წყლულოვანი დაავადებები;
– სტომატიტი (ბაქტერიული, ვირუსული, სოკოვანი);
– გინგივიტი (ნებისმიერი ეტიოლოგიის);
– პაროდონტის დაავადებები.

დოზირების რეჟიმი
მცირე რაოდენობით გელი დაიტანება პათოლოგიურად შეცვლილ უბნებზე 2 წუთის განმავლობაში მსუბუქი შეზელვით. გამოიყენება დღეღამეში 2-3-ჯერ. გელის წასმიდან დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში საკვები ან წყალი არ მიიღება.

უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა სალიცილატებისა და პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატის გამოყენება ფეხმძიმობის დროს ხდება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.
სალიცილის მჟავას წარმოებულები გამოიყოფა დედის რძესთან ერთად.
არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება ძუძუთი კვების პერიოდში.

განსაკუთრებული მითითებები
გამოყენების ადგილას შეიძლება გაჩნდეს ხანმოკლე წვის შეგრძნება, რომელიც მალე გაივლის. არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება ბავშვებში 3 წლის ასაკის ქვევით.

პრეპარატის გავლენა ავტოტრანსპორტის და მოძრავი მექანიკური მოწყობილობების მართვაზე:
პრეპარატი არ ახდენს უშუალო ზეგავლენას სატრანსპორტო საშუალების მართვის და მექანიკურ მოწყობილობებთან მუშაობის უნარზე.

ჭარბი დოზირება
თეორიულად სამკურნალო საშუალების დოზის გადაჭარბება შეუძლებელია. თუმცა, თუკი ეს მოხდება, საჭიროა პირის ღრუში გამოვლება დიდი რაოდენობის წყლით და საჭიროების შემთხვევაში, ღებინების გამოწვევა. სალიცილატების მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში, ასევე გელის დოზის გადაჭარბების ან ორგანიზმში ხოლინის სალიცილატის მნიშვნელოვანი რაოდენობით შეწოვისას შეიძლება გამოვლინდეს სალიცილატების სისტემური მოქმედების სიმპტომები, ისეთი როგორიცაა: ოფლის მომატებული გამოყოფა, ხმაური ყურებში, გულისრევა, ღებინება, თავბრუხვევა, დერმატოლოგიური გამოვლინებები (ერითემა ან ჭინჭრის ციება). ამ შემთხვევაში საჭიაროა ექიმთან კონსულტაცია.

შენახვის პირობები და ვადა
პრეპარატი ინახება ბავშვებისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:
პრეპარატი გაიცემა ურეცეპტოდ.