ციპროფლავი 0.3%

ციპროფლავი 0.3%
დისტრიბუტორი: ფარმაცევტული კომპანია "გეა"
მისამართი: ვაჟა ფშაველა № 6
ტელ: 238 47 66; 237 07 36
ელ-ფოსტა: info@gea.com.ge
ვებ-გვერდი: www.gea.com.ge
გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას, გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს.
სავაჭრო სახელწოდება: ციპროფლავი 0.3%
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): CIPROFLOXACIN
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ინფექციის საწინააღმდეგო ოფთალმოლოგიური საშუალებები, ფტორქინოლონები
მწარმოებელი: პოლფა ვარშავა (Polfa Warszawa S.A)
მწარმოებელი ქვეყანა: პოლონეთი
გამოშვების ფორმა: თვალის წვეთები 0.3%: ფლაკონში 5 მლ.
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
ინსტრუქცია

ათქ კლასიფიკაციის კოდი
S01AX13

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
თვალის წვეთები 0.3%: ფლაკონში 5 მლ.
1 მლ
ციპროფლოქსაცინი (ციპროფლოქსაცინის ჰიდროქლორიდის ფორმით).. . . . . . . . 3 მგ

დამხმარე ნივთიერებები: მანიტოლი, ნატრიუმის აცეტატი ტრიჰიდრატი, ყინულოვანი ძმარმჟავა, დინატრიუმის ედეტატი, ბენზალკონიუმის ქლორიდი (ხსნარი), დისტილირებული წყალი.

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ინფექციის საწინააღმდეგო ოფთალმოლოგიური საშუალებები, ფტორქინოლონები

ჩვენებები
– რქოვანას წყლული, გამოწვეული ციპროფლოქსაცინის მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიებით;
– თვალის ინფექციურ-ანთებითი დაავადებები, გამოწვეული ციპროფლოქსაცინის მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიებით.

დოზირების რეჟიმი
მოზრდილები (მათ შორის ხანდაზმული პირები): ჩვეულებრივ – დაზიანებულ თვალში (თვალებში) 1-2 წვეთი დღეში 4-ჯერ;
მძიმე ინფექციების შემთხვევაში – პირველი 2 დღე დღეში 1-2 წვეთი ყოველ 2 საათში.
რქოვანას წყლული, გამოწვეული ციპროფლოქსაცინის მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიებით
ყურადღება: პრეპარატი გამოიყენება ქვემოთ მითითებული სქემის შესაბამისად, ღამის საათებშიც კი.
პირველი დღე: პრეპარატის ჩაწვეთება დაზიანებულ თვალში (თვალებში) 2 წვეთი ყოველ 15 წუთში პირველი 6 საათის განმავლობაში, შემდეგ 2 წვეთი ყოველ 30 წუთში მკურნალობის პირველი დღის დარჩენილი ნაწილის განმავლობაში.
მეორე დღე: პრეპარატის ჩაწვეთება დაზიანებულ თვალში (თვალებში) ყოველ 1 საათში 2 წვეთი.
მესამე დღიდან მეთოთხმეტე დღემდე: ჩაწვეთება დაზიანებულ თვალში (თვალებში) ყოველ 4 საათში 2 წვეთი. თერაპიის გაგრძელების გადაწყვეტილებას იღებს ექიმი იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი ითხოვს მკურნალობის გაგრძელებას 14 დღეზე მეტი პერიოდის განმავლობაში.
თვალების ზედაპირული ანთება, რომელიც გამოწვეულია ციპროფლოქსაცინის მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიებით
დანიშნულებისაგან დამოუკიდებლად, გამოყენების მაქსიმალური პერიოდი შეადგენს 21 დღეს.
ბავშვები: 1 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენების უსაფრთხოებისა და ეფექტურობის ხარისხი არ არის დადგენილი. 1 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში პრეპარატი ინიშნება იმავე დოზით, როგორც მოზრდილებში.
იმ შემთხვევაში, თუ პაციენტის აზრით, ციპროფლავის მოქმედება არის ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტი, საჭიროა ექიმის კონსულტაციის მიღება.

გამოყენების წესი
პრეპარატი არის მხოლოდ ადგილობრივი გამოყენებისათვის – ჩაწვეთება ხდება კონიუქტივის პარკში. ხსნარის დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით არ შეიძლება საწვეთურის ბოლოსთან შეხება.
პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა ხელების დაბანა. ხუფის მოხსნის შემდეგ ხდება პრეპარატის თვალში (თვალებში) ჩაწვეთება. თუ წვეთი არ მოხვდა თვალში, საჭიროა დამატებითი ჩაწვეთება. პრეპარატის აბსორბციის მიზნით საჭიროა თვალის დახუჭვა 2 წუთის განმავლობაში, დახამხამება არ შეიძლება. შემდეგ, პრეპარატის შესაძლო ნარჩენების მოცილების მიზნით საჭიროა ხელების ხელახალი დაბანა და ფლაკონის დახურვა.
ციპროფლავის დოზის გამოტოვების შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს რაც შეიძლება სწრაფად. თუ მოახლოებულია შემდეგი დოზის გამოყენების დრო, გამოტოვებული დოზა არ გამოიყენება. შემდეგი ჩაწვეთება ხდება მკურნალობის სქემის შესაბამისად.

გვერდითი მოვლენები
შესაძლო გვერდითი ეფექტები: წვა, დისკომფორტი თვალებში, რაც ხასიათდება თვალში ქვიშის ან უცხო სხეულის შეგრძნებით; თეთრი კრისტალური პრეციპიტატის და/ან იქტიოზური მდგომარეობის გამოვლენა, კონიუქტივის ჰიპერემია, ჩაწვეთებისთანავე არასასიამოვნო გემო პირში.
გამოვლენილია: რქოვანას ლაქების განვითარება, კერატოპათია და/ან კერატიტი, ალერგიული რეაქციები, ქუთუთოების შეშუპება, ცრემლდენა, სინათლის შიში, პათოლოგიური ჩანართები რქოვანაში, ღებინება, მხედველობის დარღვევა.
შესაძლებელია გამოვლინდეს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები.
რქოვანას წყლულის მქონე პირებში პრეპარატის ხშირმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს რქოვანაზე თეთრი პრეციპიტატების განვითარება. მოცემული რეაქცია არ წარმოადგენს უკუჩვენებას პრეპარატის გამოყენებისათვის და არ მოქმედებს რქოვანას წყლულის მკურნალობის ეფექტზე. პრეციპიტატები ჩვეულებრივ ვლინდება მკურნალობიდან 1-7 დღის განმავლობაში და ქრება თერაპიის დასრულების შემდეგ.
თუმცა, ზოგ შემთხვევაში, მოცემული რეაქცია შეიძლება გაგრძელდეს თერაპიის დასრულებიდან 13 დღის განმავლობაში.

უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ, მათ შორის სხვა ქინოლონების მიმართ.
პრეპარატი არ გამოიყენება 1 წლამდე ასაკის ბავშვებში. 1 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში პრეპარატი ინიშნება მოზრდილებში დანიშნული დოზის მსგავსად.

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის პერიოდში ციპროფლოქსაცინის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დედისათვის სავარაუდო სარგებელი აღემატება ნაყოფისათვის პოტენციურ საშიშროებას.
ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილის შესაბამისი ზომების დაცვა.

განსაკუთრებული მითითებები
პირებში, რომლებსაც ციპროფლოქსაცინის გამოყენების შემდეგ განუვითარდათ ჰიპერმგრძნობელობის უეცარი რეაქციები, მათ შორის ანაფილაქსიური შოკი. თუ პრეპარატის გამოყენებისას გამოვლინდა გამონაყარი ან ჰიპერმგრძნობელობის სხვა სიმპტომი, მკურნალობა უნდა შეწყდეს.
ანტიბაქტერიული პრეპარატების, მათ შორის ციპროფლოქსაცინის, ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თერაპიის მიმართ მდგრადი ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების ან მიკოზების განვითარება. ასეთი ინფექციის განვითარებისას, შემდგომი თერაპია ტარდება ექიმის შეხედულების შესაბამისად.
ციპროფლავის გამოყენებისას არ არის სასურველი რბილი კონტაქტური ლინზების გამოყენება.
ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვის უნარზე პრეპარატის ზემოქმედებასთან დაკავშირებით მონაცემები მოწოდებული არ არის.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ციპროფლოქსაცინისა და სხვა ადგილობრივი გამოყენების სამკურნალო საშუალებების ურთიერთზემოქმედების თაობაზე შესაბამისი კვლევები არ ჩატარებულა.
ქინოლონების გამოყენება (მათ შორის ციპროფლოქსაცინი) ზრდის თეოფილინის კონცენტრაციას სისხლის შრატში, ზემოქმედებს კოფეინის მეტაბოლიზმზე, აძლიერებს პერორალური ანტიკოაგულანტების მოქმედებას (მაგალითად, აცენოკუმაროლი). ციკლოსპორინისა და ციპროფლოქსაცინის ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლის შრატში კრეატინინის დონის დროებითი მატება.
პრეპარატი არ გამოიყენება სხვა სამკურნალო საშუალების ჩაწვეთებისთანავე. არ შეიძლება პრეპარატის შერევა სხვა ხსნართან.

შენახვის პირობები და ვადა
პრეპარატი ინახება მჭიდროდ თავდახურულ ფლაკონში, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
პრეპარატი გამოიყენება ფლაკონის გახსნიდან 4 კვირის განმავლობაში.
ვარგისიანობის ვადა – 3 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:
პრეპარატი გაიცემა ურეცეპტოდ.