კლოვეიტი

კლოვეიტი
დისტრიბუტორი: ფარმაცევტული კომპანია "გეა"
მისამართი: ვაჟა ფშაველა № 6
ტელ: 238 47 66; 237 07 36
ელ-ფოსტა: info@gea.com.ge
ვებ-გვერდი: www.gea.com.ge
გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას, გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს.
სავაჭრო სახელწოდება: კლოვეიტი
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): CLOBETASOL PROPIONATE
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: დერმატოლოგიური პრეპარატები, კორტიკოსტეროიდები ძალიან მაღალი აქტივობით
მწარმოებელი: ვალეანტი (VALEANT Pharmaceuticals International Inc. (JELFA))
მწარმოებელი ქვეყანა: პოლონეთი
გამოშვების ფორმა: 0.05% 25გ გარეგანი გამოყენების მალამო ტუბი N1; 0.05% 25გ გარეგანი გამოყენების კრემი ტუბი N1
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
ინსტრუქცია

ათქ კლასიფიკაციის კოდი
D07AD01

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
კრემი 0.05%: ტუბში 25 გ.
1 გ
კლობეტაზოლი (პროპიონატის სახით) . . . . . . . . 0.5 მგ

დამხმარე ნივთიერებები: პროპილენგლიკოლი, დინატრიუმის ედეტატი, ქლოროკრეზოლი, პარაფინი თხევადი, თეთრი ვაზელინი, გლიცეროლის მონოსტეარატი, ცეტოსტეარული სპირტი, პოლისორბატი, დეკანური და ოქტანური მჟავეების ტრიგლიცერიდები, სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური, ნატრიუმის ციტრატი, ლიმონის მჟავა, ქემოდერმი, გასუფთავებული წყალი.

მალამო 0.05%: ტუბში 25 გ.
1 გ
კლობეტაზოლი (პროპიონატის სახით) . . . . . . . . 0.5 მგ

დამხმარე ნივთიერებები: პროპილენგლიკოლი, სორბიტანის სესკვიოლეატი, თეთრი ვაზელინი.

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
დერმატოლოგიური პრეპარატები, კორტიკოსტეროიდები ძალიან მაღალი აქტივობით

ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატს გააჩნია ძლიერი ადგილობრივი ანთების, ალერგიის, ქავილისა და ექსუდაციის საწინააღმდეგო მოქმედება.

ჩვენებები
– ფსორიაზი (პუსტულოზური და ფართო ბალთოვანი ფსორიაზის გარდა);
– ეკზემა (სხვადასხვა ფორმები);
– წითელი ბრტყელი ლიქენი;
– ალერგენთან კონტაქტით გამოწვეული ანთება (ალერგიული კონტაქტური დერმატიტი);
– ერითემატოზული დაავადებების სხვადასხვა გამოვლინებანი (წითელი მგლურა);
– კანის სიწითლე, ბუშტუკების განვითარებით (მრავალფორმული ერითემა).
– კანის დაავადებები, რომლებიც მდგრადია ნაკლებად აქტიური ადგილობრივი გამოყენების გლუკოკორტიკოსტეროიდებით მკურნალობის მიმართ .

დოზირების რეჟიმი
მალამო ან კრემი დაიტანება თხელ ფენად კანის დაზიანებულ მონაკვეთზე 1-2-ჯერ დღეში. მკურნალობის უწყვეტი კურსის ხანგრძლივობა შემოიფარგლება 3-4 კვირით.
თუ აუცილებელია კორტიკოსტეროიდებით უფრო ხანგრძლივი მკურნალობა, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

გვერდითი მოვლენები
ადგილობრივი: წვა, კანის ქავილი, სტეროიდული ფერიმჭამელები, კანის სიმშრალე.
ხანგრძლივი გამოყენებისას კანის ბარიერული ფუნქციის შესუსტება.
ზოგადი: ადგილობრივი გამოყენების გლუკოკორტიკოსტეროიდების ხანგრძლივი დანიშვნისას დიდი დოზებით ან კანის ფართო მონაკვეთებზე წასმისას შესაძლებელია სისტემური გვერდითი ეფექტების განვითარება.

უკუჩვენებები
– ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის აქტიური და დამხმარე ნივთიერებების მიმართ;
– ვარდისფერი ფერიმჭამელები;
– ვულგარული ფერიმჭამელები;
– კანის კიბო;
– გაიდის კვანძოვანი პრურიგო;
– პერორალური დერმატიტი;
– ანალური ან გენიტალური ქავილი;
– სიფილისის კანის გამოვლინებები;
– კანის ბაქტერიული, ვირუსული და სოკოვანი დაავადებები (მათ შორის მარტივი ჰერპესი, ჩუტყვავილა, კანის ტუბერკულოზი, აქტინომიკოზი);
– გავრცელებული ბალთოვანი და პუსტულოზური ფსორიაზი;
– ასაკი 1 წლამდე;
– ორსულობის და ლაქტაციის პერიოდი.

განსაკუთრებული მითითებები
სიფრთხილეა საჭირო:
– ხანგრძლივი გამოყენებისას, ვინაიდან შესაძლებელია გვერდითი მოვლენების განვითარების სიხშირის მომატება.
– უმცროსი ასაკის ბავშვების მკურნალობისას, ვინაიდან შესაძლოა მოხდეს თირკმელზედა ჯირკვლების ფუნქციის დათრგუნვა.
– მეორადი ინფექციის გამოვლენისას  საჭიროა  ანტიბაქტერიული და ანტიმიკოზური საშუალებების დანიშვნა. ინფექციის გენერალიზაციის ნებისმიერი ნიშნებისას აუცილებელია კლოვეიტით მკურნალობის შეწყვეტა;
– კანის ატროფიული მდგომარეობების დროს, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში.

დაუშვებელია პრეპარატის თვალში, ლორწოვან გარსზე ან კანის ტრავმირებულ უბნებზე მოხვედრა.
ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა: პრეპარატი კლოვეიტი ზეგავლენას არ ახდენს ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

ჭარბი დოზირება
დოზის მწვავე გადაჭარბების განვითარება ნაკლებად შესაძლებელია. თუმცა, დოზის ქრონიკული გადაჭარბების ან არასწორი გამოყენების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ჰიპერკორტიციზმის სიმპტომები, რაც მოითხოვს პრეპარატის თანდათანობით მოხსნას ექიმის დაკვირვების ქვეშ.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
მონაცემები არ არსებობს.

შენახვის პირობები და ვადა
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: მალამო – 2 წელი, კრემი – 3 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:
პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.