კორექტინი

კორექტინი
დისტრიბუტორი: ფარმაცევტული კომპანია "გეა"
მისამართი: ვაჟა ფშაველა № 6
ტელ: 238 47 66; 237 07 36
ელ-ფოსტა: info@gea.com.ge
ვებ-გვერდი: www.gea.com.ge
გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას, გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს.
სავაჭრო სახელწოდება: კორექტინი
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): BISOPROLOLI FUMARATE
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სელექტიური ბეტა - 1 ბლოკერები
მწარმოებელი: ბიოფარმი (BIOFARM Sp. z o.o.)
მწარმოებელი ქვეყანა: პოლონეთი
გამოშვების ფორმა: 5მგ შემოგარსული ტაბლეტი №30
გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
ინსტრუქცია

ათქ კლასიფიკაციის კოდი
C07AB

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
შემოგარსული ტაბლეტები შეფუთვაში 30 ც.

1 ტაბ.
ბისოპროლოლის ფუმარატი. . . . . . . . . 5 მგ

დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, მოდიფიცირებული სახამებელი, კროსპოვიდონი, კაჟბადის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, მაგნიუმის სტეარატი, ჰიპრომელოზა (6 cps), ჰიპრომელოზა (50 cps.). მაკროგოლი 6000, პოლისორბატი 20, ტალკი, კალციუმის ნახშირმჟავა მარილი, ტიტანის დიოქსიდი, რკინის ოქსიდი (E172).

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
სელექტიური ბეტა 1-ადრენობლოკერი.

ჩვენებები
არტერიული ჰიპერტენზია და გულის იშემიური დაავადება (სტენოკარდია).

დოზირების რეჟიმი
ყველა შემთხვევაში დოზირება შეირჩევა ინდივიდუალურად , პულსის სიხშირესა და თერაპიის ეფექტურობაზე დაყრდნობით.

არტერიული ჰიპერტენზია: რეკომენდებული დოზა შეადგენს 5 მგ ბისოპროლოლს დღეში ერთხელ. არტერიული ჰიპერტენზიის მსუბუქი ფორმების დროს (დიასტოლური წნევა 105 მმ Hg-მდე) ეფექტური შეიძლება იყოს 2.5 მგ დღეში ერთხელ. საჭიროების შემთხვევაში დოზა შეიძლება გაიზარდოს 10 მგ-მდე, დღეში ერთხელ. დოზის მომდევნო მომატება გამართლებულია მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში. მაქსიმალური რეკომენდებული დოზა შეადგენს 20 მგ-ს დღეში ერთხელ.

გულის იშემიური დაავადება (სტენოკარდია): რეკომენდებული დოზა შეადგენს 5 მგ ბისოპროლოლს დღეში ერთხელ. საჭიროების შემთხვევაში დოზა შეიძლება გაიზარდოს 10 მგ-მდე დღეში ერთხელ. დოზის მომდევნო მომატება გამართლებულია მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში. მაქსიმალური რეკომენდებული დოზა შეადგენს 20 მგ-ს დღეში ერთხელ.

დოზირება პაციენტებში ღვიძლის უკმარისობით: პაციენტებში ღვიძლის ფუნქციების სუსტი და ზომიერი დარღვევებით, დოზირების შეცვლა საჭირო არ არის. პაციენტებში ღვიძლის ფუნქციების მძიმე დარღვევებით ბისოპროლილის დოზა არ უნდა აღემატებოდეს 10 მგ დღეში.

დოზირება პაციენტებში თირკმლის უკმარისობით: პაციენტებში თირკმლების ფუნქციის სუსტი და ზომიერი დარღვევებით, დოზირება კორექციას არ საჭიროებს. პაციენტებში თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევებით (კრეატინინის კლირენსი <20 მლ/წთ) არ უნდა აღემატებოდეს ბისოპროლოლის 10 მგ-ს დღეში. ბისოპროლილის გამოყენების გამოცდილება პაციენტებში, რომლებიც დიალიზს იტარებენ, ძალზედ შეზღუდულია. არ არსებობს რაიმე ჩვენება, რომელიც ეხება დოზირების სქემის შეცვლის საჭიროებას.

დოზირება ხანდაზმულ პაციენტებში: დოზირება შეცვლას არ საჭიროებს.

დოზირება ბავშვებში: ბავშვებში ბისოპროლილის გამოყენების კლინიკური გამოცდილების არარსებობის გამო,  პრეპარატის გამოყენება რეკოემენდებული არ არის.

მკურნალობის ხანგრძლივობა: მკურნალობის ხანგრძლივობა შეზღუდული არ არის. ის დამოკიდებულია დაავადების სიმძიმესა და ხასიათზე.
არ შეიძლება კორექტინით მკურნალობის უეცარი შეწყვეტა, განსაკუთრებით პაციენტებში კორონარული უკმარისობით, ვინაიდან ამან შეიძლება გამოიწვიოს პაციენტის ჯანმრთელობის გაუარესება. თუ აუცილებელია მკურნალობის შეწყვეტა, დოზა თანდათანობით უნდა შემცირდეს (მაგ. დოზის განახევრება ერთკვირიანი ინტერვალებით).

მიღების წესი
შემოგარსული ტაბლეტები მიიღება დილით უზმოზე, საუზმის დროს ან შემდეგ. მისი მიღება ხდება მთლიანად, სითხის მიყოლებით.
კორექტინის რეკომენდებულ დოზაზე უფრო დიდი დოზის მიღების შემთხვევაში: კორექტინის ძალიან დიდი დოზის ან პრეპარატის დამატებითი დოზის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ბრადიკარდია, ჰიპოტონია, ბრონქოსპაზმი, გულის მწვავე უკმარისობა, სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის შემცირება. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან დაკავშირება. პრეპარატის მნიშვნელოვანი ჭარბი დოზირების შემთხვევაში აუცილებელია საავადმყოფოში სასწრაფო მკურნალობა.

კორექტინის დოზის გამოტოვების შემთხვევაში: ნუ მიიღებთ ორმაგ დოზას გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად. პრეპარატის დოზის გამოტოვების შემთხვევაში ნუ გააორმაგებთ მომდევნო დოზას, რეკომენდებული დოზა მიიღეთ ჩვეულ დროს.

კორექტინის მიღების შეწყვეტის შემთხვევაში: კორექტინის მიღების უეცარი შეწყვეტა არ შეიძლება. პრეპარატის უეცარი მოხსნის შემთხვევაში პაციენტმა უნდა გააცნობიეროს, რომ შეიძლება განვითარდეს მძიმე გვერდითი მოვლენები.
პრეპარატი უნდა მოიხსნას თანდათანობით, მისი დოზის განახევრებით ყოველ მომდევნო კვირას
კორექტინის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად: პრეპარატი მიიღება დილით საუზმემდე, საუზმის დროს ან შემდეგ. მისი მიღება ხდება მთლიანად, სითხის მიყოლებით.

გვერდითი მოვლენები
ხშირად განვითარებული გვერდითი მოვლენები (10 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში): დაღლილობა*, გამოფიტვის მდგომარეობა*, თაბრუ*, თავის ტკივილი*, სიცივის შეგრძნება ან გაშეშება კიდურებში, რეინოს დაავადება, თანმხლები დროგამოშვებითი კოჭლობის გაძლიერება, გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, შეკრულობა, მუცლის ტკივილი.

არც ისე ხშირად განვითარებული გვერდითი მოვლენები (100 პაციენტიდან <1 პაციენტში):
ძილის დარღვევა, დეპრესის, გულის მუშაობის შენელება (ბრადიკარდია), ატრიოვენტრიკულარული გამტარიანობის დარღვევა (ატრი-ვენტრიკულარული ბლოკადა), გულის კუნთის უკმარისობის სიმპტომების გაძლიერება (გულის უკმარისობის), გამოხატული ჰიპოტონის (ასევე ზურგზე წოლის შემდეგ ადგომისას, ორთოსტატული ჰიპოტენზია), ბრონქოსპაზმი პაციენტებში ბრონქული ასთმით ან ანამნეზში ფილტვების ობსტრუქციული დაავადების არსებობით, კუნთების სისუსტე, კუნთების მტკივნეული კრუნჩხვები, ართროზები.
იშვიათად განვითარებული გვერდითი მოვლენები (1000 პაციენტიდან <1 პაციენტში): სისხლში ტრიგლიცერიდების მომატებული კონცენტრაცია, ჰიპოგლიკემია, ღამის კოშმარები, ჰალუცინაციები, ცრემლდენის შემცირება (საგრძნობლად, თუ პაციენტი ხმარობს კონტაქტურ ლინზებს), სმენის დარღვევა, ალერგიული კატარი (ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთება) ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მომატება (ALAT, ASPAT), ჰეპატიტის, ალერგიული რეაქციები (ქავილი, უეცრად შექცევადი სიწითლე, გამონაყარი), პოტენციის დარღვევა.
ძალიან იშვიათად განვითარებული გვერდითი მოვლენები (10 000 პაციენტიდან <1 პაციენტში): კონიუნქტივიტი, თმის ცვენა.
ბეტა-ბლოკატორებმა შეიძლება გამოიწვიოს ან გააძლიეროს ფსორიაზის სიმპტომები ან გამოიწვიოს ფსორიაზის მაგვარი გამონაყარი.
ჩვეულებრივ ეს სიმპტომები აღინიშნება მკურნალობის დასაწყისში. როგორც წესი, ზომიერად გამოხატულია და ქრებიან 1-2 კვირის განმავლობაში.

უკუჩვენებები
პრეპარატი კორექტინი არ გამოიყენება:
– თუ აღინიშნება გულის მწვავე და არანამკურნალევი უკმარისობა ან გულის უკმარისობის დეკომპენსაციის ეპიზოდები, რომლებიც საჭიროებენ პრეპარატების ვენაში შეყვანას გულის შეკუმშვათა გასაძლიერებლად;
– კარდიოგენული შოკი;
– მეორე ან მესამე ხარისხის ატრიო-ვენტრიკულარული ბლოკადა კარდიოსტიმულატორის გარეშე;
– სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი;
– სინო-ატრიალური ბლოკადა;
– ბრადიკარდია პულსით <50 დარტყმა/წუთში მკურნალობის დაწყებამდე;
– ჰიპოტონია (სისტოლური წნევა <90 მმ Hg);
– ბრონქული ასთმის მძიმე ფორმა ან ფილტვების მძიმე ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, რომელიც ვლინდება გაძნელებული მსტვინავი სუნთქვით;
– პერიფერიული არტერიების მაობლიტერირებელი ათეროსკლეროზის მოგვიანებითი სტადიები და რეინოს სინდრომი (სისხლის მიმოქცევის დარღვევასთან დაკავშირებით);
– მეტაბოლური აციდოზი;
– თირკმელზედა ჯირკვლების არანამკურნალევი ფეოქრომოციტომა;
– სენსიბილიზაცია (მომატებული მგრძნობელობა) აქტიური ნივთიერების მიმართ (ბისოპროლოლი) ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.
დაიცავით სიფრთხილე კორექტინის მიღებისას:
– პაციენტებში გულის უკმარისობით ბისოპროლოლით მკურნალობა უნდა დაიწყოს ძალიან ფრთხილად, ექიმის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ. მკურნალობა იწყება დაბალი დოზებით, რომლებიც შემდგომ თანდათანობით იზრდება პაციენტისათვის ოპტიმალურ დოზამდე;
– პაციენტებში ბრონქული ასთმით ან ფილტვების ობსტრუქციული დაავადებით, ექიმმა შეიძლება რეკომენდაცია გაუწიოს რეგულარულ ვიზიტებს, სასუნთქი სისტემის გამოკვლევის ჩატარებას, ბეტა2-რეცეპტორების აღმგზნები პრეპარატების დოზების მომატებას და დამატებითი პრეპარატების გამოყენებას. ზოგიერთ შემთხვევებში ექიმი ღებულობს მკურნალობის შეწყვეტის გადაწყვეტილებას;
– ინჰალაციური ნარკოზის გეგმიური გამოყენების დროს, აუცილებელია ანესთეზიოლოგმა იცოდეს კორექტინის მიღების შესახებ;
– პაციენტებში შაქრიანი დიაბეტით, სისხლში გლუკოზას კონცენტრაციების მერყეობით, ვინაიდან სისხლში გლუკოზის დაქვეითებული კონცენტრაციებიის სიმპტომები შეიძლება შენიღბული იყოს;
– პაციენტებში ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქციით, ვინაიდან ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქციის ნიშნები შეიძლება შენიღბული იყოს;
– შიმშილით მკურნალობისას;
– დესენსიბილიზაციის დროს კორექტინიმა, ბეტა-რეცეპტორების მაბლოკირებელი სხვა პრეპარატების მსგავსად, შეიძლება გაზარდოს მგრძნობელობა ალერგენების მიმართ და გააძლიეროს ანაფილაქსიური რეაქცია. ადრენალინით მკურნალობა ყოველთვის არ გვაძლევს სასურველ შედეგს;
– პაციენტებში პირველი ხარისხის ატრიო-ვენტრიკულარული ბლოკადით;
– პაციენტებში პრინცმეტალის სტენოკარდიით (ვარიაციული სტენოკარდია), ვინაიდან ბისოპროლოლმა შეიძლება გაზარდოს ამ ტიპის სტენოკარდიის შეტევების სიხშირე და ხანგრძლივობა;
– პაციენტებში თირკმლებისა და ღვიძლის მძიმე დარღვევებით ექიმმა შეიძლება რეკომენდაცია გაუწიოს პრეპარატის უფრო მცირე დოზების გამოყენებას;
– პაციენტებში პერიფერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევებით, ვინაიდან შესაძლებელია ნიშნების გაძლიერება, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში;
– პაციენტებში ფეოქრომოციტომით. შესაძლებელია ექიმმა დართოს ნება კორექტინის გამოყენების მხოლოდ დამატებითი მკურნალობის ჩართვისას, რომლიც მიზანია ალფა-რეცეპტორების ბლოკირება;
– პაციენტებში შეძენილი ან არსებული ფსორიაზით ფსორიაზის სიმპტომების ან ფსორიაზის მსგავსი გამონაყარის გამოვლენის ან გაძლიერების შესაძლებლობის გამო. ამ პაციენტებში ექიმმა უნდა განიხილოს პრეპარატ კორექტინის გამოყენების სარგებელისა და რისკის თანაფარდობის საკითხი;
– არ შეიძლება კორექტინის უეცარი შეწყვეტა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს გამოწვეულია სიცოცხლისათვის მნიშვნელოვანი სიტუაციით, ვინაიდან ეს ქმნის მძიმე გვერდითი მოვლენების განვითარების საფრთხეს, როგორებიცაა მიოკარდიუმის ინფარქტი და სიკვდილიც კი, განსაკუთრებით პაციენტებში კორონარული უკმარისობით. პრეპარატის შეწყვეტა უნდა მოხდეს თანდათანობით, მისი დოზის განახევრებით ყოველ მომდევნო კვირას.

ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატის მიღების წინ აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.
ორსულობა: ექიმმა შეიძლება დართოს კორექტინის მიღების ნება ორსულებში მხოლოდ აბსოლუტური საჭიროების შემთხვევაში. თუ პაციენტი გეგმავს ორსულობას, მან მკურნალობის გეგმა მკურნალ ექიმთან უნდა შეათანხმოს. თუ ბისოპროლოლით მკურნალობის დროს პაციენტი დაორსულდა, მან სასწრაფოდ უნდა აცნობოს ამის შესახებ მკურნალ ექიმს.
ლაქტაცია: პრეპარატ კორექტინის მიღების დროს ძუძუთი კვება არ შეიძლება.

განსაკუთრებული მითითებები
კორექტინი შეიცავს მოქმედ ნივთიერებას (ბისოპროლოლი), რომელიც დადებით შედეგს გვაძლევს ანტიდოპინგური ტესტის ჩატარებისას.
ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა: კორექტინმა ზოგიერთ პაციენტში შეიძლება გამოიწვიოს თავბრუ, დაღლილობა, ძილიანობა და ამასთან დაკავშირებით შეიძლება შეზღუდოს ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარი. ეს სიმპტომები უფრო გამოხატულია მკურნალობის დასაწყისში და პრეპარატის დოზის მომატების პერიოდში, ასევე ალკოჰოლთან ერთად მიღებისას.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
აუცილებლად უნდა აცნობოთ ექიმს ბოლო დროს მიღებული ყველა პრეპარატის შესახებ, ურეცეპტოდ გაცემული პრეპარატების ჩათვლით. კორექტინთან ერთად ზოგიერთი პრეპარატის მიღებამ შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს ზემოქმედების ძალასა და მისი გამოყენების უსაფრთხოებაზე. ასევე კორექტინმა შეიძლება ზეგავლენა იქონიოს სხვა პრეპარატებზე, ბისოპროლოლთან ერთდროულად გამოყენებისას.
კორექტინის გამოყენება უკუნაჩვენებია შემდეგ პრეპარატებთან ერთად:
– ფლოქტაფენინი: ბეტა-ადრენოლიტებს შეუძლიათ ფლოქტაფენინის მიღებით გამოწვეული ჰიპოტონიასთან ან შოკთან დაკავშირებული კომპენსატორული მექანიზმების დათრგუნვა;
– სილტოპრიდი: პარკუჭოვანი არითმიების განვითარების მომატებული რისკი.
კორექტინის გამოყენება შემდეგ პრეპარატებთან არ არის რეკომენდებული:
– კალციუმის არხების ანტაგონისტები (ვერაპამილი, დილთიაზემი, ბეპრიდიპილი): შეკუმშვაზე, ატრიო-ვენტრიკულარულ გამტარიანობასა და სისხლის წნევაზე უარყოფითი ზეგავლენა;
– კლონიდინი: წნევის საგრძნობი მომატების, გამოხატული ბრადიკარდიის და გამტარიანობის შეკავების მომატებული რისკი;
– მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორები (მონოამინოოქსიდაზა B ინჰიბიტორების გარდა): ბისოპროლოლის ჰიპოტენზიური (ანტიჰიპერტენზიული) მოქმედების გაძლიერების შესაძლებლობა, ჰიპერტონული კრიზის განვითარების რისკი.
საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვა კორექტინის გამოყენების შემდეგ პრეპარატებთან ერთად:
– I კლასის ანტიარითმული პრეპარატები (მაგ. დიზოპირამიდი; ქინიდინი): შეიძლება გაიზარდოს წინაგულოვანი გამტარიანობის დრო და უარყოფითი ინოტროპული მოქმედება;
– III კლასის ანტიარითმული პრეპარატები (მაგ. ამიოდარონი): შეიძლება გაიზარდოს წინაგულოვანი გამტარიანობის დრო;
– კალციუმის არხების ანტაგონისტები – დიჰიდროპირიდინის წარმოებულები (მაგ. ნიფედიპინი): იზრდება ჰიპოტონიის გამოვლენის რისკი. პაციენტებში გულის ფარული უკმარისობით კალციუმის არხების ანტაგონისტებითა და ბისოპროლოლით ერთდროულმა მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს გულის უკმარისობა;
– ქოლინომიმეტები, მათ შორი ტაკრინი: შეიძლება შენელდეს ატრიო-ვენტრიკულარული გამტარიანობა;
– სხვა ბეტა-ადრენოლიტები, მათ შორის თვალის წვეთებში გამოყენებული: ბისოპროლოლისა და ამ პრეპარატების შეჯამება;
– ინსულინი და პერორალური ანტიდიაბეტური პრეპარატები: ჰიპოგლიკემიური მოქმედების გაძლიერებამ (ანტიდიაბეტური) შეიძლება შენიღბოს სისხლში გლუკოზის დაბალი კონცენტრაციის სიმპტომები;
– ზოგადი საანესთეზიო საშუალებები, ქირურგიული მკურნალობის დროს გამოყენებული. აუცილებელია ექიმის ინფორმირება კორექტინი 5 და კორექტინი 10-ის გამოყენების შესახებ;
– სათითურას გლიკოზიდები: ბრადიკარდია, ატრიო-ვენტრიკულარული გამტარიანობის შენელება;
– პრეპარატები, რომლებიც თრგუნავენ პროსტაგლანდინების სინთეზს, მაგ. აცეტილსალიცილის მჟავა: კორექტინი 5 და კორექტინი 10-ის ჰიპოტენზიური მოქმედების შესუსტება;
– ერგოტამინის წარმოებულები: პერიფერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევის გაძლიერება;
– სიმპათომიმეტები: ორივე პრეპარატის მოქმედების დათრგუნვა;
– ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ბარბიტურატები, ფენოთიაზინის წარმოებულები: ჰიპოტონური ეფექტის გაძლიერება.
– რიფამპიცინი: კორექტინის მოქმედების დროის შესაძლო შემცირება;
– ბეკლოფენი: კორექტინის მოქმედების შესაძლო გაძლიერება;
– იოდინიზირებული კონტრასტული პრეპარატები: ბეტა-ადრენოლიტებს შეუძლია იოდის შემცველი კონტრასტული პრეპარატების მიღებით გამოწვეული ჰიპოტონიასა თუ შოკთან დაკავშირებული კომპენსატორული მექანიზმების დათრგუნვა.
ძალიან საფრთხილოა კორექტინის გამოყენება შემდეგ საშუალებებთან:
– მეფლოქინი: ბრადიკარდიის მომატებული რისკი;
– კორტიკოსტეროიდები: ბისოპროლოლის ჰიპოტონიური მოქმედების შესაძლო შესუსტება;
– არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (NLPZ): ჰიპოტონიური მოქმედების შემცირება.

შენახვის პირობები და ვადა
პრეპარატი ინახება 15-25°C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:
პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.