სახის კრემი მშრალი კანისთვის

სახის კრემი მშრალი კანისთვის
დისტრიბუტორი: ფარმაცევტული კომპანია "გეა"
მისამართი: ვაჟა ფშაველა № 6
ტელ: 238 47 66; 237 07 36
ელ-ფოსტა: info@gea.com.ge
ვებ-გვერდი: www.gea.com.ge
გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას, გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს.
სავაჭრო სახელწოდება: სახის კრემი მშრალი კანისთვის
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ქლოროფილის შემცველი კოსმეტიკა
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კოსმეტიკა
მწარმოებელი: დრ. ფერიზი (Dr.Feriz)
მწარმოებელი ქვეყანა: იაპონია
გამოშვების ფორმა: 38გ
გაცემის რეჟიმი: - - - - - - - - - -
ინსტრუქცია

შემადგენლობა: ქლოროფილ-სპილენძის კომპლექსი, წყალი, სკვალანი, პროპილენ გლიკოლი, იზოპროპილ მირისტატი, ფუტკრის ცვილი, ზეთისხილის ნაყოფის ზეთი, დიმეტიკონი, ლეციტინი, ვიტამინი E ნატრიუმის ციტრატი

კრემს გააჩნია ძლიერი აღმდგენი, ანტიოქსიდანტური, მატონიზირებული ეფექტი, რეგულარული გამოყენებისას განაახლებს და აღადგენს კანის სტრუქტურას. უბრუნებს მას ელასტიურობას. იცავს კანს დაბერებისგან. . ეფექტურია მსუბუქი დამწვრობების სამკურნალოდ და საპროფილაქტიკოდ შესაძლებელია მისი გამოყენება ტუჩების ნახეთქების დროს.

გამოყენების წესი: ხელით დაიტანეთ კრემი გასუფთავებულ სახის კანზე და თითების მსუბუქი პალპაციით შეიზილეთ კანში. თვალების გარშემო კრემი უნდა დაიტანოთ უფრო სქელ ფენად

ღამის მოვლა

1. დაიტანეთ სახის კანზე მაკიაჟის მოსაშორებელი კრემი, გააჩერეთ 5 წუთი და გაიწმინდეთ კოსმეტიკური ხელსახოცით

2. საპონი კარგად ააქაფეთ სქელი ქაფისებრი მასის მიღებამდე . ქაფი სქელ ფენად აკურატულად დაიტანეთ სახეზე და თითების ნაზი მოძრაობით გაინაწილეთ სახეზე, რომ ქაფმა შეაღწიოს კანის ღრმა ფორებში. ცხიმიანი კანის შემთხვევაში გაიჩერეთ ქაფი სახეზე 2-3 წუთი. ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
3. ხელით დაიტანეთ ლოსიონი გასუფთავებულ სახის კანზე.
4. დაიტანეთ Chlaron Cream  Rough skin type კრემი სახის კანზე და მსუბუქი დარტყმებით შეიზილეთ კანში. თვალების გარშემო კრემი უნდა დაიტანოთ უფრო სქელ ფენად .

დილის მოვლა

1. დაიტანეთ სახის კანზე მაკიაჟის მოსაშორებელი კრემი , გააჩერეთ 5 წუთი და გაიწმინდეთ კოსმეტიკური ხელსახოცით
2. დაიბანეთ სახე საპნით (როგორც ზემოთ არის აღწერილი).
3. ხელით დაიტანეთ ლოსიონი.
4. წაისვით CLARON   BEAUTY  skin type  კრემი კანზე ნაზად, იგი შექმნის დამცავ გარსს და 2-3 წუთის შემდეგ შეგიძლიათ წაისვათ დეკორატიული კოსმეტიკა.