DHA & D3

DHA & D3
დისტრიბუტორი: ფარმაცევტული კომპანია "გეა"
მისამართი: ვაჟა ფშაველა № 6
ტელ: 238 47 66; 237 07 36
ელ-ფოსტა: info@gea.com.ge
ვებ-გვერდი: www.gea.com.ge
გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას, გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს.
სავაჭრო სახელწოდება: DHA & D3
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): COMB. DRUG
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
მწარმოებელი: ევრონატურალი OFI (Euronatural OFI)
მწარმოებელი ქვეყანა: იტალია
გამოშვების ფორმა: წვეთები 20 მლ
გაცემის რეჟიმი: გაიცემა რეცეპტის გარეშე
ინსტრუქცია
შემადგენლობა: 
1მლ შეიცავს 
მცენარეულ წარმოშობის DHA – 40 mg, 
ვიტამინი D3 – 10  μg, 
ვიტამინი A – 175 μg, 
ვიტამინი E – 5 mg, 
დამხმარე ნივთიერება: მზესუმზირის ზეთი
 
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
DHA – დოკოზაჰექსანის მჟავა მიეკუთვნება ომეგა-3 უჯერ ცხიმოვან მჟავებს. 
პროდუქტი მიღებულია დოკოზაჰექსაენის მჟავის მცენარეული წყაროსგან – ბუნებრივი წყალმცენარეებისგან, რომლებიც მოყვანილია სრულიად კონტროლირებად პირობებში. მის უპირატესობას წარმოადგენს გარემოს ტოქსიური მინარევების არარსებობა.
DHA ხასიათდება ანტიაპოპტოზური, იმუნომოდულატორული, ნეიროპროტექტორული, ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით. 
DHA წარმოადგენს უჯრედის მემბრანის ფოსფოლიპიდური შრის მნიშვნელოვან კომპონენტს, ტვინისა და თვალის ბადურის ძირითად სტრუქტურულ და ფუნქციურ სამშენებლო მასალას. ტვინის რუხი ნივთიერების სტრუქტურული ლიპიდების 30%-ს წარმოადგენს DHA.
DHA-ესენციური ნუტრიენტია ნერვულ სისტემაში, რომელიც აუცილებელია ნაყოფისა და ახალშობილის ნერვული სისტემის და მხედველობის ანალიზატორის ნორმალური განვითარებისთვის. 
ახალშობილებში DHA განსაზღვრავს ნერვული გზების და ქერქოვანი სტრუქტურების განვითარებას ტვინში, შესაბამისად,  განსაზღვრავს კოგნიტური ფუნქციების განვითარებას; 
DHA  ამცირებს ალერგიული დაავადებების განვითარების რისკს. 
DHA  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღენაკლულ და დაბალწონიან ახალშობილებში.  კერძოდ, ამცირებს ბრონქოპულმონურ დისპლაზიებს, ნეკროზულ ენტეროკოლიტს და დღენაკლულთა რეტინოპათიას. 
ვიტამინი D3  ხელს უწყობს Ca-ის აბსორბციას ნაწლავში;  ინარჩუნებს კალციუმის და ფოსფორის ადექვატურ კონცენტრაციებს სისხლში,  რითაც ხელს უწყობს ძვლების ნორმალურ მინერალიზებას. მონაწილეობს უჯრედების ზრდაში, ნერვულ და იმუნურ ფუნქციებში, ანთების დაქვეითებაში. ის აუცილებელია ძვლის ზრდისთვის და რემოდელირებისთვის.  ვიტამინი D3  მნიშვნელოვანია რაქიტისა და ოსტეოპოროზის პროფილაქტიკისთვის. 
ვიტამინი E ხასიათდება ანტიოქსიდანტური თვისებებით, აქვეითებს პროსტაგლანდინების პროდუქციას და თრომბოციტების აგრეგაციას. მონაწილეობს სტრუქტურულ და იმუნურ ფუნქციებში, უჯრედულ სიგნალიზაციაში, გენების ექსპრესიის რეგულაციაში, ერითროციტების ფორმირებაში. 
ვიტამინი E ეფექტურია ახალშობილებში რეტროლენტალური ფიბროპლაზიის,  სკლერომის, სუნთქვითი დარღვევების სინდრომის,  ჰემოლიზური დაავადების და ანემისას დღენაკლულებში; ეფექტურია ასევე ჩვილებში  ხელოვნური კვებისას ჰიპოვიტამინოზის პროფილქტიკისთვის;  
ვიტამინი A მნიშვნელოვანია მხედველობისთვის; მონაწილეობს იმუნურ რეაქციებში; უზრუნველყოფს უჯრედების ზრდას და დიფერენცირებას, რითაც ხელს უწყობს ძვლების და კბილების ზრდას, ასევე, შინაგანი ორგანოების ფორმირებას (გული, ფილტვები, თირკმელები და სხვა);  აქვს დამცავი მოქმედება კანზე და ლორწოვან გარსებზე.
 
პრეპარატი განკუთვნილია
– რაქიტის მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის
– ნერვული სისტემის განვითარებისთვის 
– მხედველობის ანალიზატორის  განვითარებისთვის
– კოგნიტური ფუნქციების განვითარებისთვის
– გულ-სისხლძარღვთა ფუნქციის გაუმჯობესება
– ალერგიული დაავადებების განვითარების რისკის შემცირებისთვის

მიღების წესი და დოზირება
12 წვეთი (0,5 მლ) ორჯერ დღეში ჭამის დროს 
გვერდითი მოვლენები

არ არის დადგენილი

 

უკუჩვენება

შემადგენელი კომპონენტების მიმართ ინდივიდუალური აუტანლობა

 

შენახვის პირობები: 

წვეთები ინახება მშრალ და გრილ ადგილას

 

ვარგისიანობის ვადა

24 თვე

 

აფთიაქიდან გაცემა:
გაიცემა ურეცეპტოდ
 
მწარმოებელი:
O.F.I. S.p.A. Euronatural, იტალია