ფლუცინარი N

ფლუცინარი N
დისტრიბუტორი: ფარმაცევტული კომპანია "გეა"
მისამართი: ვაჟა ფშაველა № 6
ტელ: 238 47 66; 237 07 36
ელ-ფოსტა: info@gea.com.ge
ვებ-გვერდი: www.gea.com.ge
გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას, გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს.
სავაჭრო სახელწოდება: ფლუცინარი N
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): FLUOCINOLONE ACETONIDE; NEOMYCIN SULFATE
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კორტიკოსტეროიდები და ანტიბიოტიკი
მწარმოებელი: ვალეანტი (VALEANT Pharmaceuticals International Inc. (JELFA))
მწარმოებელი ქვეყანა: პოლონეთი
გამოშვების ფორმა: (0,25მგ+5მგ)/1გ 15გ მალამო ტუბი №1
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
ინსტრუქცია

ათქ კლასიფიკაციის კოდი
D07CC02

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
მალამო: ტუბში 15 გ.
1 გ
ფლუოცინოლონის აცეტონიდი. . . . . 0.25 მგ
ნეომიცინის სულფატი. . . . . . . . . . . .5 მგ

დამხმარე ნივთიერებები:
პროპილენგლიკოლი, თხევადი პარაფინი, უწყლო ლანოლინი, თეთრი ვაზელინი.

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
პრეპარატი ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით გარეგანი გამოყენებისათვის.

ფარმაკოლოგიური თვისებები
მალამო შეიცავს ფლუოცინოლონის აცეტონიდს, გლუკოკორტიკოსტეროიდს, რომელსაც გააჩნია ძლიერი ანთების საწიანააღმდეგო, ანტიექსუდაციური, ანტიალერგიული და ქავილის საწინააღმდეგო მოქმედება, ასევე ანტიბიოტიკ ნეომიცინს, რომელსაც გააჩნია ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.

ჩვენებები
ეგზემის სხვადასხვა ფორმები, ფსორიაზი, კანის სებორეული ანთება, ბრტყელი ლიქენი, ჟილბერის ვარდისფერი ლიქენი.
მწვავე ეგზემატოზური მდგომარეობები, გართულებული მეორადი ბაქტერიული ინფექციით.
ვინაიდან კრემს გააჩნია ფუძე მააბსორბირებელი თვისებებით, იგი აჩქარებს გამოშრობის პროცესს ექსუდაციური ცვლილებების დროს.

დოზირების რეჟიმი
პრეპარატი ინიშნება ადგილობრივად 2-3 ჯერ დღეში.
ქრონიკული პროცესების და ისეთი მდგომარეობის დროს, რომელიც არ ექვემდებარება მკურნალობას, მალამო და კრემი გამოიყენება ოკლუზიური საფენის სახით.

უკუჩვენებები
კანის ბაქტერიული, სოკოვანი, ვირუსული, ჩირქოვანი და ტუბერკულოზური ინფექციები.

შენახვის პირობები და ვადა
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:
პრეპარატი გაიცემა ურეცეპტოდ.