![]() |
დისტრიბუტორი: | ფარმაცევტული კომპანია "გეა" |
მისამართი: | ვაჟა ფშაველა № 6 |
ტელ: | 238 47 66; 237 07 36 |
ელ-ფოსტა: | info@gea.com.ge |
ვებ-გვერდი: | www.gea.com.ge |
სავაჭრო სახელწოდება: | გენგიგელი თისინგი |
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): | ჰიალურონის მჟავა |
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: | Medical device |
მწარმოებელი: | რიჩერფარმა (RICERFARMA srl) |
მწარმოებელი ქვეყანა: | იტალია |
გამოშვების ფორმა: | ტუბი 20მლ |
გაცემის რეჟიმი: | გაიცემა რეცეპტის გარეშე |
შემადგენლობა:
მოქმედი ნივთიერება:
მაღალმოლეკულური ჰიალურონის მჟავა (სოდიუმ ჰიალურონატის სახით) . . . . . . . .0.54%
დამხმარე ნივთიერებები: ქსილიტოლი, მუკოადჰეზიური პოლიმერი (მატრიქსი), წყალი.
გენგიგელი თისინგი შეიცავს ინოვაციურ პოლიმერულ მატრიქს, რომელიც ხასიათდება გამოხატული მუკოადჰეზიური თვისებებით და განაპირობებს გელის ხანგრძლივ მოქმედებას ლორწოვანზე.
ჩვენება: გამოიყენება სარძევე კბილების ამოჭრის დროს ტკივილის, შეშუპების და ანთებითი პროცესების თავიდან ასაცილებლად.
გამოყენების წესი: გამოიყენება იწყება კბილის ამოჭრის პირველი სიმპტომების გამოვლენისთანავე : გაღიზიანებულ ღრძილზე, კბილის ამოჭრის ადგილზე , სუფთა თითით ან ბამბის ჩხირით იდება გელის მცირე რაოდენობა (0.5-1სმ) და მსუბუქად შეიზილება. გელის გამოყენება სასურველია საკვების მიღების შემდეგ და ძილის წინ. გამოიყენება დღეში 3-6 ჯერ ან საჭიროებისამებს.
გენგიგელი თისინგი ხასიათდება უსაფრთხოების მაღალი პროფილით: არ შეიცავს ანესთეტიკებს, შაქარს, ხელოვნულ დამატკბობლებს, სპირტს, პარაბენებს, გლუტენს, ლაქტოზას, GMO-ს.
კლინიკურად შესწავლილია ჩვილებში
გვერდითი მოვლენები: ჰიპერმგრძნობელობა გელში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ
გაფრთხილება: გელი ინახება ოთახის ტემპერატურაზე (მოარიდეთ პირდაპირ მზის სხივებს). არ გამოიყენება ვადის გასვლის შემდეგ.
შეფუთვა: 20მლ