გალაზოლინი

გალაზოლინი
დისტრიბუტორი: ფარმაცევტული კომპანია "გეა"
მისამართი: ვაჟა ფშაველა № 6
ტელ: 238 47 66; 237 07 36
ელ-ფოსტა: info@gea.com.ge
ვებ-გვერდი: www.gea.com.ge
გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას, გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს.
სავაჭრო სახელწოდება: გალაზოლინი
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): XYLOMETAZOLINE HYDROCHLORIDE
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ცხვირის დაავადების სამკურნალო პრეპარატები, სიმპათომიმეტურები
მწარმოებელი: პოლფა ვარშავა (Polfa Warszawa S.A.)
მწარმოებელი ქვეყანა: პოლონეთი
გამოშვების ფორმა: 0,5მგ/1მლ 10 მლ ცხვირის წვეთები ბავშვებისათვის პოლიეთილენის ფლაკონში; 1 მგ/1მლ 10მლ ცხვირის წვეთები პოლიეთილენის ფლაკონში
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
ინსტრუქცია

ათქ კლასიფიკაციის კოდი
R01AA07

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
ცხვირის წვეთები 0.05 %: ფლაკონში 10 მლ.
1 მლ
ქსილომეტაზოლინის ჰიდროქლორიდი. . . . . .500 მკგ

ცხვირის წვეთები 0.1 %: ფლაკონში 10 მლ.
1 მლ
ქსილომეტაზონის ჰიდროქლორიდი. . . . . . 1 მგ

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
სისხლძარღვების შემავიწროვებელი პრეპარატი ადგილობრივი გამოყენებისათვის ოტოლარინგოლოგიაში.

ჩვენებები
პრეპარატი გამოიყენება ვირუსული ან ბაქტერიული წარმოშობის მწვავე რინიტის, ცხვირის წიაღის სინუსური დანამატის მწვავე ან ქრონიკული გართულების, ალერგიული რინიტის, შუა ყურის მწვავე ოტიტის (ევსტაქის მილის გამტარიანობის აღდგენის მიზნით) სამკურნალოდ.

დოზირების რეჟიმი
გალაზოლინის 0.05%-იანი ცხვირის წვეთები:
1 წვეთი შეიცავს 0.025 მგ ქსილომეტაზონის ჰიდროქლორიდს. 4 თვიდან 2 წლამდე ასაკის ბავშვებში გალაზოლინის ხსნარის 1 წვეთი შეჰყავთ თითოეული ცხვირის ნესტოში ყოველ 8-12 საათში, ხოლო 2-დან 12 წლამდე ბავშვებში – ყოველ 8-10 საათში ერთხელ.

გალაზოლინის 0.1%-იანი ცხვირის წვეთები:
1 წვეთი შეიცავს 0.05 მგ ქსილომეტაზონის ჰიდროქლორიდს. 12 წლის ასაკის ზევით ბავშვებში და მოზრდილებში პრეპარატი მიიღება 2-3 წვეთის ოდენობით ყოველ 8-10 საათის განმავლობაში.
ექიმის კონსულტაციის გარეშე მკურნალობის ჩვეულებრივი კურსი არ უნდა აღემატებოდეს 3-5 დღეს.

გვერდითი მოვლენები
გალაზოლინის მიღებისას ადგილობრივად აღინიშნება: იშვიათად გაღიზიანება, წვისა და ცხვირის ლორწოვანი გარსის არასასიამოვნო სიმშრალის შეგრძნება, აგრეთვე ცხვირის ცემინება.
ძალიან იშვიათად აღინიშნება საერთო გვერდითი მოვლენები: თავის ტკივილი, ძილიანობა, სისუსტე, გულის მუშაობის გახშირება, რომელიც დაკავშირებულია ჭარბი დოზით გალაზოლინის გამოყენებასთან.

უკუჩვენებები
პრეპარატის მიღება წინააღმდეგნაჩვენებია მასში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობისას.
გალაზოლინის მიღება არ არის რეკომენდებული თვალის დახურულ კუთხოვანი გლაუკომის შემთხვევაში.
პაციენტებში, რომლებსაც ჩაუტარდათ ჰიპოფიზექტომია და/ან სხვა სახის ქირურგიული ოპერაციები, რომლებიც დაკავშირებული იყო თავის ტვინთან, პრეპარატის მიღება წინააღმდეგნაჩვენებია.
3 თვემდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის პერიოდში პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის სასარგებლო შედეგი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე ზემოქმედების პოტენციურ რისკს.
არ არსებობს მონაცემები გალაზოლინის დედის რძეში გამოყოფის შესახებ, მაგრამ მიუხედავად ამისა, სიფრთხილეა საჭირო ამ უკანასკნელის ლაქტაციის პერიოდში გამოყენებისას.

განსაკუთრებული მითითებები
პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ქრონიკული ან ვაზომოტორული რინიტი, პრეპარატის მიღება წინააღმდეგნაჩვენებია, ვინაიდან ასეთი პაციენტები ავლენენ პრეპარატის მიმართ 2 კვირაზე მეტი ხნით გამოყენების ტენდენციას. პრეპარატის ხანგრძლივი მიღება (2 კვირაზე მეტი ხნით) იწვევს იატროგენურ რინიტს (rhintis  medicamentosa). შაქრიანი დიაბეტით, ჰიპერტონიით, სტენოკარდიით, წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფიით და ჰიპერთირეოზით შეპყრობილ პაციენტებში პრეპარატი მიიღება სიფრთხილით.
იმ შემთხვევაში, როდესაც პაციენტი მკურნალობს მაო-ს ინჰიბიტორებით და ტრიციკლური ანტიდეპრესიული საშუალებებით გალაზოლინის მიღება არ არის რეკომენდებული.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: იმის გამო, რომ გალაზოლინი მინიმალური ხარისხით აღწევს საერთო სისხლის მიმოქცევაში, ძალიან მცირე ალბათობა არსებობს მისი სხვა გამოყენებულ საშუალებებთან ურთიერთქმედებისა.
აღნიშნულია გალაზოლინის ურთიერთქმედება ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან.

ჭარბი დოზირება
პრეპარატის ჭარბი დოზით ან ამ უკანასკნელის შემთხვევით პერორალურად მიღებამ, განსაკუთრებით ბავშვებში, შესაძლებელია გამოიწვიოს მოდუნება, მხედველობის დაქვეითება, თავის ტკივილი, ნერვოზი, გულის მუშაობის რითმის დარღვევა, უძილობა.
პრეპარატის ხანგრძლივი დროით მიღებამ შესაძლებელია გამოიწვიოს მეორადი რინიტი, რომელიც მკურნალობის მიმართ მდგრადია ((rhintis  medicamentosa).
ჭარბი დოზირების შემთხვევაში გამოიყენება სიმპტომური მკურნალობა.

შენახვის პირობები და ვადა
პრეპარატი ინახება 15-25°C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა – 4 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:
პრეპარატი გაიცემა ურეცეპტოდ.