ჰიდროკორტიზონი

ჰიდროკორტიზონი
დისტრიბუტორი: ფარმაცევტული კომპანია "გეა"
მისამართი: ვაჟა ფშაველა № 6
ტელ: 238 47 66; 237 07 36
ელ-ფოსტა: info@gea.com.ge
ვებ-გვერდი: www.gea.com.ge
გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას, გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს.
სავაჭრო სახელწოდება: ჰიდროკორტიზონი
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): HYDROCORTISONE ACETATE
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გლუკოკორტიკოსტეროიდი ადგილობრივი გამოყენებისათვის ოფთალმოლოგიაში
მწარმოებელი: ვალეანტი (VALEANT Pharmaceuticals International Inc. (JELFA))
მწარმოებელი ქვეყანა: პოლონეთი
გამოშვების ფორმა: 0.5% 3გ თვალის მალამო ტუბი №1
გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
ინსტრუქცია

შემადგენლობა

1გ
ჰიდროკორტიზონის აცეტატი………………………….. 5 მლ
მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი ……………………….. 2,0 მგ
თეთრი ვაზელინი …………………………………………….1,0 გ-მდე

ფარმაკოლოგიური თვისებები
ჰიდროკორტიზონი – 0,5% თვალის მალამო შეიცავს ჰიდროკორტიზონის აცეტატს, რომელიც წარმოადგენს გლუკოკორტიკოსტეროიდს და გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ალერგიის საწინააღმდეგო მოქმედება.
გლუკოკორტიკოსტეროიდები ანელებენ მექანიკური, ქიმიური ან იმუნოლოგიური გამღიზიანებლებით გამოწვეულ ანთებითი რეაქციის განვითარებას თვალის ქსოვილის საზღვრებში.
ამცირებენ შეშუპებას, ფიბრინის ჩალაგებას, სისხლძარღვების მოდუნებას, ლეიკოციტების მიგრაციას, სისხლძარღვების პროლიფერაციას, კოლაგენის ჩალაგებასა და დანაწიბურებას.

ჩვენებები
თვალის სისხლძარღვოვანი გარსის, რქოვანას, სკლერისა და თვალის შემაერთებელი გარსის ანთებითი მდგომარეობა.
თვალებისა და ქუთუთოების კიდეების ალერგიული დაავადებები.
ტრავმის შემდგომი პერიოდი ან თვალის კაკალზე ჩატარებული ოპერაციული ჩარევა (ტრავმიდან ან ოპერაციიდან უნდა იყოს გასული არა ნაკლებ 7 დღე).
ასეპტიკური დამწვრობა (ქიმიური, თერმული ან გამოსხივებით გამოწვეული).
გამოიყენება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით, გართულებების პროფილაქტიკის მიზნით.

მიღების წესები და დოზები
მალამოს მცირე რაოდენობა გამოიყენება დღეში 2-3-ჯერ, არა უმეტეს 2 კვირის განმავლობაში.
ოფთალმოლოგმა შეიძლება გაახანგრძლივოს სამკურნალო საშუალების გამოყენების პერიოდი.
პოსტტრავმატული მდგომარეობა – დღეში 1-2-ჯერ (ტრავმიდან ან ოპერაციიდან გასული უნდა იყოს არა ნაკლებ 7 დღე).

გვერდითი მოვლენები
რქოვანას ეპითელის მთლიანობის დარღვევისას პრეპარატის გამოყენებამ შეიძლება შეაფერხოს შეხორცება და განაპირობოს თვალის უფრო ღრმა ნაწილის ინფიცირება.
განაპირობებს თვალის ინფექციური დაავადებების გავრცელებას, განსაკუთრებით კი ვირუსულის. პრეპარატის ხანგრძლივმა გამოყენებამ (3-6 კვირაზე მეტი პერიოდი), განსაკუთრებით მიდრეკილების მქონე პირებში, შეიძლება გამოიწვიოს გლაუკომის განვითარება.
ასევე, მრავალწლიანი განმეორებითი მკურნალობის შემთხვევაში იწვევს კატარაქტის განვითარებას. დღის განმავლობაში პრეპარატის ჭარბმა, ხშირმა გამოყენებამ ან მცირეწლოვან ბავშვებში გამოყენებამ, შეიძლება გამოიწვიოს სტეროიდის შეწოვა და სისტემური ზემოქმედება.

უკუჩვენება
თვალების ჩირქოვანი, ვირუსული, ტუბერკულოზური, სოკოვანი დაავადებები.
პირველადი გლაუკომა. რქოვანას ეპითელიუმის დეფექტები.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე მშრალ და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.