კალი-ნორმინი

კალი-ნორმინი
დისტრიბუტორი: ფარმაცევტული კომპანია "გეა"
მისამართი: ვაჟა ფშაველა № 6
ტელ: 238 47 66; 237 07 36
ელ-ფოსტა: info@gea.com.ge
ვებ-გვერდი: www.gea.com.ge
გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას, გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს.
სავაჭრო სახელწოდება: კალი-ნორმინი
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): POTASSIUM CHLORIDE
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მინერალური დანამატები, კალიუმის პრეპარატები
მწარმოებელი: აი სი ენ პოლფა (ICN Polfa Rzeszow S.A.)
მწარმოებელი ქვეყანა: უნგრეთი
გამოშვების ფორმა: 1000მგ პროლონგირებული მოქმედების ტაბლეტი №30
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
ინსტრუქცია

ათქ კლასიფიკაციის კოდი
A12BA01

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
ტაბლეტები: ბლისტერზე 10 ტაბ.,შეფუთვაში 3 ბლისტერი.

1 ტაბ.
კალიუმის ქლორიდი . . . . . . .…. . 1000 მგ
(რაც შეესაბამება K+ 524,444მგ(13.3 მმოლი))

დამხმარე ნივთიერებები: სილიციუმის კოლოიდური უწყლო დიოქსიდი(აეროსილი 200), პოლივინილბუტირალი (მოვიტალი 30თ) ცეტილური სპირტი, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი.

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
მინერალური დანამატები, კალიუმის პრეპარატები

ფარმაკოლოგიური თვისებები
კალიუმის მიკროელემენტის შემცველი პრეპარატი, ავსებს კალიუმის ნაკლებობას. კალიუმი ამცირებს აგზნებადობასა და გამტარობას მიოკარდიუმში, ასუსტებს გულის გლიკოზიდების ტოქსიკურ მოქმედებას, არ მოქმედებს მათ დადებით ინოტროპულ ეფექტზე.
მცირე დოზებში K+ აფართოვებს კორონალურ სისხლძარღვებს, ხოლო მაღალი დოზებით-ავიწროებს. მონაწილეობს ნერვული იმპულსების გატარების პროცესში.  არეგულირებს შიდა უჯრედოვან ოსმოსურ წნევას, ცილის სინთეზს, ამინომჟავათა ტრანსპორტს. აუმჯობესებს კუნთების კუმშვადობას მათი დისტროფიის და მიასთენიის დროს.

ფარმაკოკინეტიკა
შიგნით მიღებისას ადვილად და თითქმის ნებისმიერი რაოდენობით პასიურად აბსორბირდება (აბსორბცია-70%), რადგან მისი კონცენტრაცია (როგორც საკვებისა, ასევე სამკურნალო ფორმიდან გათავისუფლებულის) უფრო მაღალია წვრილი ნაწლავის სანათურში, ვიდრე სისხლში. რეტარდი ტაბლეტებიდან თანდათანობით და ნელა თავისუფლდება მთლიანად კნტ-ის სიგრძეზე. თეძოსა და მსხვილ ნაწლავში K+ გამოიყოფა ნაწლავის სანათურში Na+-თან დაკავშირებული ცვლის პრინციპით და გამოიყოფა ნაღველთან (10%) ერთად. K+-ის განაწილება ორგანიზმში გრძელდება მიღების მომენტიდან დაახლოებით 8 საათს: აბსორბციის ფაზაში ნახევრად გამოყოფის პერიოდი -1.31 საათი; რეტარდ ტაბლეტებიდან გამოთავისუფლების დრო -6 სთ.

ჩვენებები
სხვადასხვა გენეზის ჰიპოკალემიის პროფილაქტიკა და მკურნალობა, მათ შორის:
– გამოწვეული სხვადასხვა მდგომარეობითა და ავადმყოფობით (გულისრევა, დიარეა);
– მედიკამენტოზური მკურნალობით გამოწვეული (დიურეზული, გლუკოკორტიკოსტეროიდები, საგულე გლიკოზიდები);

დოზირების რეჟიმი
პრეპარატის დოზას ადგენენ ინდივიდუალურად, დაავადებისა და სისხლის პლაზმაში კალიუმის კონცენტრაციის მიხედვით. ინიშნება 1-2გ. დღე-ღამეში (კალიუმის ქლორიდზე გაანგარიშებით), აუცილებლობის შემთხვევაში დოზას ზრდიან 6გ-მდე დღე-ღამეში.

გვერდითი მოვლენები
კნტ-ის მხრივ: გულისრევა, ღებინება, დიარეა, მეტეორიზმი, აბდომინალური ტკივილები, კნტ-ის ლორწოვანი გარსის დაწყლულება, კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა, პერფორაცია და ნაწლავთა გაუვალობა.
ნერვული სისტემის მხრივ: პარესთეზიები, კუნთების მოდუნება, ცნობიერების დარღვევა.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული წნევის დაქვეითება, არითმიები, გულის ბლოკადა, გულის გაჩერება.

უკუჩვენებები
მაღალი მგრძნობელობა პრეპარატისადმი, ჰიპერკალიემია, AV სრული ბლოკადა, თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა, თირკმლების ქრონიკული უკმარისობა, თანმხლები თერაპია კალიუმშემნახველი დიურეზულებით, მეტაბოლური დარღვევები (აციდოზი, ჰიპოვოლემია ჰიპონატრიემიასთან ერთად), კნტ-ის ეროზიულ წყლულოვანი დაზიანებები, ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი, ასაკი 18 წლამდე.

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობისას მისი გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა დედისთვის მოსალოდნელი სარგებლობისა და ნაყოფისათვის პოტენციური რისკის შედარება.

განსაკუთრებული მითითებები
მკურნალობის პერიოდში აუცილებელია გაკონტროლდეს სისხლის შრატში K+ შემცველობა, ეკგ, ჰიპოკალიემიის მკურნალობისას -მჟავა ტუტე წონასწორობა. კალიუმის ქლორიდის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში არ არის დადგენილი. ნატრიუმის ქლორიდის მაღალი შემცველობის დიეტა აძლიერებს ორგანიზმიდან K+ გამოყოფას. უნდა იყოს გათვალისწინებული, რომ ჰიპერკალიემია, რომელიც იწვევს სიკვდილს, შეიძლება სწრაფად და უსიმპტომოდ განვითარდეს.

ჭარბი დოზირება
სიმპტომები: ჰიპერკალიემია(კუნთების ჰიპოტონია, პარესთეზიები, AV –ს გამტარობის შენელება, არითმიები, გულის გაჩერება). ჰიპერკალიემიის ადრეული კლინიკური ნიშნები ვლინდება შრატში K+-ის 6 მეკვ/ლ-ზე მეტი კონცენტრაციის დროს: T კბილის გამახვილება, QRS კომპლექსის გაფართოვება.
ჰიპერკალიემიის უფრო მძიმე სიმპტომები-კუნთების დამბლა და გულის გაჩერება-ვითარდება K+ 9-10 მეკვ/ლ კონცენტრაციის დროს.
მკურნალობა: შიგნით ან ვენაში -ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი, საჭიროებისამებრ ჰემოდიალიზი და პერიტონიალური დიალიზი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
კალიუმშემნახველი დიურეზულები, კალიუმის პრეპარატები, ამფ-ინჰიბიტორები, აასს საშუალებები ამაღლებენ ჰიპერკალიემიის განვითარების რისკს, ამცირებენ გულის გლიკოზიდების გვერდით მოქმედებას. ისინი აძლიერებენ ქინიდინის, დიზოპირამიდის გვერდით მოქმედებას.

შენახვის პირობები და ვადა
პრეპარატი ინახება 15-20°C ტემპერატურაზე.

აფთიაქებიდან გაცემის პირობები:
პრეპარატი გაიცემა რეცეპტის გარეშე.