ლატიკორტი

ლატიკორტი
დისტრიბუტორი: ფარმაცევტული კომპანია "გეა"
მისამართი: ვაჟა ფშაველა № 6
ტელ: 238 47 66; 237 07 36
ელ-ფოსტა: info@gea.com.ge
ვებ-გვერდი: www.gea.com.ge
გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას, გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს.
სავაჭრო სახელწოდება: ლატიკორტი
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): HYDROCORTISONE-17 BUTYRATE
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: დერმატოლოგიური გამოყენების კორტიკოსტეროიდები
მწარმოებელი: ვალეანტი (VALEANT Pharmaceuticals International Inc. (JELFA))
მწარმოებელი ქვეყანა: პოლონეთი
გამოშვების ფორმა: 0,1% 15გ კრემი ტუბი №1; 0,1% 15გ მალამო ტუბი №1; 0.1% 20მლ გარეგანი გამოყენების ხსნარი პოლიპროპილენის ფლაკონი №1
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
ინსტრუქცია

ათქ კლასიფიკაციის კოდი
D07AB02
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
კრემი 0.1%: ტუბში 15 გ.
1 გ
ჰიდროკორტიზონის-17 ბუტირატი . . . . . . . . .1 მგ

დამხმარე ნივთიერებები: ცეტოსტეარული სპირტი, ცეტომაცროგოლი, თხევადი პარაფინი, თეთრი ვაზელინი, მეთილჰიდროქსიბენზოატი, ლიმონმჟავა, წყალი.

მალამო 0.1%: ტუბში 15 გ.
1 გ
ჰიდროკორტიზონის-17 ბუტირატი . . . . . . . . .1 მგ

დამხმარე ნივთიერება: თეთრი ვაზელინი.

ხსნარი გარეგანი გამოყენებისათვის 0.1%: პოლიპროპილენის ფლაკონში 20 მლ.
1 მლ
ჰიდროკორტიზონის-17 ბუტირატი . . . . . . . . .1 მგ

დამხმარე ნივთიერებები: გლიცერინი, პოლივინილპიროლიდონი, ლიმონმჟავა, ნატრიუმის ციტრატი, იზოპროპილის სპირტი, გასუფთავებული წყალი.

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
გლუკოკორტიკოიდული საშუალება გარეგანი გამოყენებისათვის.

ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატს გააჩნია ძლიერი, ადგილობრივი ანთების, ალერგიის, ქავილისა და ექსუდაციის საწინააღმდეგო მოქმედება.

ჩვენებები
– კანის ალერგიული, სებორეული და კონტაქტური ანთებები;
– ეგზემა (კონტაქტური, ბავშვების, ქრონიკული);
– ფსორიაზი;
– წითელი მგლურა;
– დერმატომიოზიტი;
– ძლიერი ქავილით მიმდინარე კანის დაავადებები;
– ფოტოდერმატოზები.

დოზების რეჟიმი
პრეპარატი გამოიყენება ადგილობრივად. გამოყენების სიხშირესა და წესს ნიშნავს ექიმი.
კრემი და მალამო დაიტანება დაზიანებულ უბანზე დღეში 1-3-ჯერ დღეღამეში.
ხსნარის მცირე რაოდენობა დაიტანება კანის დაზიანებულ მონაკვეთებზე. მკურნალობის დასაწყისში პრეპარატით სარგებლობენ არაუმეტეს 2-4-ჯერ დღეღამეში, დადებითი დინამიკის არსებობისას – 1-2-ჯერ დღეღამეში. ხსნარის გამოყენება ოკლუზიური სახვევის ქვეშ არ შეიძლება.
პრეპარატის გამოყენება 2 კვირაზე მეტ ხანს არ არის რეკომენდებული. თუკი აუცილებლობა არ მოითხოვს, დღეღამის განმავლობაში არ გამოიყენოთ ხსნარის 2 გ-ზე მეტი, ხოლო 1 კვირის განმავლობაში – 1 შეფუთვაზე მეტი.
სახის კანზე არ გამოიყენოთ 1 კვირაზე მეტ ხანს.
2 წელზე უფროს ბავშვებში პრეპარატი ძალიან ფრთხილად გამოიყენეთ, მხოლოდ ერთხელ დღეღამეში კანის მცირე მონაკვეთებზე და სახის კანზე არ გამოიყენოთ.

უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ;
კანის ბაქტერიული, ვირუსული და მიკოზური ინფექციები, ახალწარმონაქმნები და კანის კიბოსწინა მდგომარეობები, ვაქცინაციის შემდგომი პერიოდი.

ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატის დანიშვნა ორსული და მეძუძური დედებისათვის რეკომენდებული არ არის. გამონაკლის შემთხვევებში ფრთხილად გამოიყენეთ ხანმოკლედ და კანის შეზღუდულ მონაკვეთებზე. პრეპარატი არ წაისვათ სარძევე ჯირკვლების კანზე.
ორსულობის I ტრიმესტრში არ გამოიყენოთ.

განსაკუთრებული მითითებები
უნდა მოერიდოთ პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენებას. ხანგრძლივად გამოყენების დროს სხეულის დიდ ზედაპირზე, იზრდება გვერდითი მოვლენების გამოვლინების სიხშირე (შეშუპება, ჰიპერტენზია, ჰიპერგლიკემია , იმუნიტეტის დაქვეითება)
პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა გამოიყენოთ ქუთუთოებზე და სახის კანზე.
სიფრთხილით გამოიყენეთ კანის უკვე არსებული ატროფიული მდგომარეობების შემთხვევაში, განსაკუთრებით ხანდაზმულებში. გლუკოკორტიკოსტეროიდით თერაპიის დროს ვაქცინაცია არ ჩაიტაროთ.
არ გამოიყენოთ 2 წლამდე ასაკის ბავშვებში. 2 წელზე უფროს ბავშვებში პრეპარატი ძალიან ფრთხილად გამოიყენეთ, მხოლოდ ერთხელ დღეღამეში. კანის მცირე მონაკვეთებზე და სახის კანზე არ გამოიყენოთ.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
პრეპარატის გადარევა სხვა ადგილობრივად გამოყენებად წამლებთან არ შეიძლება.
გლუკოკორტიკოსტეროიდით თერაპიის დროს ვაქცინაცია არ ჩაიტაროთ.

შენახვის პირობები და ვადა
მალამო და კრემი ინახება არაუმეტეს 5-15°C ტემპერატურაზე, ხსნარი – ინახება 2-8 °C  ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ  ადგილას.
ვარგისიანობის ვადა – 2 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:
პრეპარატი გაიცემა ურეცეპტოდ.