ლიპსოსალი

ლიპსოსალი
დისტრიბუტორი: ფარმაცევტული კომპანია "გეა"
მისამართი: ვაჟა ფშაველა № 6
ტელ: 238 47 66; 237 07 36
ელ-ფოსტა: info@gea.com.ge
ვებ-გვერდი: www.gea.com.ge
გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას, გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს.
სავაჭრო სახელწოდება: ლიპსოსალი
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): 0.1% CHLORHEXIDINE DIGLUCONATE, SALVIA OFFICINALIS
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: პირის ღრუს სავლები
მწარმოებელი: ფარმასი ლაბორატორია (Pharmacy Laboratories S.C.)
მწარმოებელი ქვეყანა: პოლონეთი
გამოშვების ფორმა: მინის ბოთლი, 100მლ და 250მლ
გაცემის რეჟიმი: გაიცემა რეცეპტის გარეშე
ინსტრუქცია

შემადგენლობა:

ქლორჰექსიდინის დიგლუკონატი . . . . . . . 0,1%,
სალბის ექსტრაქტი . . . . . . . . . . . . . . . . . . . .   2%.

დამხმარე ნივთიერებები:
ნატრიუმის საქარინი, გლიცერინი, PEG 40  ჰიდროგენიზებული აბუსალათინის ზეთი, გამოხდილი წყალი, არომა.

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
პირის ღრუს სავლები

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ქლორჰექსიდინი -ერთ-ერთი ყველაზე  ფართო სპექტრის  ანტისეპტიკური საშუალებაა, რომელიც ეფექტურია გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების, ფაკულტატური ანაერობებისა და აერობების მიმართ და ამასთანავე  ხასიათდება ანტიფუნგალური თვისებებითაც (Candida albicans).
სალბის ექსტრაქტი -სალბის ფოთლებს გააჩნიათ მთრიმლავი, ადგილობრივი ანთებისსაწინააღმდეგო, ანტიმიკრობული და ანტიმიკოზური მოქმედება. ასევე ხასიათდება  სისხლდენის შემაჩერებელი და ტკივილგამაყუჩებელი თვისებებით.
ჰიდროგენიზებული აბუსალათინის ზეთი -ხასიათდება სწრაფი ადსორბციით პირის ღრუს ლორწოვანზე, ბაქტერიოციდულ მოქმედებით, აქვეითებს  ტკივილის შეგრძნებას და მოქმედებს როგორც დამცავი საფარი.
ნატრიუმის საქარიდიაძლიერებს  სავლების  ბაქტერიოციდულ მოქმედებას.

ჩვენებები:
-გინგივიტი, პაროდონტიტი, სტომატიტი, აფთები, ალვეოლიტი;
-პირის ღრუს ლორწოვანის პრე- და პოსტოპერაციული დამუშავება ქირურგიულ სტომატოლოგიასა და იმპლანტოლოგიაში;
-კბილის პროთეზის ან ბრეკეტ-სისტემის გამოყენების შედეგად განვითარებული ღრძილის დაზიანება;
– კბილებზე ნადების შემცირება და პირის ღრუს ჰიგიენა;

მიღების წესი და დოზირება:
შეავსეთ ბოთლის ქუდი სითხით ( დაახლოებით 10 მლ),  გამოივლეთ განუზავებელი სითხით დაახლოებით 30 წამის განმავლობაში,  დღეში 2- 3 ჯერ. სავლების გამოყენებიდან 30 წუთის განმავლობაში სასურველი არ არის საკვებისა და სასმელის მიღება. პროდუქტი არ ახდენს მავნე ზეგავლენას ორგანიზმზე, იმ შემთხვევაშიც თუ მოხდება მისი  გადაყლაპვა. გამოიყენება მოზრდილებსა და  ბავშვებში 3 წლიდან.

უკუჩვენებები:
სავლების შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ ინდივიდუალური აუტანლობა.

შენახვის წესი:
პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე.

გამოშვების ფორმა:
100 მლ, 250მლ, ბოთლი