![]() |
დისტრიბუტორი: | ფარმაცევტული კომპანია "გეა" |
მისამართი: | ვაჟა ფშაველა № 6 |
ტელ: | 238 47 66; 237 07 36 |
ელ-ფოსტა: | info@gea.com.ge |
ვებ-გვერდი: | www.gea.com.ge |
სავაჭრო სახელწოდება: | მაქსიბიოტიკი |
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): | COMB. DRUG (Bacitracin zinc,Polymyxin B sulphate,Neomycin sulphate) |
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: | ანტიბაქტერიული საშუალება ადგილობრივი გამოყენებისათვის |
მწარმოებელი: | ემო ფარმი (EMO-Farm Sp. z.o.o) |
მწარმოებელი ქვეყანა: | პოლონეთი |
გამოშვების ფორმა: | (5 მგ+5000 ს.ე + 400 ს.ე) /გ 5 გ მალამო ალუმინის ტუბი №1 |
გაცემის რეჟიმი: | III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე |
შემადგენლობა:
მალამოს 1გ შეიცავს:
ნეომიცინის სულფატი . . . . . . . . . . 5 მგ
პოლიმიქსინ B . . . . . . . . . . . . . . . . 5000 სე
თუთიის ბაციტრაცინი . . . . . . . . . . 400 სე
ფარმაკოლოგიური თვისებები:
მაქსიბიოტიკი 3 პოლიპეპტიდური და ამინოგლიკოზიდების ჯგუფის ანტიბიოტიკების კომბინაციაა.
მაქსიბიოტიკი ხასიათდება ფართო სპექტრის ანტიბაქტერიული მოქმედებით, აქტიურია უმეტესობა გრამ დადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ –staphylococcus spp, streptococcus pneumonia, escherichia coli, salmonella spp, shigella spp, corynobacterium diphtheria, bacillus anthracis, proteus spp, treponema pallidum, haemophilus influenza, neisseria, enterococcus faecalis, enterobacter aerogenes, klebsiella pneumonia, yersinia multocida, borella spp, peltospira interrogans, fusobacterium spp და ა.შ.
მაქსიბიოტიკის ბაქტერიოციდული და ბაქტერიოსტატიკური მოქმედება ხორციელდება ბაქტერიების უჯრედული მემბრანის მოლეკულების დეფოსფორილირებით და ფოსფოლიპიდური რეცეპტორების რეგენერაციის დათრგუნვით.
მაქსიბიოტიკი ბაქტერიის სპეციფიურ ცილა-რეცეპტორთან დაკავშრების შემდეგ არღვევს ბაქტერიის რიბონუკლეინის მჟავის სატრანსპორტო და მატრიცული კომპლექსის წარმოქმნის პროცესს, ასევე ბაქტერიებში ბლოკავს ცილების სინთეზს, აზიანებს მიკრობული უჯრედის ციტოპლაზმურ მემბრანას, (მემბრანა ხდება წყალგამტარი) რასაც თან სდევს ბაქტერიული უჯრედის სიკვდილი.
მაქსიბიოტიკი მაღალეფექტურ ანტიბაქტერიულ მოქმედებას ინარჩუნებს ნეკროზული ქსოვილების, სისხლის და დიდი ბაქტერიული ინოკულატის (ჩირქოვანი პროცესების) არსებობის დროსაც.
მაქსიბიოტიკის აქტიური კომპონენტების მიმართ რეზისტენტობა ვითარდება ძალზედ იშვიათად!
მალამო განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისათვის.
ჩვენება:
გამოყენების წესი და დოზირება:
გამოიყენება მხოლოდ ადგილობრივად კანზე წასასწმელად.
მაქსიბიოტიკის წასმამდე უნდა მოხდეს კანის ზედაპირის გასუფთავება. მალამო კანზე დაიტანება დღეში 2-5-ჯერ. მალამოს წასმის შემდეგ შესაძლებელია კანის ზედაპირის ღიად დატოვება ან საფენით შეხვევა.
გამოყენების მაქსიმალური ხანგრძლივობა – 7 დღე.
უკუჩვენება:
გვერდითი ეფექტები:
მაქსიბიოტიკის ფონზე ძალზედ იშვიათად შეიძლება განვითარდეს შემდეგი გვერდითი ეფექტები: ქავილი, გამონაყარი, სიწითლე, შეშუპება და კანის გაღიზიანების სხვა სიმპტომები.
ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში მაქსიბიოტიკის გამოყენება არ არის შესწავლილი.
შენახვის წესი:
ინახება არა უმეტეს 30°C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა:
4 წელი
აფთიაქიდან გაცემის წესი:
პრეპარატი გაიცემა რეცეპტის გარეშე