მომედერმი

მომედერმი
დისტრიბუტორი: ფარმაცევტული კომპანია "გეა"
მისამართი: ვაჟა ფშაველა № 6
ტელ: 238 47 66; 237 07 36
ელ-ფოსტა: info@gea.com.ge
ვებ-გვერდი: www.gea.com.ge
გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას, გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს.
სავაჭრო სახელწოდება: მომედერმი
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): MOMETASONE FUROATE
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გლუკოკორტიკოიდული საშუალება გარეგანი გამოყენებისათვის
მწარმოებელი: ვალეანტი (VALEANT Pharmaceuticals International Inc. (JELFA))
მწარმოებელი ქვეყანა: პოლონეთი
გამოშვების ფორმა: 1მგ/გ 0,1% 15გ გარეგანი გამოყენების მალამო ტუბი №1; 1მგ/გ 15გ და 30მგ კრემი ტუბი №1; 1მგ/გ 0,1% 20მლ გარეგანი გამოყენების ხსნარი პოლიეთ. ფლაკონი №1
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
ინსტრუქცია

ათქ კლასიფიკაციის კოდი
D07AC13

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

კრემი 0.1%: ტუბში 15 გ და 30 გ.
1 გ
მომეტაზონის ფუროატი. . . . . . . . 1 მგ

 

 

დამხმარე ნივთიერებები: ჰექსილენგლიკოლი, პროპილენგლიკოლის მონოპალმიტოსტეარატი, სტეარილის სპირტი, ცეტეარეტი-20, ალუმინის ოკტენილსუქცინატი სახამებლიდან, ტიტანის დიოქსიდი, ფუტკრის თეთრი ცვილი, პარაფინი თეთრი რბილი, ფოსფორის მჟავა, გამოხდილი წყალი.

მალამო 0.1%: ტუბში 15 გ.
1 გ
მომეტაზონის ფუროატი . . . . . . . . . 1 მგ

დამხმარე ნივთიერება: პროპილენგლიკოლი, ცეტოსტეარილის სპირტი, ლანოლინის სპირტი, გლიცერინის მონოსტეარატი 40-55, ვაზელინის ზეთი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, ვაზელინი.

ხსნარი გარეგანი გამოყენებისათვის 0.1%: პოლიპროპილენის ფლაკონში 20 მლ.
1 მლ
მომეტაზონის ფუროატი . . . . . . . . . 1 მგ

დამხმარე ნივთიერებები: იზოპროპილის სპირტი, პროპილენგლიკოლი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, ნატრიუმის დიჰიდროფოსფატის დიჰიდრატი, ფოსფორმჟავა, გამოხდილი წყალი.

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
გლუკოკორტიკოიდული საშუალება გარეგანი გამოყენებისათვის.

ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატი ადგილობრივი გამოყენების კორტიკოსტეროიდების ჯგუფიდან, რომელიც კლასიფიცირდება როგორც ძლიერმოქმედი კორტიკოსტეროიდი. პრეპარატი დაიტანება კანის ზედაპირზე კანის დაავადებებით გამოწვეული სიწითლის და ქავილის შესამცირებლად

ჩვენებები
კრემი: გამოიყენება სიწითლის და ქავილის შესამცირებლად, რაც გამოწვეულია კანის ისეთი დაავადებებით, როგორიცაა ფსორიაზი და დერმატიტი.
მალამო: გამოიყენება ხანმოკლე ადგილობრივი თერაპიისთვის ქავილით მიმდინარე ანთებითი დერმატოზების დროს (მაგ. ფსორიაზი და ატოპიური დერმატიტი), რომლებიც რეაგირებენ გლუკოკორტიკოსტეროიდებით თერაპიაზე.
ხსნარი გარეგანი გამოყენებისათვის: გამოიყენება სიწითლის და ქავილის შესამცირებლად, რომლებიც გამოწვეულია თავის თმიანი ნაწილის დამაზიანებელი კანის ისეთი დაავადებებით, როგორიცაა ფსორიაზი და დერმატიტი.

დოზების რეჟიმი
მომედერმის მალამო, კრემი და ხსნარი გამოიყენება ზუსტად ექიმის დამიშნულების შეასაბამისად. პრეპარატის გამოყენების წინ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

მომედერმის მალამო და კრემი:
მოზრდილები: მალამოს ან კრემის მცირე რაოდენობა დაიტანება კანის დაზიანებულ ნაწილებზე დღეში ერთხელ. მალამო არ გამოიყენება ოკლუზიური ნახვევის ქვეშ (ჰაერგაუმტარი ნახვევი). მკურნალობის ხანგრძლივობა არ აღემატება 2 კვირას (სახის კანზე არ აღემატება 5 დღეს).
ბავშვები: (2 წლის ზემოთ ასაკის) – გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, კანის პატარა მონაკვეთზე, დღეში ერთხელ, მაქსიმუმ 5 დღის განმავლობაში. ბავშვებში გამოიყენება განსაკუთრებული სიფრთხილით და არ შეიძლება მისი გამოყენება სახის კანზე.
მომედერმის კრემის ან მალამოს გამოყენების წინ საგულდაგულოდ დაიბანეთ და გაიშრეთ ხელები. კრემის მცირე რაოდენობა თხელი ფენით დაიტანეთ კანის დაზიანებულ ნაწილზე და უშუალოდ მის გარშემო. ფრთხილად შეიზილეთ.თავი აარიდეთ მომედერმის კრემის ან მალამოს თვალში მოხვედრას.

გამოტოვებული დოზის შემთხვევაში: თუ თქვენ დაგავიწყდათ მალამოს გამოყენება, გამოტოვებული დოზის კომპენსაციის მიზნით არ შეიძლება ისარგებლოთ ორმაგი დოზით.
თუ დაგავიწყდათ კრემის წასმა საჭირო დროს, წაისვით ის გახსენებისთანავე, შემდეგ გააგრძელეთ მკურნალობა დანიშნულებისამებრ.
თუ იყენებდით კრემს ხანგრძლივი დროის განმავლობაში და კანის მდგომარეობა გაუმჯობესდა, თქვენ არ უნდა შეწყვიტოთ მკვეთრად კრემის გამოყენება. წინააღმდეგ შემთხვევაში კანი შეიძლება გაწითლდეს და აღინიშნოს ქავილი და წვა. ამის თავიდან ასარიდებლად, უნდა გაესაუბროთ მკურნალ ექიმს, რომელიც თანდათან შეამცირებს კრემის გამოყენების სიხშირეს მთლიანად შეწყვეტამდე.

მოდერმის ხსნარი:
ბავშვებში და მოზრდილებში: მომედერმის ხსნარის რამდენიმე წვეთი ფრთხილად უნდა შეიზილოთ თავის თმიანი ნაწილის დაზიანებულ არეში დღეში ერთხელ.
მომედერმის ხსნარის გამოყენებისას ყოველთვის დაიცავით მოცემული ინსტრუქცია.
ამ პრეპარატის გამოყენება შეიძლება მხოლოდ თავის თმიან ნაწილზე. ნუ გამოიყენებთ მას სხეულის სხვა ნაწილებზე.
ნუ გამოიყენებთ ლოსიონის ჭარბ რაოდენობას სხეულის დიდ ზედაპირზე ხანგრძლივი დროის მანძილზე (მაგალითად, ყოველ დღე რამდენიმე კვირის ან თვის მანძილზე).
თავი აარიდეთ ლოსიონის თვალში მოხვედრას.
ბავშვები: პრეპარატის გამოყენების ხანგრძლივობა ბავშვებში არ უნდა აღემატებოდეს 5 დღეს.

მომედერმის ლოსიონის საჭიროზე უფრო ხშირად  ან სხეულის დიდ ფართობზე გამოყენების შემთხვევაში, შესაძლოა  სისხლში ზოგიერთი ჰორმონის დონის შეცვლა.
თუ დაგავიწყდათ ლოსიონის წასმა საჭირო დროს, წაისვით ის გახსენებისთანავე. შემდეგ გააგრძელეთ მკურნალობა დანიშნულებისამებრ.
თუ იყენებდით ხსნარს ხანგრძლივი დროის განმავლობაში და თავის თმიან ნაწილზე კანის მდგომარეობა გაუმჯობესდა, მკვეთრად არ უნდა შეწყვიტოთ ლოსიონის გამოყენება. წინააღმდეგ შემთხვევაში კანი თავის თმიან ნაწილზე შეიძლება გაწითლდეს და აღინიშნოს ქავილი და წვა. ამის თავიდან ასარიდებლად, გაესაუბრეთ მკურნალ ექიმს, რომელიც თანდათან შეამცირებს ხსნარის გამოყენების სიხშირეს მის მთლიანად შეწყვეტამდე.

გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო პრეპარატის მსგავსად გამოყენებისას, მომედერმის გამოყენების შემთხვევაშიც შესაძლოა განვითარდეს გვერდითი მოვლენები.
ადგილობრივი დარღვევები კანის მხრივ: წვა, ჩხვლეტის შეგრძნება, ქავილი, აკნე, კანის და კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის ატროფია , სტრიების წარმოქმნა, დეპიგმენტაცია ან კანის ფერის შეცვლა, ჭარბთმიანობა, თმის ფოლიკულის ანთება, გამონაყარი, კანის ანთება პირის გარშემო.
ზოგადი დარღვევები: შეიძლება გაჩნდეს, განსაკუთრებით ბავშვებში. ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის დონის შექცევადი შემცირება, დაღლილობა, სისუსტე, შეშუპება, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, არტერიული წნევის მომატება და ბავშვებში ზრდის შეფერხება.

უკუჩვენებები
– მომატებული მგრძნობელობა მომეტაზონის ფუროატის,  სხვა კორტიკოსტეროიდების, ან პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ;
– კანის ბაქტერიული, ვირუსული (მაგ. ჩუტყვავილა, მარტივი ჰერპესი, შემომსარტყველი ლიქენი) და სოკოვანი (მაგ. საფუარა და დერმატოფიტები) ინფექციები;
– კანის ტუბერკულოზი, სიფილისური დაზიანება;
– მარტივი და ვარდისფერი ფერიმჭამელები;
– პერიორალური დარმატიტი;
– ვაქცინაციის შემდგომი პერიოდი;
– ქავილი ანალურ და სასქესო ორგანოების მიდამოებში ;
– ოკლუზიური ნახვევის ქვეშ, რადგან ამან შეიძლება გააძლიეროს კორტიკოსტეროიდების შთანთქმა კანიდან;
– საფენით გამოწვეული დერმატიტი;
– 2 წლამდე ასაკის ბავშვები.

თუ პრეპარატის მიღებას თან ახლავს კანის გაღიზიანების, ან ალერგიული რეაქციების სიმპტომები (ქავილი, წვა, სიწითლე), დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ მკურნალობა და მომართეთ ექიმს.
მოერიდეთ პრეპარატის კონტაქტს ლორწოვან გარსთან, არ გამოიყენოთ თვალში და მის გარშემო.
სიფრთხილით გამოიყენეთ პრეპარატი კანქვეშა ქსოვილის ატროფიისას, განსაკუთრებით ხანდაზმულ ასაკში.
არ გამოიყენოთ პრეპარატი ექიმის მიერ დანიშნულზე მეტი ხნის განმავლობაში. მკურნალობის მაქსიმალური ხანგრძლივობა შეადგენს 2 კვირას.
თავი აარიდეთ პრეპარატის გამოყენებას სხეულის ზედაპირის დიდ ფართობზე, დაზიანებულ კანზე  დიდი რაოდენობით გამოყენებას. ამ შემთხვევებში მომედერმის გამოყენება შესაძლოა დაკავშირებული იყოს გლუკოკორტიკოსტეროიდების სისტემური არასასურველი ეფექტების განვითარების რისკთან, მათ შორის ჰიპოფიზის, თირკმელზედა ჯირკვლის, ჰიპოთალამუსის ფუნქციების დარღვევასთან (კუშინგის სინდრომის, შარდში შაქრის მაღალი დონის, სისხლში გლუკოზის მაღალი დონის, შეშუპებების, არტერიული ჰიპერტენზიის, იმუნიტეტის დაქვეითების ჩათვლით). განსაკუთრებული სიფრთხილით პრეპარატი უნდა იქნას გამოყენებული ბავშვებში.
კორტიკოსტეროიდულმა მკურნალობამ შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს ბავშვის ზრდასა და განვითარებაზე.
იღლიის ფოსოს და საზარდულის არეში გამოიყენება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.
განსაკუთრებული სიფრთხილით გამოიყენება ფსორიაზით დაავადებულ პაციენტებში, რადგან ფსორიაზის დროს გლუკოკორტიკოსტეროიდების ადგილობრივმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს გავრცელებული პუსტულოზური ფსორიაზი და სისტემური გვერდითი მოვლენები, რაც განპირობებულია კანის დისფუნქციით.

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის პერიოდში მომედერმი გამოიყენება მხოლოდ  ექიმის დანიშნულებით.
მომედერმი არ გამოიყენება ორსულობის პირველ ტრიმესტრში. ლაქტაციის პერიოდში მომედერმით მკურნალობის დროს კონსულტაციისათვის მიმართეთ მკურნალ ექიმს.  ბავშვებისათვის, რომლებიც იმყოფებიან ძუძუთი კვებაზე, დაუშვებელია კანის იმ მონაკვეთთან კონტაქტი, რომელზეც დატანილია პრეპარატი, მკერდის ჩათვლით.

განსაკუთრებული მითითებები
მომედერმის კრემის შემადგენლობაში შედის სტეარილის სპირტი, რომელსაც შეუძლია კანის ადგილობრივი რეაქციების გამოწვევა (მაგალითად, კონტაქტური დერმატიტი).
მომედერმის მალამოს შემადგენლობაში შედის ცეტოსტეარილის სპირტი, რომელსაც შეუძლია კანის ადგილობრივი რეაქციების გამოწვევა (მაგალითად, კონტაქტური დერმატიტი).
პროპილენგლიკოლის შემცველობის გამო, პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება.
სატრანსპორტო საშუალების მართვა და მექანიზმების მომსახურება: მომედერმი არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალების მართვასა და მექანიზმების გამოყენებაზე.

ჭარბი დოზირება
პრეპარატის ხანგრძლივად ან კანის დიდ ზედაპირზე გამოყენებისას, შეიძლება გამოვლინდეს დოზის გადაჭარბების სიმპტომები: შეშუპება, არტერიული ჰიპერტენზია, სისხლში შაქრის დონის მომატება, გლუკოზურია, იმუნიტეტის დაქვეითება, მძიმე შემთხვევებში კუშინგის დაავადება.
ქრონიკული ინტოქსიკაციის შემთხვევაში, ექიმი თანდათან მოგიხსნით, ან დაგინიშნავთ უფრო სუსტ გლუკოკორტიკოსტეროიდს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
პრეპარატის ადგილობრივი გამოყენებისას, სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედების შესახებ ინფორმაცია არ არის ცნობილი.
მომედერმის მალამომ შეიძლება შეცვალოს იმუნომასტიმულირებელი და იმუნოდეპრესიული საშუალებების ეფექტი (გავლენას ახდენს იმუნურ სისტემაზე).
მკურნალობის პერიოდში პაციენტმა არ უნდა ჩაიტაროს ჩუტყვავილას აცრა ან სხვა სახის იმუნიზაცია, რადგან ეს დაკავშირებულია იმუნური პასუხის დაქვეითების რისკთან ადექვატური ანტისხეულების წარმოქმნის ფორმით (აცრა შესაძლოა არ იყოს ეფექტური).

სატრანსპორტო საშუალების მართვა და მექანიზმების მომსახურება: მომედერმი არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალების მართვასა და მექანიზმების გამოყენებაზე.

შენახვის პირობები და ვადა
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:
პრეპარატი გაიცემა ურეცეპტოდ.