ნანომელი

ნანომელი
დისტრიბუტორი: ფარმაცევტული კომპანია "გეა"
მისამართი: ვაჟა ფშაველა № 6
ტელ: 238 47 66; 237 07 36
ელ-ფოსტა: info@gea.com.ge
ვებ-გვერდი: www.gea.com.ge
გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას, გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს.
სავაჭრო სახელწოდება: ნანომელი / Nanomel spray
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): melatonin
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
მწარმოებელი: Euronatural
მწარმოებელი ქვეყანა: იტალია
გამოშვების ფორმა: სპრეი 0,125 მლ
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
ინსტრუქცია

შემადგენლობა : ნანომელის  1 სპრეი ­ 0,125 მლ, შეიცავს  0,5 მგ მელატონინს . ნანოტექნოლოგიური მეთოდი, რომლითაც დამზადებულია ნანომელი , თავიდან გვაცილებს აქტიური ნივთიერების ჰიდროლიზურ ოქსიდაციას , რაც განაპირობებს მელატონინის მაქსიმალურ შეწოვას

მელატონინი წარმოადგენს ეპიფიზის ჰორმონს. აწესრიგებს ცირკადულ რიტმებს , არეგულირებს ძილის და სიფხიზლის ციკლს, ხელს უწყობს ღამის ძილის მოწესრიგებას , აჩქარებს ჩაძინებას , აუმჯობესებს ძილის ხარისხს, ამცირებს ღამის გამოღვიძებების რაოდენობას , აუმჯობესებს გუნება ­განწყობას , დილით გამოღვიძებისას არახასიათებს მოთენთილობა და უგუნებობა . ამცირებს სტრესულ რეაქციებს , ხელს უწყობს ორგანიზმის სწრაფ ადაპტირებას საათობრივი ზონების ცვლილებებზე . გააჩნია გამოხატული ანტიოქსიდანტური თვისებები , არეგულირებს გონადოტროპინების სეკრეციას , აგრეთვე , ადენოჰიპოფიზის ზემოქმედებას  ­ კორტიკოტროპინის, თირეოტროპინის და სომატოტროპინის სეკრეციაზე . არ იწვევს შეჩვევას და დამოკიდებულებას .

ნანომელის სუბლინგვალური სპრეი:

• არეგულირებს ძილ­ღვიძილის ციკლს, სხეულის ტემპერატურას

• ასწორებს ძილის დარღვევებს  (გადაფრენასთან დაკავშირებული სადღეღამისო ბიორიტმის დარღვევა , შეფერხებული ძილის ფაზის სინდრომი, სამუშაოსთან დაკავშირებული ძილის პრობლემები და ძილის ზოგიერთი დარღვევა ბავშვებში )

• აჩქარებს ჩაძინების დროს, აუმჯობესებს საერთო ძილის დროსა და ხარისხს

• წარმოადგენს ნეიროპროტექტორულ ნივთიერებას  (ნეიროდეგენარაციული დარღვევებისას ამცირებს ტვინის ოქსიდაციურ დაზიანებას )

• ამცირებს ბენზოდიაზეპინების  „მოხსნის სინდრომის “ სიმწვავეს • ამცირებს ნეიროლეპტიკების გვერდით მოვლენებს  (გვიანი დისკინეზია, მეტაბოლური სინდრომი, ჰიპერტენზია )

• აქვს ონკოსტატიკური ეფექტი , განსაკუთრებით ესტროგენდამოკიდებულ სიმსივნეებზე • აქვს ანტიოქსიდანტური მოქმედება  (აუვნებელყოფს თავისუფალ რადიკალებს,  ასტიმულირებს ანტიოქსიდანტურ ფერმენტებს , რაც იცავს უჯრედებს ოქსიდაციური დაზიანებისგან )

• არეგულირებს ჰორმონების სეკრეციას ჩვენებები

• სხვადასხვა დაავადებებით ან მდგომარეობებით გამოწვეული უძილობა მიღების წესი • დაძინებამდე  1 საათით ადრე 1­2 შესხურება

• როგორც ადაპტოგენი საათობრივი სარტყლის ცვლისას : ფრენამდე  1 დღით ადრე და შემდეგი  2­5 დღის განმავლობაში  1­2 სპრეის შესხურება დაძინებამდე  1 საათით ადრე