ციტურინი

ციტურინი
დისტრიბუტორი: ფარმაცევტული კომპანია "გეა"
მისამართი: ვაჟა ფშაველა № 6
ტელ: 238 47 66; 237 07 36
ელ-ფოსტა: info@gea.com.ge
ვებ-გვერდი: www.gea.com.ge
გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას, გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს.
სავაჭრო სახელწოდება: ციტურინი
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
მწარმოებელი: PJ Pharma
მწარმოებელი ქვეყანა: იტალია
გამოშვების ფორმა: საშეტი № 20
გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)
ინსტრუქცია

1 საშეტი შეიცავს: 

კალიუმის ციტრატი (Potassium Citrate) -2809 მგ, (რაც შეესაბამება კალიუმს – 1008.4მგ)

ფილანტუს ნურირი (Phyllantus niruri ) – 300 მგ,  ტანინების შემცველობით  – 45მგ

 

კალიუმის ციტრატი:

• კალიუმის ციტრატის მიღებისას, შარდში ციტრატის დონის გაზრდის შედეგად  ხდება შარდის pH-ის გადანაცვლება-მჟავიდან ნეიტრალურ და ტუტე მაჩვენებლამდე

• კალიუმის ციტრატი იკავშირებს კალციუმის იონებს და აქვეითებს შარდში აქტიური კალციუმის დონეს

• კალიუმის ციტრატის კომპლექსური ზემოქმედება შარდის ფიზიკო-ქიმიურ თვისებებზე იწვევს მარილების ხსნადობის გაზრდას, რასაც მოსდევს   უკვე არსებული კენჭების დაშლა, და ახალი კენჭების წარმოქმნის პრევენცია

 

ფილანტუს ნურირი / Phyllantus niruri

• ფილანტუს ნურირი –  ფართოდ გავრცელებული ტროპიკული მცენარეა. ცნობილია სხვადასხვა სახელით, მათ შორის ,,stonebreaker” (კენჭების დამშლელი)

• ფილანტუსი  აინჰიბირებს შარდში კრისტალების ზრდასა და აგრეგაციას, რაც ხელს უშლის კენჭების ფორმირებას

• აგლუვებს არსებული კენჭების ზედაპირს

• აქვეითებს შარდის კრისტალიზაციის პრომოტორების ექსკრეციას

• ხსნის საშარდე გზების სპაზმს, რაც ხელს უწყობს კონკრემენტების ელიმინაციას,  მათ შორის ლითოტრიფსიის შემდგომ

• აქვს გამოხატული ანთების საწინააღმდეგო ეფექტი

 

ჩვენება:

• ნეფროუროლითიაზი: ფოსფატური, ურატული, ცისტინური, ოქსალატური

• რეკურენტული ნეფროუროლითიაზი

• რენალური ტუბულარული აციდოზი

• პოდაგრული დიათეზი

გამოყენების წესი:

1 საშეტი დღეში, ჭამის შემდეგ

საშეტის შიგთავსი გახსენით 1 ჭიქა წყალში

 

გამოშვების ფორმა: საშეტი № 20