ჯინჯერინი

ჯინჯერინი
დისტრიბუტორი: ფარმაცევტული კომპანია "გეა"
მისამართი: ვაჟა ფშაველა № 6
ტელ: 238 47 66; 237 07 36
ელ-ფოსტა: info@gea.com.ge
ვებ-გვერდი: www.gea.com.ge
გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას, გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს.
სავაჭრო სახელწოდება: ჯინჯერინი
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): COMB. DRUG
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
მწარმოებელი: ფარმასი ლაბორატორია (Pharmacy Laboratories S.C.)
მწარმოებელი ქვეყანა: პოლონეთი
გამოშვების ფორმა: ტაბლეტი №30
გაცემის რეჟიმი: გაიცემა რეცეპტის გარეშე
ინსტრუქცია

 

შემადგენლობა      

კოჭას ფესვების ექსტრაქტი-75 მგ (375 მგ მშრალი ფხვნილი)

ვიტამინ B6 – 5 მგ.

ფარმაკოლოგიური  თვისებები

ჯინჯერინში შემავალი კოჭას ექსტრაქტის (Zingiber officinale) ფარმაკოლოგიური მოქმედება განპირობებულია H1 ჰისტამინური, M ქოლინორეცეპტორების და კუჭ-ნაწლავის ტრაქტში არსებული 5-HT-3 სეროტონინული რეცეპტორების და ასევე დოფამინური D-2 რეცეპტორების ბლოკირებით შესაბამისად კოჭას ექსტრაქტს გააჩნია პროკინეტიკური, ანტი-ქოლინერგული, ანტი-ნეიროკინეტიკური და ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება:

ჯინჯერინის ანთების გამომწვევ მედიატორებზე ორმაგი ზემოქმედების და კუჭის ლორწოვანზე ციტოპროტექტორული მოქმედების გამო, გააჩნია მკვეთრად გამოხატული ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება, კუჭ-ნაწლავის ლორწოვანის გაღიზიანების გარეშე.

ჯინჯერინში შემავალი ვიტამინ B6 (Pyridoxine) წარმოადგენს ლიპიდების, ნახშირწყლების და ამინომჟავების

მეტაბოლიზმის კოფაქტორს. მონაწილეობას ღებულობს: ჰორმონალური აქტივობის კონტროლში, ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, ხსნის გულისრევის შეგრძნებას, ამცირებს დაღლილობას და იცავს ორგანიზმს გამოფიტვისაგან

ჩვენებები

  • ნებისმიერი გენეზის გულისრევა და ღებინება (მოგზაურთა, ვირუსული, ინფექციური, ტოქსიური, ქიმიოთერაპიის შემდგომი)
  • ზღვისა და ჰაერის დაავადება
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციური დარღვევები
  • საყლაპავის რეფლუქსი
  • არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების აუტანლობა

ჯინჯერინის დოზირება  და  მიღების  წესი

1 ტაბლეტი ჯინჯერინი შეიცავს 75 მგ კოჭას ექსტრაქტს, რაც უტოლდება 375 მგ კოჭას მშრალ ფხვნილს.

 

მოზრდილებში:

მგზავრობის წინ ერთი საათით ადრე 1 ან 2 ტაბლეტი.

დისპეპსიური სიმპტომების მოსახსნელად ჯინჯერინის 1ან 2 ტაბლეტი ჭამის წინ 15 წთ-ით ადრე 3-ჯერ დღეში, სადღეღამისო დოზა  3-6  ტაბლეტი

ბავშვებში:

მგზავრობის წინ ერთი საათით ადრე ასაკის შესაბამისად:

ასაკი ტაბლეტი ჯერადობა დღე-ღამეში
2-3 წლამდე 1/4 3
4-6 წლამდე 1/3 3
7-12 წლამდე 1/2 3

 

გაფრთხილება

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ  დოზას!

უკუჩვენება

ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.