![]() |
დისტრიბუტორი: | ფარმაცევტული კომპანია "გეა" |
მისამართი: | ვაჟა ფშაველა № 6 |
ტელ: | 238 47 66; 237 07 36 |
ელ-ფოსტა: | info@gea.com.ge |
ვებ-გვერდი: | www.gea.com.ge |
სავაჭრო სახელწოდება: | D3 Vita + |
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): | D3 ვიტამინი 2000 IU |
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: | ბიოლოგიურად აქტიური დანამატი |
მწარმოებელი: | BIOFARM |
მწარმოებელი ქვეყანა: | პოლონეთი |
გამოშვების ფორმა: | პროლონგირებული გამოყოფის ტაბლეტები |
გაცემის რეჟიმი: | გაიცემა რეცეპტის გარეშე |
D3 Vita + პოლონური კომპანია ბიოფარმის მიერ გერმანულ კომპანია „ფიზიოლუშენ“-თან ერთად შექმნილ D ვიტამინის პროლონგირებული მოქმედების MR (modified releasing) ტაბლეტებია. პროდუქტზე ჩატარებულმა კვლევამ უჩვენა, რომ ახალი ტექნოლოგიით შექმნილი ტაბლეტები ეფექტურადაა დაცული სიმულირებული ჰიდროლიზისგან. ასევე აღსანიშნავია, რომ D3 Vita +-ის ტაბლეტები დაცულია გასტრო-ინტესტინალური ტრაქტის როგორც მექანიკური, ისე ქიმიური ზემოქმედებისაგან. შესაბამისად, აქტიური ნივთიერება თანდათანობით, საფეხურეობრივად გამოიყოფა ორგანიზმში 24 საათის განმავლობაში.
D3 Vita + -სგან განსხვავებით, D ვიტამინის ჩვეულებრივი პრეპარატების კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მოხვედრიდან 30 წუთის შემდეგ აქტიური ნივთიერების 50%-ი განიცდის დეგრადაციას. D3 Vita + MR (modified releasing) ტაბლეტები კი უზრუნველყოფენ აქტიური ნივთიერების საფეხურებრივ გამოყოფას და, შესაბამისად, მათი კონცენტრაციის გრადუალურ მატებას.
ვიტამინი D-ს როლი ორგანიზმში:
ვიტამინი D-ს გამოყენების ჩვენებები და ვიტ. D-ს დეფიციტის რისკის ჯგუფის პაციენტები:
მიღების წესი და დოზირება: D3 Vita + ტაბლეტების მიღება რეკომენდებულია საკვების მიღებამდე, დღეში ერთხელ ან ექიმის რეკომენდაციის მიხედვით( სხვადასხვა მდგომარეობიდან გამომდინარე) 40-60 სე /კგ წონაზე დღეში.
ენდოკრინოლოგთა საზოგადოების კლინიკურ პრაქტიკული გაიდლაინის მიხედვით, მოზრდილებში, მათ შორის ორსულებში და მეძუძურებში, ვიტამინი D3- ს მაქსიმალური უსაფრთხო დოზა შეადგენს 10 000 სე (Evaluation, Treatment and Prevention of Vitamin D Deficiency: an Endocrine Society Clinical Practice Guideline. J Clin Endocrinol Metab 96:1911-1930,2011).