ნალოქსონი ჰიდროქლორიდი WZF

ნალოქსონი ჰიდროქლორიდი WZF
დისტრიბუტორი: ფარმაცევტული კომპანია "გეა"
მისამართი: ვაჟა ფშაველა № 6
ტელ: 238 47 66; 237 07 36
ელ-ფოსტა: info@gea.com.ge
ვებ-გვერდი: www.gea.com.ge
გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას, გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს.
სავაჭრო სახელწოდება: ნალოქსონი ჰიდროქლორიდი WZF
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): NALOXONE HYDROCHLORIDE
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ყველა სხვა სამკურნალო საშუალებები, ანტიდოტები
მწარმოებელი: პოლფა ვარშავა (Polfa Warszawa S.A)
მწარმოებელი ქვეყანა: პოლონეთი
გამოშვების ფორმა: 0,4მგ/მლ 1მლ ი.ვ., ი.მ. და კანქვეშ შესაყვანი საინექციო ხსნარი ამპულა №10
გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
ინსტრუქცია

ათქ კლასიფიკაციის კოდი
V03AB15

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
საინექციო ხსნარი: ამპულაში, შეფუთვაში 10 ც.
1 მლ
ნალოქსონი . . . . . . . . . . . . . . . 0.4 მგ
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდი, ქლორწყალბადმჟავა, საინექციო წყალი.

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ოპიოიდური რეცეპტორების ანტაგონისტი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ნალოქსონი ავლენს ძლიერ მსგავსებას ოპიოიდურ რეცეპტორებთან, გამოდევნის ნარკოტიკულ საშუალებებს და ამავდროულად ახდენს ამ ნივთიერებათა ჭარბი დოზის სიმპტომების ლიკვიდირებას.
კერძოდ, ნალოქსონი თრგუნავს მორფინის, ჰეროინის, კოდეინის, დიჰიდროკოდეინის, პეტიდინის, მეთადონის, პენტაზოცინის, ფენტანილის, აპომორფინისა და კლონიდინის მოქმედებას.
ვენაში შეყვანისას ეფექტი მიიღწევა 30-120 წამში, ხოლო მისი მოქმედება 20-45 წუთის განმავლობაში შენარჩუნდება.
კუნთში ან კანქვეშ შეყვანისას მოქმედება იწყება 2-3 წუთში და გრძელდება 150-180 წუთის განმავლობაში.

ჩვენებები
– სასწრაფო დახმარება მოწამვლის, ასევე ოპიოიდური საშუალების სრული და ჭარბი დოზის მიღებისას;
– ოპიოიდური საშუალებებით მოწამვლის დიფერენციული დიაგნოზი;
– მორფინის მსგავსი ოპიოიდური საშუალებების ზურგის ტვინში (სუბარაქნოიდული ან ეპიდურალური) შეყვანის შემდეგ არასასურველი სიმპტომების ლიკვიდირება;
– ზოგადი ანესთეზიის დროს გამოყენებადი ოპიოიდური ნაერთების მოქმედების დათრგუნვა, თუ ამას განსაკუთრებული გარემოებები მოითხოვს (მაგ., ოპერაციის დროის გაუთვალისწინებელი მათი მოქმედების შემცირება);
– სუნთქვის დეპრესიის პრევენცია ახალშობილებში, განვითარებული მშობიარესათვის ოპიოიდური საშუალების შეყვანის გამო.

დოზირების რეჟიმი
ნალოქსონის დოზა და შეყვანის მეთოდი დამოკიდებულია ავადმყოფის მდგომარეობაზე, ასევე მოწამვლის გამომწვევი ოპიოიდური საშუალების სახეობასა და რაოდენობაზე.
ოპიოიდური საშუალებებით მოწამვლა
მოზრდილები: საწყისი დოზა ჩვეულებრივ შეადგენს 0.4 მგ ვენაში, კუნთში ან კანქვეშ (სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობებში რეკომენდებულია ვენაში შეყვანა). საჭიროების შემთხვევაში დოზის გამეორება შეიძლება ყოველ 3-5 წუთში გონზე მოსვლისა და თანაბარი სუთქვის აღდგენის მომენტამდე. თუ 10 მგ პრეპარატის შეყვანის შემდეგ არ ხდება თუნდაც დროებით სუნთქვის გაუმჯობესება და გონზე მოსვლა, ოპიოიდური საშუალებებით ჭარბი დოზის დიაგნოზი ძალიან საეჭვოა.
ვენაში ინექციის შემთხვევაში პრეპარატის შეყვანა უნდა მოხდეს ძალიან ნელა (2-3 წუთის განმავლობაში).
ბავშვები: საწყისი დოზა შეადგენს 0.005-0.01 მგ სხ. წ. საჭიროების შემთხვევაში შეიძლება ინექციების გამეორება.
ოპიოიდური საშუალებებით გამოწვეული ანესთეზიიდან გამოყვანა
მოზრდილები: ვენაში შეჰყავთ 0.1-0.2 მგ (1.5-3.0 მკგ კგ/წონაზე).
ბავშვები: ვენაში შეჰყავთ 0.005-0.01 მგ სხ. წ. კგ-ზე.
საჭიროების შემთხვევაში 0.1 მგ დოზის გამეორება შეიძლება ყოველ 2 წუთში მანამ, სანამ ავადმყოფი არ დაიწყებს დამოუკიდებლად სუნთქვას და გამოფხიზლდება. საფუძვლიან შემთხვევებში, ნახევარდაშლის ხანგრძლივი პერიოდის მქონე ოპიოიდური საშუალებებით მოწამვლისას ნალოქსონის ეფექტის შესანარჩუნებლად მისი შეყვანა უნდა მოხდეს კუნთში.
ახალშობილები: აპნოეს შემთხვევაში, პრეპარატის შეყვანამდე აუცილებელია დარწმუნდეთ იმაში, რომ სუნთქვის ორგანოების გამტარობა დაცულია.
ახალშობილებში სუნთქვის დეპრესიისას (გამოწვეულის მშობიარობის დროს საანესთეზიოდ დედისათვის ნარკოტიკული ანალგეზიური საშუალებების შეყვანით) შეჰყავთ 0.01 მგ ნალოქსონი კგ/წონაზე კუნთში, კანქვეშ ან ვენაში. საჭიროების შემთხვევაში შეიძლება დოზის გამეორება.
დაბადების შემდეგ ბავშვისათვის ასევე შეიძლება კუნთში პროფილაქტიკისათვის 200 მკგ ნალოქსონის შეყვანა (60 მკგ სხ. წ. კგ-ზე).

გვერდითი მოვლენები
ზოგჯერ შეიძლება გამოვლინდეს: ღებინება, გულისრევა, ჭარბი ოფლიანობა, ტაქიკარდია, სისხლის არტერიული წნევის მომატება, ფსიქომოტორული აგზნებულობა, კუნთების კანკალი, კრუნჩხვები და გულის გაჩერებაც კი. ეს ეფექტები ყველაზე ხშირად მწვავე აბსტინენციის სინდომის სიმპტომებია, ასევე წარმოადგენენ მორფინის წარმოებულების ზემოქმედების ძალიან სწრაფი ანტაგონიზირების შედეგს.

უკუჩვენებები
პრეპარატი უკუნაჩვენებია მის მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს.

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობისა და ლაქტაციის დროს ნალოქსონის გამოყენება მხოლოდ აბსოლუტური აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება.

განსაკუთრებული მითითებები
ნალოქსონის მოქმედების ხანგრძლივობა უფრო მოკლეა, ვიდრე ოპიოიდური საშუალებების, ამიტომ შესაძლებელია სუნთქვის დეპრესიის რეციდივი.
ოპიოიდურ საშუალებებზე დამოკიდებულ ადამიანებში ნალოქსონის გამოყენება უნდა მოხდეს ძალიან ფრთხილად აბსტინენციის შესაძლო განვითარების გამო
პრეპარატის ზეგავლენა ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვის, მექანიკური მოწყობილობების მომსახურების უნარზე, ასევე ფსიქოფიზიკურ შრომისუნარიანობაზე: ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიკური მოწყობილობების მომსახურება აკრძალულია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ნალოქსონი ახდენს პენტაზოცინის მსგავსი ძლიერი მოქმედების მქონე აგონისტურ-ანტაგონისტური ნარკოტიკული და ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების ანალგეზიური მოქმედების ლიკვიდირებას. პრეპარატი ამცირებს ან თრგუნავს ბუპრენორფინისა და ტრამადოლის ანალგეზიურ ეფექტს.
ავადმყოფისათვის კლონიდინის ჭარბი დოზის შემდეგ შეყვანილი ნალოქსინი იწვევს არტერიული წნევის მნიშვნელოვნად მომატებას.

ჭარბი დოზირება
აღწერილია შემთხვევები, როდესაც ოპიოიდური საშუალებების 5 გ-მდე დოზებმაც კი არ გამოიწვიეს ჭარბი დოზის სიმპტომები. თუმცა ძალიან დიდი დოზის შეყვანისას აღინიშნა ღებინება, გულისრევა, კანკალი და ჰიპერვენტილაცია. შესაძლო ოპიოიდური სიმპტომები საჭიროებენ კონსერვატიულ მკურნალობას (საჭიროების შემთხვევაში ინტენსიური თერაპიის პირობებში).

შენახვის პირობები და ვადა
პრეპარატი ინახება 15-25°C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა – 4 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:
პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.