ოდესტონი

ოდესტონი
დისტრიბუტორი: ფარმაცევტული კომპანია "გეა"
მისამართი: ვაჟა ფშაველა № 6
ტელ: 238 47 66; 237 07 36
ელ-ფოსტა: info@gea.com.ge
ვებ-გვერდი: www.gea.com.ge
გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას, გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს.
სავაჭრო სახელწოდება: ოდესტონი
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): HYMECROMONE
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ღვიძლისა და სანაღვლე გზების დაავადების სამკურნალო საშუალებები
მწარმოებელი: ადამედი (ADAMED Consumer Healthcare S.A ( Polfa Pabianice))
მწარმოებელი ქვეყანა: პოლონეთი
გამოშვების ფორმა: 200მგ ტაბლეტი ბლისტერზე № 50
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
ინსტრუქცია

ათქ კლასიფიკაციის კოდი
A05AX02

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
ტაბლეტები: შეფუთვაში 50 ც.
1 ტაბ.
ჰიმეკრომონი. . . . . . .200 მგ

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ღვიძლისა და სანაღვლე გზების დაავადების სამკურნალო საშუალებები

ფარმაკოლოგიური თვისებები
ოდესტონი წარმოადგენს ნაღვლმდენ საშუალებას. იგი ოდის სფინქტერზე ავლენს სელექტიურ სპაზმოლიზურ მოქმედებას, რაც ხელს უწყობს ნაღვლის შეგუბების სიმპტომების კუპირებას.

ფარმაკოკინეტიკა
ჰიმეკრომონი ადვილად შეიწოვება საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან და მისი მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის შრატში მიიღწევა 2-3 სთ-ის შემდეგ. ნახევრადგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 1 სთ-ს. ჰიმეკრომონი გამოიყოფა შარდთან ერთად.

ჩვენებები
ვირუსული ჰეპატიტით, ქრონიკული ალკოჰოლიზმით და სხვა ქიმიური ნაერთებით მოწამვლის შედეგად გამოწვეული ღვიძლის უჯრედების ფუნქციური უკმარისობა.
სიმპტომური მკურნალობა: სანაღვლე გზების სპაზმის, დისკინეზიების, დისპეპსიური დარღვევების, ქრონიკული ქოლეცისტიტის და ქოლანგიტის დროს.
პრეპარატი ხელს უწყობს მადის გაძლიერებას და მდგომარეობის გაუმჯობესებას ღებინებისა და ყაბზობის დროს, რომელიც გამოწვეულია ნაღვლის სეკრეციის დაქვეითებით.
ოდესტონი გამოიყენება გაურთულებელი ქოლელითიაზის, აგრეთვე როგორც ნაღვლის სეკრეციის მარეგულირებელი საშუალება ნაღვლის ბუშტსა და სანაღვლე გზებზე ოპერაციის შემდგომ პერიოდში.

დოზირების რეჟიმი
პრეპარატი ჩვეულებრივ ინიშნება ჭამამდე 30 წთ-ით ადრე 1-2 ტაბლეტის ოდენობით (200-400 მგ) 3-ჯერ დღეში, საშუალოდ 15-20 დღის განმავლობაში. აუცილებლობის შემთხვევაში პრეპარატის მიღება შესაძლებელია 4 ტაბლეტის ოდენობით (800 მგ) 3-ჯერ დღეში.
ბავშვებში: 200 მგ/10 კგ წონაზე სადღეღამისო დოზა შეადგენს 200-600 მგ და ნაწილდება 1-3 მიღებაზე.

გვერდითი მოვლენები
პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენებისას შესაძლებელია დიარეა, რომელიც დაკავშირებულია ნაღვლის სეკრეციის მომატებასთან.

უკუჩვენებები
ობტურაციული სიყვითლე, ღვიძლის და თირკმლის მძიმე უკმარისობა, კრონის დაავადება, წყლულოვანი კოლიტი.

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის უსაფრთხოებაზე მონაცემები არ მოიპოვება.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
მორფინი ასუსტებს ჰიმეკრომონის მოქმედებას. ჰიმეკრომონისა და მეტოკლოპრამიდის ერთდროული მიღება ასუსტებს ორივე პრეპარატის მოქმედებას.

შენახვის პირობები და ვადა
პრეპარატი ინახება მშრალ, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:
პრეპარატი გაიცემა ურეცეპტოდ.