ოტინუმი

ოტინუმი
დისტრიბუტორი: ფარმაცევტული კომპანია "გეა"
მისამართი: ვაჟა ფშაველა № 6
ტელ: 238 47 66; 237 07 36
ელ-ფოსტა: info@gea.com.ge
ვებ-გვერდი: www.gea.com.ge
გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას, გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს.
სავაჭრო სახელწოდება: ოტინუმი
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): CHOLINE SALICYLATE
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალება
მწარმოებელი: აი სი ენ პოლფა (ICN POLFA RZESZOW S.A)
მწარმოებელი ქვეყანა: უნგრეთი
გამოშვების ფორმა: 0.2გ/გ 10გ ყურის წვეთები პოლიეთილენის ფლაკონი №1
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
ინსტრუქცია

ათქ კლასიფიკაციის კოდი
S02DA

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
ყურის წვეთები 20%: ფლაკონში 10მლ
1მლ.
ქოლინის სალიცილატი. . . . . . . . . . . . . 200მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები
ადგილობრივი ანთების და ტკივილსაწინააღმდეგო მოქმედების საშუალება. სალიცილის მჟავის ორგანული წარმოებულის – ქოლინის სალიცილატის ანთების საწინააღმდეგო მოქმედება განპირობებულია ციკლოოქსიგენაზას აქტივობის დათრგუნვით  (ციკლოოქსიგენაზა – ფერმენტი, რომელიც მონაწილეობს უჯერი ცხიმოვანი მჟავებიდან ანთების მედიატორების – ენდოგენური პროსტაგლანდინების, თრომბოქსანების და პროსტაციკლინების სინთეზში).

ჩვენებები
მწვავე ანთება:
– გარეთა ყურის
– დაფის აპკის
– შუა ყურის
გარეთა სასმენი მილის გამორეცხვამდე და გამორეცხვის შემდეგ.

დოზირების რეჟიმი
გარეთა სასმენ მილში 3-4 წვეთი 3-4 – ჯერ დღეში.

გვერდითი მოვლენები
თერაპიულ დოზებში პრეპარატის ადგილობრივი გამოყენება სისტემურ გვერდით მოვლენებს არ იწვევს.

უკუჩვენებები
სალიცილატებისადმი ზემგრძნობელობა, ჩირქოვანი ოტიტი.

შენახვის პირობები და ვადა
პრეპარატი ინახება არაუმეტეს 25°C მშრალ და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.