პრეგნარინი

პრეგნარინი
დისტრიბუტორი: ფარმაცევტული კომპანია "გეა"
მისამართი: ვაჟა ფშაველა № 6
ტელ: 238 47 66; 237 07 36
ელ-ფოსტა: info@gea.com.ge
ვებ-გვერდი: www.gea.com.ge
გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას, გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს.
სავაჭრო სახელწოდება: პრეგნარინი
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): COMB. DRUG
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
მწარმოებელი: ფარმასი ლაბორატორია (Pharmacy Laboratories S.C.)
მწარმოებელი ქვეყანა: პოლონეთი
გამოშვების ფორმა: ტაბლეტი №30
გაცემის რეჟიმი: გაიცემა რეცეპტის გარეშე
ინსტრუქცია
შემადგენლობა
კოჭას ფესვების ექსტრაქტი -50 მგ, რაც შეესაბამება 250 მგ მშრალ ფხვნილს
ვიტამინ B6 – 1 მგ. 
 
ფარმაკოლოგიური  თვისებები
პრეგნარინში შემავალი კოჭას ექსტრაქტის (Zingiber officinale) ფარმაკოლოგიური მოქმედება განპირობებულია H1 ჰისტამინური, M ქოლინორეცეპტორების და კუჭ-ნაწლავის ტრაქტში არსებული 5-HT-3 სეროტონინული რეცეპტორების და ასევე დოფამინური D-2 რეცეპტორების ბლოკირებით. შესაბამისად კოჭას ექსტრაქტს გააჩნია პროკინეტიკური, ანტი-ქოლინერგული და ანტი-ნეიროკინეტიკური მოქმედება: 
• ეფექტურად ხსნის ორსულთა  ტოქსიკოზის დროს არსებულ დისპეპსიურ მოვლენებს, გულისრევას და ღებინებას
• ზრდის საყლაპავის ქვედა სფინქტერის ტონუსს
• აჩქარებს კუჭ-ნაწლავის შიგთავსის დაცლას
• ამცირებს გასტროდუოდენალურ რეფლუქსს
• ხსნის ყაბზობას და მეტეორიზმს.
პრეგნარინი არ გადის ჰემატო-ენცეფალურ და პლაცენტალურ ბარიერს, არ ზემოქმედებს 
ნაყოფზე, დედის  ჰიპოფიზზე, შესაბამისად არ იწვევს გვერდით მოვლენებს ექსტრაპირამიდული დარღვევების  სახით.  
პრეგნარინში შემავალი ვიტამინ B6 (Pyridoxine) წარმოადგენს ლიპიდების, ნახშირწყლების 
და ამინომჟავების მეტაბოლიზმის კოფაქტორს. მონაწილეობას ღებულობს:  ჰორმონალური აქტივობის კონტროლში, ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, ხსნის გულისრევის შეგრძნებას, ამცირებს დაღლილობას და იცავს ორგანიზმს გამოფიტვისაგან
 
ჩვენებები
• ორსულთა გულძმარვა, გულისრევა, ღებინება და სხვა დისპეპსიური მოვლენები 
• თავის ტკივილი
• საერთო სისუსტე
• მეტეორიზმი და ყაბზობა     
 
პრეგნარინის დოზირება და მიღების წესი
1 ტაბლეტი პრეგნარინი შეიცავს 50 მგ კოჭას ექსტრაქტს , რაც უტოლდება 250 მგ კოჭას მშრალ ფხვნილს.
პრეგნარინი მიიღება  2-4 ტაბლეტი  (სადღეღამისო დოზა მაქსიმუმ 6 ტაბლეტი) დაყოფილი დოზებით 2-4 მიღებაზე.
ორსულებში დილით გულისრევის შეგრძნებისას რეკომენდებულია პრეგნარინის 2 ტაბლეტის  მიღება მცირე რაოდენობის მოტკბო წყალთან ერთად ლოგინიდან წამოდგომამდე. 
პრეგნარინში არსებული კოჭას და B6 ვიტამინის კომბინაცია და კომპონენტების სადღეღამისო დოზა  მოწოდებულია ევროპული და ეროვნული გაიდლაინით. 
ეროვნული გაიდლაინი იხ. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებ გვერდზე 
 
გაფრთხილება: არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ  დოზას! 
 
უკუჩვენება
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.