რეპროპოლი

რეპროპოლი
დისტრიბუტორი: ფარმაცევტული კომპანია "გეა"
მისამართი: ვაჟა ფშაველა № 6
ტელ: 238 47 66; 237 07 36
ელ-ფოსტა: info@gea.com.ge
ვებ-გვერდი: www.gea.com.ge
გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას, გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს.
სავაჭრო სახელწოდება: რეპროპოლი
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): COMB. DRUG
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
მწარმოებელი: კომპლიტ- ფარმა ევროპა (COMPLETE-PHARMA EUROPE)
მწარმოებელი ქვეყანა: ფინეთი
გამოშვების ფორმა: პაკეტი №30
გაცემის რეჟიმი: გაიცემა რეცეპტის გარეშე
ინსტრუქცია
შემადგენლობა
L-Carnitin-Fumarate ………….. 3500 მგ
Acetyl-L-Carnitine HCl …………. 1000 მგ
Fructoza ………………………….. 2000 მგ
L-Arginin ………………………….. 1500 მგ
Tribulus ……………………………. 1000 მგ
Epimedium …………………………… 50 მგ
Lemon Acid ………………………… 100 მგ
Glutathion ……………………………100 მგ
Coenzim Q10 ………………………… 40 მგ
Vitamin C ……………………………… 80 მგ
Vitamin E ……………………………. 150 მგ
Vitamin B3 ……………………………. 10 მგ
Vitamin B6………………………………. 2 მგ
Vitamin B9 (Folic acid) …………… 0.2 მგ
Vitamin B12 ……………………… 0.002 მგ
Zinc ……………………………………… 40 მგ
Selen …………………………………… 0.2 მგ
 
ფარმაკოლოგიური მოქმდება
REPROPOL – სპერმატოგენეზის გასაუმჯობესებელი ამინომჟავების, ვიტამინების და მიკროელემენტების უნიკალური ნაკრებია. აუმჯობესებს სპერმის ხარისხს და მოძრაობის უნარს, ზრდის მათ რაოდენობას ეაკულატში, აძლიერებს და აუმჯობესებს ენერგიის მეტაბოლიზმს, იცავს სპერმას თავისუფალი რადიკალებით დაზიანებისაგან.
 
შემავალი ნივთიერებები და მათი მოქმედების მექანიზმი
L-Carnitin-Fumarate და Acetyl-L-Carnitine   წამყვან როლს თამაშობენ სპერმის ენერგიის მეტაბოლიზმში. აუნჯობესებენ ორგანიზმში ლიპიდების ცვლას, ზრდიან სპერმატოზოიდების მოძრაობის უნარს და რაოდენობას.
ამინომჟავა L-arginine  წარმოადგენს სპერმატოზოიდებისთვის აუცილებელ სუბსტანციას, აუმჯობესებს სპერმის ხარისხს, ზრდის რაოდენობას და მოძრაობის უნარს, იცავს ოქსიდაციული სტრესისგან. სათესლე ჯირკვლებში არგინინის მეშვეობით წარმოქმნილი პოლიამინი-სპერმინი იცავს სპერმატოზოიდების დნმ-ს დაზიანებისაგან. L-arginine  აუცილებელია პუტრესცინის და სპერმიდინის წარმოსაქმნელად, რომლებიც სპერმას მოძრაობის უნარს ანიჭებენ.
Tribulus-ის შემადგენლობაში არსებული სტეროიდული საპონინები (ფურასტონოლის და სპიროსტანოლის გლიკოზიდები) აუმჯობესებენ სპერმატოზოიდების მოძრაობის და პენეტრაციის უნარს, ზრდიან სპერმატოზოიდების მოცულობას, ბოჭავენ ანტისსპერმულ ანტისხეულებს, ზრდიან მალუთეინიზირებელი ჰორმონის დონის გაზრდას, რაც იწვევს ტესტოსტერონის დონის მატებას.
 Epimedium  მცენარეული აფროდიზიაკია. უმჯობესებს სპერმატოგენეზს, ახდენს ტესტოსტერონის ეფექტების იმიტაციას.
მონოსაქარიდი Fructose  და Citric Acid – ლიმონმჟავა წარმოადგენენ ენერგიის წყაროს სპერმატოზოიდების მოძრაობისთვის.
Glutathion – გლუტათიონი მნიშვნელოვანი ენდოგენური ანტიოქსიდანტია, იცავს სპერმატოზოიდების მემბრანას. გლუტათიონის მიღება დადებითად მოქმედებს სპერმატოზოიდების კინეტიკურ პარამეტრებზე და ხარისხზე.
Coenzim Q10 -ორგანიზმში ასრულებს მეტაბოლურ და ანტიოქსიდაციურ ფუნქციას: ხელს უწყობს ენერგიის წარმოქმნას და იცავს სპერმას ოქსიდაციური სტრესისგან. აუმჯობესებს სპერმის პარამეტრებს: სპერმატოზოიდების მორფოლოგიას, რაოდენობას, კინეტიკურ მახასიათებლებს, განსაკუთრებით ასთენოზოოსპერმიის დროს.
Vitamin C და Vitamin E – მნიშვნელოვანი ანტიოქსიდანტებია, იცავენ სპერმატოზოიდებს ოქსიდაციური სტრესისგან. ამცირებენ სპერმის აგლუტინაციას. ვიტამინ C აუმჯობესებს სპერმატოზოიდების მოძრაობის უნარს, ზრდის სპერმის მოცულობას და რაოდენობას.
Vitamin B3, B6, B9 (Folic acid), B12
B ჯგუფის ვიტამინები იცავს სპერმას ოქსიდაციული სტრესისგან. B6 მნიშვნელოვან როლს ასრულებს მამაკაცის ჰორმონების ჩამოყალიბებაში. 
B9 (ფოლის მჟავა) და B12 აუცილებელი ვიტამინებია დნმ და რნმ-ის ნორმალური სინთეზისთვის.
Zinc  – მნიშვნელოვან როლს თამაშობს სათესლე ჯირკვლების ფუნქციონირებაში. თუთია პირდაპირ გავლენას ახდენს სპერმატოგენეზზე, სპერმის ხარისხზე, რაოდენობაზე, მოძრაობის და განაყოფიერების უნარზე.
Selen – ერთ-ერთი აუცილებელი ანტიოქსიდაციური ელემენტია, დეპონირდება სათესლე ჯირკვლებში. სელენი ზეგავლენას ახდენს სპერმატოგენეზზე, სპერმის ხარისხზე, რაოდენობაზე და მოძრაობის უნარზე.
 
ჩვენებები
მამაკაცის სხვადასხვა ეტიოლოგიის უნაყოფობა:
• ოქსიდაციური სტრესი
• ოლიგოზოოსპერმია
• ასთენოზოოსპერმია
• ტერატოზოოსპერმია
• სპერმაში ანტისპერმული ანტისხეულების არსებობა
 
მიღების წესი და დოზირება
პაკეტის შიგთავსი გახსენით 150-200მლ წყალში და მიიღეთ დღეში ერთხელ 3-6 თვის განმავლობაში.
 
უკუჩვენებები
არ გააჩნია.
 
გვერდითი მოვლენები
ინდივიდუალური აუტანლობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.
 
გაფრთხილება
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას!