რეუკოლი

რეუკოლი
დისტრიბუტორი: ფარმაცევტული კომპანია "გეა"
მისამართი: ვაჟა ფშაველა № 6
ტელ: 238 47 66; 237 07 36
ელ-ფოსტა: info@gea.com.ge
ვებ-გვერდი: www.gea.com.ge
გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას, გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს.
სავაჭრო სახელწოდება: რეუკოლი
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): LACTOBACILLUS REUTERI
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
მწარმოებელი: ევრონატურალი OFI (Euronatural OFI)
მწარმოებელი ქვეყანა: იტალია
გამოშვების ფორმა: 10 მლ, წვეთები
გაცემის რეჟიმი: გაიცემა რეცეპტის გარეშე
ინსტრუქცია

შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება:
5 წვეთი შეიცავს 108 ცოცხალ Lactobacillus reuteri -ის ბაქტერიას.

დამხმარე ნივთიერებები:
მზესუმზირის ზეთი, სილიციუმის დიოქსიდი.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

Lactobacillus reuteri  ხსნის მუცლის ტკივილსა და სპაზმს, აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორიკას (ყაბზობა, დიარეა, რეგურგიტაცია), არეგულირებს აირწარმოქმნას, რძემჟავა ფერმენტები ხელსაყრელ პირობებს ქმნიან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის  ნორმალური მიკროფლორის ფორმირებისა და ფიზიოლოგიური წონასწორობის შენარჩუნებაში.

Lactobacillus reuteri  გამძლეა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის PH-სა და ნაღვლის მარილების მოქმედებისადმი.

Lactobacillus reuteri  გრამ-დადებითი, ანაერობული, არასპორაწარმომქმნელი რძემჟავა ბაქტერიების სახეობაა, რომელიც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პათოგენურ და პირობით პათოგენურ გარემოსთან შეხებისას წარმოქმნის 3 სუბსტანციას:

რეუტერინი– ანტიმიკრობული თვისებების მატარებელი კომპონენტი; თრგუნავს სხვადასხვა  გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების ზრდას (მაგ: ეშერიხია, კლოსტრიდია, პროტეუსი, კლებსიელა, შიგელა, სალმონელა, სტაფილოკოკი და ა.შ.);

რეუტერიციკლინი – ხასათდება გამოხატული ბაქტერიციდული მოქმედებით;

რეუტერიცინი – ბაქტერიოცინი, სპეციფიური ცილაა, რომელიც თრგუნავს პათოგენური  ბაქტერიული შტამების სიცოცხლისუნარიანობას.

ჩვენება:

  • ჩვილთა ნაწლავური კოლიკა
  • სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული ნაწლავის ფიზიოლოგიური ფლორის დარღვევა.
  • მუცლის შებერილობა ( მეტეორიზმი)
  • ალერგიული მდგომარეობები (ატოპიური დერმატიტი)

მიღების წესი და დოზირება:
ბავშვები:
სიცოცხლის პირველივე დღეებში 5 წვეთი დღეში 1-ჯერ (კვებისგან დამოუკიდებლად), წვეთები შეიძლება მიეცეს პირდაპირ, ან სითხეში (წყალი/წვენი/რძე) გახსნილ მდგომარეობაში – მაქსიმალური ტემპერატურა 37 °C.
აკრძალულია მიღება ცხელ სითხესთან ერთად!

მოზრდილები:
5 წვეთი დღეში 1-2-ჯერ.
წვეთების მიღებისას რეკომენდებულია ფლაკონის  შენჯღრევა!
წვეთების მიღება შეიძლება ანტიბიოტიკებთან  ერთად.

გვერდითი მოვლენები:
დადგენილი არ არის.

უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ

შენახვის პირობები:
წვეთები ინახება მშრალ, გრილ და სინათლისგან დაცულ ადგილას.
ფლაკონი გახსნის შემდეგ მომდევნო 4 კვირა უნდა ინახებოდეს მაცივარში.
შენახვის ვადა – 24 თვე