სავარიქსი გელი

სავარიქსი გელი
დისტრიბუტორი: ფარმაცევტული კომპანია "გეა"
მისამართი: ვაჟა ფშაველა № 6
ტელ: 238 47 66; 237 07 36
ელ-ფოსტა: info@gea.com.ge
ვებ-გვერდი: www.gea.com.ge
გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას, გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს.
სავაჭრო სახელწოდება: სავარიქსი გელი
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): COMB. DRUG
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ვენების ვარიკოზული დაავადების სამკურნალო საშუალება
მწარმოებელი: გემი (P.P.E.“GEMI”)
მწარმოებელი ქვეყანა: პოლონეთი
გამოშვების ფორმა: გელი: ტუბში 50 გ
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
ინსტრუქცია

ათქ კლასიფიკაციის კოდი
C05BA53

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
გელი: ტუბში  50 გ
100 გ
ცხენისწაბლას ექსტრაქტი (1:1, ეთანოლი 60º) . . . 5.0 გ
ჰეპარინ ნატრიუმი. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .50000 სე
ანესთეზინი. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 1.0 გ

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
პრეპარატი ანტითრომბოლიზური და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით გარეგანი გამოყენებისთვის.

ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატს გააჩნია მაღალი ფარმაკოლოგიური აქტივობა, რომელიც დაკავშირებულია მის შემადგენლობაში შემავალ შემდეგ აქტიურ ნივთიერებებთან:
– ჰეპარინ ნატრიუმის მარილი: გააჩნია ანტიკოაგულანტური, თრომბოლიზური მოქმედება, რომელიც ამცირებს შედედების პლაზმური ფაქტორების აქტივობას, აგრეთვე გააჩნია ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, რომელიც გამოიხატება ჰიალურონიდაზის აქტიურობის დათრგუნვით;
– ცხენისწაბლას ექსტრაქტი (1:1 ეთანოლ 60º): შემადგენლობაში არსებული ტრიტერპენული საპონინების წყალობით, ამჟღავნებს ანთების საწინააღმდეგო, ვენების მატონიზირებელ, შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედებებს, ასტაბილურებს სისხლძარღვთა გამტარიანობას, ამაგრებს კაპილარების კედლებს, ამცირებს ლიმფოსტაზს, ხელს უშლის სტაზის განვითარებას, რითაც აძლიერებს ჰეპარინის მოქმედებას.
– ანესთეზინი: ავლენს ადგილობრივ გამაყუჩებელ მოქმედებას შეშუპების, კანის ანთების (რომელიც დაკავშირებულია ვენების ვარიკოზულ გაგანიერებასთან), კანქვეშა ჰემატომების (სისხლჩაქცევების), ტრავმების დროს.

ჩვენებები
– დამხმარე თერაპია: შეშუპებების მკურნალობა და პროფილაქტიკა (ტრავმული);
– კანქვეშა ჰემატომები;
– ვენური სისხლის მიმოქცევის მოშლა;
– ქვედა კიდურების ვენების ვარიკოზული გაგანიერება;
– თრომბოზი;
– ტკივილი და სიმძიმის შეგრძნება ქვედა კიდურებში.

დოზირების რეჟიმი
კანის დაზიანებულ ადგილებზე გელის თხელი ფენის შეზელვით 3-5-ჯერ დღეღამეში. არ გამოიყენება სახვევის და ელასტიური წინდის ქვეშ.

გვერდითი მოვლენები
შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია (ჭინჭრის ციება, ქავილი, კანის ადგილობრივი ანთება, წვა).

უკუჩვენებები
მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
არ იხმარება ღია ჭრილობებზე, ლორწოვან გარსზე და დასხივებით დაზიანებულ კანზე.

ორსულობა და ლაქტაცია
ფრთხილად უნდა იქნას გამოყენებული პრეპარატი ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს.

განსაკუთრებული მითითებები
ფრთხილად უნდა იქნას გამოყენებული იმ პაციენტებში, რომელთაც გააჩნიათ სისხლდენისკენ მიდრეკილება.
ალერგიული რეაქციის გამოვლენისას (ჭინჭრის ციება, ქავილი, წვა ან გულისრევა) უნდა შეწყდეს პრეპარატის გამოყენება. დაუშვებელია პრეპარატის თვალის მიდამოში მოხვედრა.
გავლენა სატრანსპორტო და მექანიკური საშუალებების მართვის უნარზე:
პრეპარატი არ მოქმედებს სატრანსპორტო ან მექანიკური საშუალებების მართვის უნარზე.

ჭარბი დოზირება
პრეპარატის ფორმა და გამოყენების წესი უზრუნველყოფს დაცვას მისი გადაჭარბებული დოზით გამოყენებისგან. გადაჭარბების ვარაუდის შემთხვევაში საჭიროა ექიმთან კონსულტაცია. ჰეპარინის ანტიდოტს წარმოადგენს პროტამინ სულფატი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ადგილობრივი გამოყენების დროს ჰეპარინის ნატრიუმის მარილის რეზორბცია სისხლში შეზღუდულია.
შიგნით მისაღებ სხვა ანტითრომბულ პრეპარატებთან ერთად გამოყენებამ, შესაძლოა დააჩქაროს ჰეპარინის მოქმედება და გაახანგრძლივოს სისხლის პლაზმის შედედების დრო.

შენახვის პირობები და ვადა
პრეპარატი ინახება 15-25°C ტემპერატურაზე, დახურული შეკვრაში, ბავშვებისთვის მიუწვდომელ, შუქისგან დაცულ ადგილას.
ვარგიასიანობის ვადა – 3 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:
პრეპარატი გაიცემა ურეცეპტოდ.