დამამშვიდებელი წვეთები

დამამშვიდებელი წვეთები
დისტრიბუტორი: ფარმაცევტული კომპანია "გეა"
მისამართი: ვაჟა ფშაველა № 6
ტელ: 238 47 66; 237 07 36
ელ-ფოსტა: info@gea.com.ge
ვებ-გვერდი: www.gea.com.ge
გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას, გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს.
სავაჭრო სახელწოდება: დამამშვიდებელი წვეთები
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): COMB. DRUG (Angelicae radice,Melisse herba,Lupuli strobilo,Lavandulae flore,Valerianae radice)
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სედაციური მცენარეული საშუალება
მწარმოებელი: გემი (P.P.E.“GEMI”)
მწარმოებელი ქვეყანა: პოლონეთი
გამოშვების ფორმა: 35გ შიგნით მისაღები წვეთები ნარინჯისფერი მინის ფლაკონი №1
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
ინსტრუქცია

ათქ კლასიფიკაციის კოდი
A03CA

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
წვეთები პერორალური გამოყენებისათვის: მუქი ფერის მინის ფლაკონში 35 გ პოლიეთილენის მჭიდრო თავსახურითა და საწვეთურით.
პრეპარატი შეიცავს მცენარეების ნარევის სპირტიან ექსტრაქტს (1:2),

კატაბალახას ფესვები ( valeriane radix) . . . . . . .25 წილი.;
მელისას ბალახი (Melissae herba) . . . . . . . . . . . 25 წილი.;
ანგელოზას ფესვები (Angelicae radix) . . . . . . . .20 წილი.;
სვიის გირჩა (Lupul istrobili) . . . . . . . . . . . . . . . .15 წილი.;
ლავანდას ყვავილები ( Lavandulae flos) . . . . . . 15 წილი.;

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
სედატიური, სპაზმოლიზური საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები
დამამშვიდებელი წვეთები შეიცავს შემდეგ მოქმედ ნივთიერებებს: ანგელიცინს – ანგელოზას ფესვების ფუროკუმარინების ჯგუფიდან, როზმარინის მჟავას, მელისას ბალახს ფენოლის მჟავას ჯგუფიდან, ვალეპოტრიატებს კატაბალახას ფესვების ირიდოიდური ტრიესტრების ჯგუფიდან, ლუპულინს (რომლებსაც შეიცავს სვიის გირჩები), აგრეთვე ლავანდას ფესვების ეთერის ზეთს. პრეპარატის მოქმედების ეფექტი განპირობებულია მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტებით. პრეპარატი ცნს-ზე ავლენს დამამშვიდებელ მოქმედებას, ხოლო საჭმლის მომნელებელი ტრაქტის გლუვ კუნთებზე ახდენს სპაზმოლიზურ ზემოქმედებას. პრეპარატი რეკომენდებულია სტრესული მდგომარეობის, ფსიქო-ემოციური დაძაბულობის, ნევროზების, გაღიზიანებადობის, უძილობის დროს.

ჩვენებები
პრეპარატი გამოიყენება როგორც დამამშვიდებელი საშუალება. იგი აუმჯობესებს გულის მუშაობას ცნს-ის აგზნების დროს, გამოიყენება ნერვული აგზნებადობის, აგრეთვე გულისცემის სიხშირის მომატების, გულის არითმიის, ნევროზულ მდგომარეობით გამოწვეულ მომნელებელი ტრაქტის დისფუნქციის დროს.

დოზირების რეჟიმი
7-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვებში: 2-5 მლ (1 ჩაის კოვზი) 1-3-ჯერ დღეღამეში;
14 წლის ასაკის ბავშვებში: 15-20 წვეთი 1-3-ჯერ დღეღამეში.

გვერდითი მოვლენები
პრეპარატის გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს მისი აუტანლობა ანგელოზას ფესვებში ფუროკუმარინების შემცველობის გამო.

უკუჩვენებები
პრეპარატის ან მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა. პრეპარატის გამოყენება წინააღმდეგნაჩვენებია მწვავე გასტრიტისა და 12-გოჯა ნაწლავის ანთების დროს, რომელსაც თან ახლავს ორგანიზმის ზოგადი აღგზნება.

ორსულობა და ლაქტაცია
ვინაიდან არ არსებობს მონაცემები პრეპარატში შემავალი კომპონენტების დედის რძეში გამოყოფის შესახებ, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენებისას საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატი შეიცავს ალკოჰოლს, რის გამოც მისი 6 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენება დაუშვებელია.
სატრანსპორტო საშუალებების, მექანიკური დანადგარების და ფსიქო-ფიზიკური შრომის უნარზე ზემოქმედება: პრეპარატი შეიცავს 50-57% ეთანოლს, რის გამოც რეკომენდებული დოზის გადაჭარბება იწვევს სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე ზემოქმედებას.

ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზირების სიმპტომები შეიძლება იყოს აპათია, ძილიანობა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
არ აღინიშნება.

შენახვის პირობები და ვადა
პრეპარატი ინახება არაუმეტეს 15-25°C ტემპერატურაზე მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:
პრეპარატი გაიცემა ურეცეპტოდ.