სილივიტ მაქსი 150 მგ

სილივიტ მაქსი 150 მგ
დისტრიბუტორი: ფარმაცევტული კომპანია "გეა"
მისამართი: ვაჟა ფშაველა № 6
ტელ: 238 47 66; 237 07 36
ელ-ფოსტა: info@gea.com.ge
ვებ-გვერდი: www.gea.com.ge
გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას, გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს.
სავაჭრო სახელწოდება: სილივიტ მაქსი 150 მგ
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): COMB. DRUG ( Thistle fruits, B1, B2, B6, PP, Calcium Pantothenate )
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ღვიძლის და სანაღვლე გზების დაავადებების სამკურნალო საშუალება
მწარმოებელი: ჰერბაპოლ პოზნანი (HERBAPOL Poznan S.A.)
მწარმოებელი ქვეყანა: პოლონეთი
გამოშვების ფორმა: კაფსულები: შეფუთვაში 30 ც.
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
ინსტრუქცია

ათქ კლასიფიკაციის კოდი
A05BA

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
კაფსულები: შეფუთვაში 30 ც.
1 კაფს.
ბაყაყურას თესლის მშრალი ექსტრაქტი . . . . . . . . . . . . . . . 214.3 მგ
(სილიბინის ფლავონოლიგნანების შემცველობაზე გადაანგარიშებით 150 მგ)
ვიტამინი B1 (თიამინის ჰიდროქლორიდი). . . . . . . . . . . . . 10 მგ
ვიტამინი B2 (რიბოფლავინი). . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 4 მგ
ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი). . . . . . . . .10 მგ
ვიტამინი PP (ნიკოტინამიდი). . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 10 მგ
კალციუმის პანტოთენატი. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .  4 მგ
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ბენზოატი, ერთწყლიანი ლაქტოზა, პოვიდონის და კროსპოვიდონის ნარევი, ტიტანის დიოქსიდი (E171), ინდიგოტინი (E132), ქინოლინის ყვითელი (E104) და საქონლის ჟელატინი.

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ღვიძლის და სანაღვლე გზების დაავადებების სამკურნალო საშუალება

ჩვენებები
გამოიყენება დამხმარე საშუალების სახით რეკონვალესცენციის პერიოდში, ღვიძლის ტოქსიკური მეტაბოლური დარღვევებისას, ნაწილობრივ გამოწვეული ტოქსიური ფაქტორებით (მაგალითად, ალკოჰოლი, მცენარეების დამცავი საშუალებები) და დისპეფსიისას (შებერილობა, ბოყინი) მძიმე საკვების მიღების შემდეგ. დამხმარე საშუალების სახით – ღვიძლის მწვავე და ქრონიკული დაავადებების გადატანის შემდეგ უსიამოვნო შეგრძნებებისას.

დოზირების რეჟიმი
მოზრდილები და 12 წელზე ზემოთ ასაკის ბავშვები: 1 კაფსულა 2-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ, თუ ექიმი არ დანიშნავს სხვა დოზირებას.
პრეპარატი უნდა მიიღოთ სისტემატურად 2-4 კვირის განმავლობაში. თუ სიმპტომები გამწვავდება ან არ ქრება აუცილებლად მიმართეთ ექიმს, რომელიც გააგრძელებს თქვენს მკურნალობას, მაგალითად 6 თვემდე. თერაპიის დროს უნდა მოერიდოთ ღვიძლისათვის საზიანო საკვები ნივთიერებების მიღებას.
12 წლამდე ასაკის ბავშვები: უსაფრთხო გამოყენების შესახებ მონაცემების არ არსებობის გამო არ არის რეკომენდირებული პრეპარატის გამოყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
სილივიტ მაქსის რეკომენდებული დოზის გამოტოვება: მისაღები დოზის გამოტოვების შემთხვევაში არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის ანაზღაურების მიზნით.
სილივიტ მაქსის მიღების შეწყვეტა: მედიკამენტის მიღებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენები
პრეპარატმა შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოქმედებები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
პრეპარტის მიღების პერიოდში შესაძლოა გამოვლინდეს კუჭ-ნაწლავის პრობლემები, ზოგჯერ მსუბუქი ფაღარათი.

უკუჩვენებები
სამკურნალო საშუალება არ გამოიყენება პრეპარატის შემადგენელი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობისას ან Compositae/Asteraceae ოჯახის მცენარეების მიმართ ჰიპერმგრძნობელობისას.
განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვა პრეპარატის გამოყენებისას: სიყვითლის სიმპტომის გამოვლენისას (კანის ან თვალის ლორწოვანი გარსის სიყვითლე) აუცილებელია მიმართოთ ექიმს. პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდირებული მწვავე მოწამვლის დროს.

ორსულობა და ლაქტაცია
უსაფრთხო გამოყენების შესახებ მონაცემების არ არსებობის გამო არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.

განსაკუთრებული მითითებები
ზეგავლენა ავტომობილის მართვის და მოძრავ მექანიზმებთან მუშაობის უნარზე: პრეპარატის გამოყენება არ ახდენს ზეგავლენას სატრანსპორტო საშუალებების და ტექნიკის მოხმარების უნარზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია სილივიტ მაქსის ზოგიერთი კომპონენტის შესახებ: ზოგიერთი შაქრის აუტანლობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს პრეპარატის გამოყენებამდე.

ჭარბი დოზირება
დოზის გადაჭარბების შესახებ მონაცემები არ მოიპოვება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
აუცილებელია აცნობოთ ექიმს ბოლო დროს მიღებული ნებისმიერი სამკურნალო პრეპარატის შესახებ, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატების შემთხვევაში. აქამდე არ გამოვლენილა გვერდითი მოქმედებები სხვა სამკურნალო საშუალებებთან მიღებისას.

შენახვის პირობები და ვადა
პრეპარატი ინახება 15-25°C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:
პრეპარატი გაიცემა ურეცეპტოდ.