კომპანიის შესახებ

ფარმაცევტული კომპანია “გეა” დაარსდა 1995 წელს და დღემდე წარმატებულად ფუნქციონირებს ამიერკავკასიის რეგიონში (საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში) იმპორტის, დისტრიბუციისა და პროდუქტების დანერგვის კუთხით.

ფარმაცევტული კომპანია “გეა” უზრუნველჰყოფს მომსახურების სრულ ჯაჭვს პრეპარატის არჩევიდან მის რეალიზაციამდე

ბაზრის სიღრმისეული ანალიზი და ახალი პროდუქტების არჩევა

წამლის რეგისტრაცია

სრული ლოჯისტიკური მომსახურება და დისტრიბუცია- პროდუქტის იმპორტი/ექსპორტი GDP სტანდარტების სრული დაცვით

სრული მარკეტინგული მომსახურება, პროდუქტების დანერგვა

ფარმაკოზედამხედველობა (წამლის უსაფრთხოებისა და ხარისხის მუდმივი მონიტორინგი)

კომპანიის მოკლე ისტორია

1995 წელი

დაარსდა ფარმაცევტული კომპანია „გეა“

1998 წელი

ფარმაცევტულმა კომპანია „გეა“-მ დაიწყო ოპერირება სომხეთში

1999 წელი

ფარმაცევტულმა კომპანია „გეა“-მ დაიწყო ოპერირება აზერბაიჯანში

2002 წელი

ჩამოყალიბდა კომპანიის მარკეტინგული დეპარტამენტი

2008 წელი

ფარმაცევტულმა კომპანია „გეა“-მ დაარსა სააფთიაქო ქსელი

2009 წელი

პოლონეთის საელჩომ გეა ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ფარმაცევტული პროდუქტების ექსპორტიორად აღიარა საქართველოში

2012 წელი

“გეა“ გადავიდა ახალ სტრუქტურულ მოდელზე და შეიცვალა კომპანიის ორგანიზაციული სტრუქტურა

2013 წელი

ჩამოყალიბდა კომპანიის ასორტიმენტის განვითარების დეპარტამენტი

2014 წელი

დასრულდა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საწყობის მშენებლობა

2015 წელი

“გეა” გახდა ხარისხის მართვის საერთაშორისო სერთიფიკატის ISO 9001:2008 მფლობელი

2022 წელი

ფარმაცევტულ კომპანია “გეას” მიენიჭა საბითუმო დისტრიბუტორის GDP (კარგი სადიტრიბუციო პრაქტიკის) სტანდარტთან შესაბამისობის სერტიფიკატი

This is Timeline description, you can change me anytime click here

პარტნიორები

დღესდღეობით გეა არაერთი ქვეყნის 40-ზე მეტი ფარმაცევტული ქარხნის ოფიციალური პარტნიორი და დისტრიბუტორია ამიერკავკასიის რეგიონში
კომპანიის პორტფოლიოში 400-ზე მეტი დასახელების მედიკამენტი, ბიოლოგიურად აქტიურ დანამატი, ქირურგიული ერთჯერადი სახარჯი მასალები და კოსმეტიკურ საშუალებებია

  • 40+ მეტი პარტნიორი ფარმაცევტული კომპანია 15 პარტნიორი ქვეყნიდან
  • 400+ დასახელების პროდუქტი
  • 170+ თანამშრომელი (მარკეტინგული გუნდი სამივე ქვეყანაში: საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი)
  • 24+ ლოკალური დისტრიბუტორი (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი)
  • 90%+ ქალი თანამშრომელი

კომპანიის ფილოსოფია

  • „გეა“ პასუხისმგებლობას იღებს პაციენტების, ექიმების, და ყველა მომხმარებლის წინაშე, რომელიც იყენებს  მის მიერ იმპორტირებულ პროდუქციას
  • „გეა“-სთვის უმნიშვნელოვანესია პარტნიორებთან  კეთილსინდისიერი და სტაბილური ურთიერთობა
  • „გეა“-სმიზანია, მოამარაგოს ამიერკავკასიის რეგიონში სამედიცინო სფერო იმ პროდუქტებით, რომლებიც ხარისხის უმაღლეს სტანდარტებს აკმაყოფილებს და აუმჯობესებს მოსახლეობის სიცოცხლის ხარისხს
  • „გეა“-სთვის უმნიშვნელოვანესია თითოეული მომხმარებლის ჯანმრთელობა. იგი მიმართულია მუდმივად მაღალი ხარისხის მომსახურეობის შენარჩუნებაზე. გეას მაღალკვალიფიციური სპეციალისტები მუდმივად აგროვებენ და აანალიზებენ ინფორმაციას ექიმებისა და პაციენტებისგან  ფარმაკოზედამხეველობის კუთხით და აწვდიან აღნიშნულ ინფორმაციას მწარმოებლებს
  • „გეა“ უზრუნველყოფს თანამშრომლების უსაფრთხო და სასურველ სამუშაო გარემოს და პერმანენტულად ზრუნავს მათ პროფესიონალურ ზრდაზე. კომპანიაში ურთიერთობები დაფუძნებულია ეთიკურ პრინციპებზე
  • „გეა“-ს მუდმივი სწრაფვა  ხარისხის გაუმჯობესებისათვის, საშუალებას აძლევს ყოველ მის თანამშრომელს, ჩართული იყოს უწყვეტი განათლებისა და განვითარების პროცესებში, რაც სრულ შესაბამისობაში მოდის საერთაშორისო ევროპულ სტანდარტებთან
  • „გეა“ გამოირჩევა მაღალი პასუხისმგებლობით იმ საზოგადოების წინაშე, რომელშიც არსებობს და მოღვაწეობს. კომპანია აქტიურადაა ჩართული არაერთ სოციალურ პროექტში

დირექტორთა საბჭო

ირინა ჭელიძე

კომპანია გეას დამფუძნებელი; კომპანიის გენერალური დირექტორი

ხათუნა მანჯგალაძე

კომპანია გეას დამფუძნებელი; გენერალური დირექტორის მოადგილე, ასორტიმენტის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი

თამარ აბურჯანიძე

გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელ

გიორგი ჭაბაშვილი

ფინანსური დეპარტამენტის ხელმძღვანელი

სოფიო ლომსიანიძე

ოპერაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი