პოლიცისტური საკვერცხის სინდრომი

პოლიცისტური საკვერცხის სინდრომი

სექტემბერი – რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა.

პოლიცისტური საკვერცხის სინდრომი საკმაოდ გავრცელებული ჰორმონალური დარღვევაა, რომელიც რეპროდუქციული ასაკის ყოველ მე-9 ქალში გვხვდება.

პოლიცისტური საკვერცხის სინდრომის გამოვლენა მრავალ სიმპტომს მოიცავს: მესტრუალური ციკლის დარღვევებს, ჭარბთმიანობას (ჰისტურიზმს), წონის მატებას, ინსულინ-რეზისტენტობას, ხასიათის ცვლილებებს, აკნეს და ა.შ.

PCOS ხშირადაა ასოცირებული უნაყოფობის პრობლემასთან, როდესაც ოვულაცია ხდება არარეგულარულად ან სრულად წყდება. PCOS არ მოიცავს მხოლოდ რეპროდუქციულ ჯანმრთელობას. ის ასოცირებულია, როგორც მეტაბოლურ, ასევე ენდოკრინულ დარღვევებთან. მან შესაძლოა გამოიწვიოს ისეთი შორეული ჯანმრთელობის დარღვევები, როგორიცაა ტიპი 2 დიაბეტი, გულსისხლძარღვთა დაავადებები და ა.შ. განსაკუთრებით საყურადღებოა პსოს-თან ასოცირებული ინსულინ რეზისტენტობა.

ზუსტი ეტიოლოგიური მიზეზი უცნობია, მაგრამ მიჩნეულია, რომ PCOS განპრიბობებულია გენეტიკური და გარემო ფაქტორებით.

თანამედროვე მიდგომებით, PCOS-ის სამკურნალოდ განსაკუთრებით კი საწყის ეტაპზე, რეკომენდებულია მიო-ინოზიტოლის გამოყენება.

პოლიზიტოლ ფორტე – ერთადერთი პროდუქტია საქართველოს ბაზარზე, რომელიც შეიცავს მიო-ინოზიტოლის რეკომენდებულ მაქსიმალურ კონცენტრაციას – 4000 მგ.

პოლიზიტოლი ფორტე:

არეგულირებს მენსტრუალურ ციკლს;

აღადგენს ოვულაციას;

აუმჯობესებს ოოციტების ხარისხს;

აუმჯობესებს სპონტანური ორსულობის მაჩვენებელს;

ამცირებს ინსულინისადმი რეზისტენტობას;

მნიშვნელოვნად აქვეითებს ჰიპერანდროგენიის კლინიკურ გამოვლინებებს (ჰირსუტიზმი, აკნე, ალოპეცია);

ამცირებს HOMA ინდექსს.

კომპონენტები:

მიო-ინოზიტოლი – 4000 მგ

ფოლიუმის მჟავა – 400მკგ

მელატონინი – 1 მგ

მიღების წესი: 1 საშეტი 1-ჯერ დღეში, ძილის წინ

პროდუქტი დამზადებულია იტალიაში.