რა არის მენოპაუზა და როგორია მისი გამოვლინება?  მკურნალობის თანამედროვე მიდგომები და ექსკლუზიური პროდუქტი ქართულ ბაზარზე- მენოქტა

მენოპაუზა არის ბუნებრივი ფიზიოლოგიური პროცესი, რომელიც თითოეული ქალის ცხოვრებაში გარკვეულ ეტაპზე დგება. იგი უკავშირდება სასქესო ჰორმონების დონის შემცირებას რასაც მივყავართ მენსტრუალური ციკლის საბოლოო შეწყვეტამდე. მენოპაუზის ასაკი საშუალოდ 45-55 წელს შორის მერყეობს, თუმცა შესაძლოა, უფრო ადრეც ან გვიან დაიწყოს.

მენოპაუზა რამდენიმე ეტაპად იყოფა:

  1. პერიმენოპაუზა – ეს არის პერიოდი, რომელიც იწყება მენსტრუალური ციკლის არარეგულარულობით და გრძელდება სრულ შეწყვეტამდე. ამ დროს ხდება ჰორმონების დონის ცვლილება, რაც იწვევს სხვადასხვა სიმპტომებს: გაღიზიანებადობის მატება, ლიბიდოს დაქვეითება, ძილის დარღვევები და ა.შ
  2. მენოპაუზა – დიაგნოსტირდება, როდესაც ქალი 12 თვის განმავლობაში მენსტრუაციის გარეშეა. ამ პერიოდში საკვერცხეები პრაქტიკულად წყვეტენ ესტროგენისა და პროგესტერონის გამომუშავებას.
  3. პოსტმენოპაუზა – მენოპაუზის შემდგომი პერიოდი, რომლის დროსაც სიმპტომები შეიძლება შემცირდეს, მაგრამ ორგანიზმში ესტროგენის დეფიციტი კვლავ შენარჩუნებულია.

მენოპაუზის სიმპტომები

მენოპაუზას თან ახლავს სხვადასხვა სიმპტომები, რომლებიც ინდივიდუალურია თითოეული ქალისთვის:

  • ალები და ღამის ოფლიანობა – ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმპტომი, რომელიც გამოწვეულია ჰორმონული ცვლილებებით, ასევე ბოლო ხუთწლეულის კვლევებმა ცხადყო, რომ ალების პათოგენეზი ასევე ეფუძნება იმუნური სისტემის საპასუხო რეაქციებს.
  • ძილის პრობლემები – ჰორმონების დონის ვარდნა ხშირად იწვევს უძილობას ან დაღლილობის შეგრძნებას.
  • დეპრესიულობა გაღიზიანებადობა – ემოციური ცვლილებები მენოპაუზის ერთ-ერთი მახასიათებელია.
  • წონის მატება და მეტაბოლიზმის შენელება – ესტროგენის დონის შემცირება გავლენას ახდენს სხეულის ცხიმის განაწილებაზე.
  • ლიბიდოს შემცირება –ესტროგენდეფიციტი პირდაპირ კორელაციაშია ლიბიდოს დაქვეითებასთან.
  • მეხსიერების გაუარესება – ქალების ნაწილი აღნიშნავს კონცენტრაციისა და მეხსიერების პრობლემებს- რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს მენოპაუზის იმუნურ მექანიზმებს რაც პირდაპირ აზიანებს თავის ტვინის ნეირონებს.
  • თმის გათხელება და კანის სიმშრალე – ესტროგენის ნაკლებობა გავლენას ახდენს კანისა და თმის მდგომარეობაზე, ამცირებს კოლაგენის პროდუქციას.

მენოპაუზის მართვა და მკურნალობა

მენოპაუზა ბუნებრივი პროცესია, თუმცა მისი სიმპტომების მართვა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება შესაძლებელია სხვადასხვა მეთოდით:

  • ჯანსაღი კვება – ბალანსირებული კვება, რომელიც შეიცავს კალციუმსა და D ვიტამინს, ცხიმოვანი მჟავებით (Omega 3 -ით) მდიდარი საკვებს;
  • ფიზიკური აქტივობა – რეგულარული ვარჯიში( ან ფეხით სიარული) გვეხმარება წონის კონტროლში, ძვლების გამაგრებასა და განწყობის გაუმჯობესებაში.
  • ჰორმონ– ჩანაცვლებითი  თერაპია – ექიმის რეკომენდაციით და ზედამხედველობის ქვეშ შესაძლებელია ჰორმონული ჩანაცვლებითი თერაპიის (HRT) გამოყენება, რომელიც ამსუბუქებს სიმპტომებს. ხაზგასასმელია, რომ აღნიშნულ ჰორმონალურ მკურნალობას აქვს რიგი გვერდითი მოვლენები და წინააღმდეგჩვენებები (სამედიცინო ისტორიაში ძუძუს/საკვერცხის /საშვილოსნოს კიბო, სისხლის შედედების დარღვევები, თრომბოზები, არანამკურნალევი ჰიპერტენზია, ღვიძლის დაავადებები…)
  • იოლოგიურად აქტიური დანამატები – ზოგიერთი ქალი იყენებს ფიტოესტროგენებს, როგორიცაა სოიო და სხვა მცენარეული დანამატები. მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ  ფიტოესტროგენები არ შეძლება კიბოს ისტორიის მქონე პაციენტებისთვის და მათი ეფექტურობა არც ისე მაღალია.
  • სტრესის მართვა – იოგა, მედიტაცია და სუნთქვითი ვარჯიშები ხელს უწყობს ემოციური ბალანსის შენარჩუნებას;

მენოპაუზის გავლენა ჯანმრთელობაზე

მენოპაუზის შემდეგ ქალს აქვს გარკვეული ჯანმრთელობის რისკები, მათ შორის:

  • ოსტეოპოროზი – ესტროგენის ნაკლებობა იწვევს ძვლის მასის შემცირებას და ზრდის მოტეხილობების რისკს.
  • გულის დაავადებები – ესტროგენი მნიშვნელოვან როლს თამაშობს გულის ჯანმრთელობაში, ამიტომ მისი დაქვეითება ზრდის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს.
  • საშარდე გზების პრობლემები – მენოპაუზის შემდეგ ხშირია შარდის ბუშტის სისუსტე და ინფექციები.

მენოპაუზას თან ახლავს მრავალი სიმპტომი, რომელიც სოციალურად აქტიური, 21-ე საუკუნის ქალბატონებისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა. თანამედროვე სამედიცინო საზოგადოება რეკომენდაციას უწევს ყველა ქალს, რომელიც მენოპაუზურ ასაკშია მიიღოს მაგნიუმის ბიოლოგიურად აქტიური ფორმები (ასპარტატი & ტაურატი, გლიცინატი).

მენოპაუა აღარ არის “განაჩენი” თანამედროვე სამედიცინო საზოგადოებაში. საქართველოს ბაზარზე გამოჩნდა ესპანური პრეპარატი მენოქტა, რომელიც არის ერთადერთი მენოპაუზის სიმპტომების საწინააღმდეგო საშუალება, რომელიც არ შეიცავს ჰორმონს და არ არის ფიტოესტროგენული; ის შეიცავს დაპატენტებულ ფორმულას PureCyTonin-ს , რომელსაც აქვს უნიკალური ანთების საწინააღდმეგო და ანტიოქსიდანტური თვისებები. მენოქტას შემადგენლობაში ასევე შედის მელატონინი რომელიც ძილის რეგულირებას უწყობს ხელს.

მენოქტა უსაფრთხოა ონკოპაციენტებისთვის, რომელთაც გამორჩეულად ძლიერი ალების ეპიზოდები აქვთ. პრეპაერატს გავლილი აქვს ევროპის საკვები დანამატების უსაფრთხოების პროფილის ტესტირება რომელიც ადასტურებს მენოქტას  არაფიტოესტროგენად კატეგორიზაციას.

როგორ გამოვიყენოთ მენოქტა და არსებობს თუარა შეზღუდვები მისი გამოყენების ხანგრძლივობაში?