კომპანიის შესახებ
ფარმაცევტული კომპანია “გეა” დაარსდა 1995 წელს და დღემდე წარმატებულად ფუნქციონირებს ამიერკავკასიის რეგიონში (საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში) იმპორტის, დისტრიბუციისა და პროდუქტების დანერგვის კუთხით.
ფარმაცევტული კომპანია “გეა” უზრუნველჰყოფს მომსახურების სრულ ჯაჭვს პრეპარატის არჩევიდან მის რეალიზაციამდე

ბაზრის სიღრმისეული ანალიზი და ახალი პროდუქტების არჩევა

წამლის რეგისტრაცია

სრული ლოჯისტიკური მომსახურება და დისტრიბუცია- პროდუქტის იმპორტი/ექსპორტი GDP სტანდარტების სრული დაცვით

სრული მარკეტინგული მომსახურება, პროდუქტების დანერგვა

ფარმაკოზედამხედველობა (წამლის უსაფრთხოებისა და ხარისხის მუდმივი მონიტორინგი)
კომპანიის მოკლე ისტორია

პარტნიორები
დღესდღეობით გეა არაერთი ქვეყნის 40-ზე მეტი ფარმაცევტული ქარხნის ოფიციალური პარტნიორი და დისტრიბუტორია ამიერკავკასიის რეგიონში
კომპანიის პორტფოლიოში 400-ზე მეტი დასახელების მედიკამენტი, ბიოლოგიურად აქტიურ დანამატი, ქირურგიული ერთჯერადი სახარჯი მასალები და კოსმეტიკურ საშუალებებია
- 40+ მეტი პარტნიორი ფარმაცევტული კომპანია 15 პარტნიორი ქვეყნიდან
- 400+ დასახელების პროდუქტი
- 170+ თანამშრომელი (მარკეტინგული გუნდი სამივე ქვეყანაში: საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი)
- 24+ ლოკალური დისტრიბუტორი (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი)
- 90%+ ქალი თანამშრომელი
კომპანიის ფილოსოფია
- „გეა“ პასუხისმგებლობას იღებს პაციენტების, ექიმების, და ყველა მომხმარებლის წინაშე, რომელიც იყენებს მის მიერ იმპორტირებულ პროდუქციას
- „გეა“-სთვის უმნიშვნელოვანესია პარტნიორებთან კეთილსინდისიერი და სტაბილური ურთიერთობა
- „გეა“-სმიზანია, მოამარაგოს ამიერკავკასიის რეგიონში სამედიცინო სფერო იმ პროდუქტებით, რომლებიც ხარისხის უმაღლეს სტანდარტებს აკმაყოფილებს და აუმჯობესებს მოსახლეობის სიცოცხლის ხარისხს
- „გეა“-სთვის უმნიშვნელოვანესია თითოეული მომხმარებლის ჯანმრთელობა. იგი მიმართულია მუდმივად მაღალი ხარისხის მომსახურეობის შენარჩუნებაზე. გეას მაღალკვალიფიციური სპეციალისტები მუდმივად აგროვებენ და აანალიზებენ ინფორმაციას ექიმებისა და პაციენტებისგან ფარმაკოზედამხეველობის კუთხით და აწვდიან აღნიშნულ ინფორმაციას მწარმოებლებს
- „გეა“ უზრუნველყოფს თანამშრომლების უსაფრთხო და სასურველ სამუშაო გარემოს და პერმანენტულად ზრუნავს მათ პროფესიონალურ ზრდაზე. კომპანიაში ურთიერთობები დაფუძნებულია ეთიკურ პრინციპებზე
- „გეა“-ს მუდმივი სწრაფვა ხარისხის გაუმჯობესებისათვის, საშუალებას აძლევს ყოველ მის თანამშრომელს, ჩართული იყოს უწყვეტი განათლებისა და განვითარების პროცესებში, რაც სრულ შესაბამისობაში მოდის საერთაშორისო ევროპულ სტანდარტებთან
- „გეა“ გამოირჩევა მაღალი პასუხისმგებლობით იმ საზოგადოების წინაშე, რომელშიც არსებობს და მოღვაწეობს. კომპანია აქტიურადაა ჩართული არაერთ სოციალურ პროექტში
დირექტორთა საბჭო

ირინა ჭელიძე
კომპანია გეას დამფუძნებელი; კომპანიის გენერალური დირექტორი

ხათუნა მანჯგალაძე
კომპანია გეას დამფუძნებელი; გენერალური დირექტორის მოადგილე, ასორტიმენტის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი

თამარ აბურჯანიძე
გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელ

გიორგი ჭაბაშვილი
ფინანსური დეპარტამენტის ხელმძღვანელი

სოფიო ლომსიანიძე
ოპერაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი