შემადგენლობა:
მოქმედი ნივთიერება:
ჰიალურონის მჟავა (სოდიუმ ჰიალურონატის სახით) . . . . . . . . . . . . . 0.8%
დამხმარე ნივთიერებები: ქსილიტი, ცელულოზა, ჰიდროგენიზებული აბუსალათინის ზეთი (PEG-40), პოლიკარბოფილი, სოდიუმ ჰიდროქსიდი, დემინერალიზებული წყალი.
ფარმაკოლოგიური თვისებები: გენგიგელი შეიცავს მაღალი მოლეკულური წონის ჰიალურონის მჟავას, რომელიც ჯანმრთელი ღრძილის და პირის ღრუს ლორწოვანი გარსის შეუცვლელი ელემენტია.
ის ურთიერთქმედებს შემაერთებელი ქსოვილის სხვა ელემენტებთან და უზრუნველყოფს პერიოდონტის შემაერთებელი ქსოვილის სტაბილურობას და ელასტიურობას.
ჰიალურონის მჟავა მოქმედებს როგორც მიკროორგანიზმებისგან დამცავი ბარიერი და შესაბამისად ამცირებს პერიოდონტის დაავადებების განვითარების რისკს. ღრძილის ანთებითი მდგომარეობებისა და ტრავმების დროს ქსოვილის მოთხოვნილება ჰიალურონის მჟავას მიმართ მნიშვნელოვნად იზრდება (≈200%-მდე საწყის დონესთან შეადრებით), რაც ადასტურებს მის მნიშვნელოვნ როლს უჯრედული ციკლის რეგულაციასა და ქსოვილის ადგილობრივი რეგენერაციის ოპტიმიზაციაში. ჰიალურონის მჟავა აჩქარებს ფიბრობლასტების გადაადგილებას და ფიბროგენეზს, რაც განაპირობებს დაზიანებული ქსოვილის სწრაფ რეგენერაციას.
ჰიალურონის მჟავას გააჩნია წყლის შეკავების მაღალი პოტენციალი (ჰიალურონის მჟავას ერთი მოლეკულა იკავებს წლის ≈1000 მოლეკულას), რაც შეშუპების საწინააღმდეგო, ე.წ. „ღრუბლის“ ეფექტს განაპირობებს.
ჰიალურონის მჟავას აქვს მთელი რიგი დადებითი თვისებები, რაც ხელს უწყობს პირის ღრუს სხვადასხვა დაავადებების წარმატებულ მკურნალობას.
გენგიგელი® პროფი მზა შპრიცი:
• შეიცავს არაცხოველურ, ბიოტექნოლოგიური პროცესის შედეგად მიღებულ, მაღალი მოლეკულური წონის ჰიალურონის მჟავას;
• გენგიგელშის შემადგენლობაში შემავალი ბიოპოლიმერების ნაკრები უზრუნველყობს მის გამოხატულ მუკოადჰეზიურ თვისებებს
• გენგიგელი არ შეიცავს კონსერვანტებს, საღებავებს, გამოიყენება შეუზღუდავად ორსულებში, დიაბეტის მქონე პაციენტებში;
გამოყენების ჩვენება:
• ხელს უწყობს და აჩქარებს ქსოვილის რეგენერაციას ნებისმიერი ტრავმის დროს (ქირურგიული ჩარევა, იმპლანტები, კბილის ექსტრაქცია, კბილის ფესვის ღრმა წმენდა და ა.შ.)
• ამცირებს ჯიბის სიღრმეს არაქირურგიული ღრმა წმენდის შემდეგ;
• ხელს უწყობს და აჩქარებს შეშუპებისა და ანთების საწინააღმდეგო პროცესებს;
• ამცირებს სისხლდენას;
• GENGIGEL ® Prof Syringes ინიშნება ყველა ფორმის პაროდონტიტის (პაროდონტული ჯიბის), მათ შორის მძიმე ფორმების დროს, პოსტოპერაციულ ეტაპზე და სხვა ნებისმიერ მდგომარეობისას, როდესაც აღინიშნება ღრძილის დაზიანება
გამოყეების წესი:
1 მლ. წინასწარ შევსებული შპრიცი უნდა იქნეს გამოყენებული ელასტიურ ნემსთან ერთად (გამოყენების წინ შპრიცს მოახრახნეთ პლასტმასის თავსახური და მიუმაგრეთ ელასტიური ნემსი).
გელი გამოიყენება ინდივიდუალურად, პათოლოგიური პროცესის სიმძიმის გათვალისწინებით;
პაროდონტულ ჯიბეში შეჰყავთ გელის 0,2-0,3 მლ კვირაში 1-2 ჯერ . (პაროდონტული ჯიბის სირთულისა და სიღრმის გათვალისწინებით).
გაფრთხილება
შესაძლოა გამოვლინდეს ინდივიდუალური მგრძნობელობა პროდუქტის მიმართ
ინახება 5°C დან 40°C-მდე ტემპერატურის პირობებში.
Reviews
There are no reviews yet.