მიკროდაცინი ვაგინალური ხსნარს გააჩნია სამმაგი მოქმედება:
ანტიმიკრობული
ანთებისსაწინააღმდეგო
რეგენერატორული
მიკროდაცინი ვაგინალური ხსნარი განკუთვნილია სხვადასხვა ბაქტერიებით, სოკოებითა და საფუარებით, პროტოზოებითა და ვირუსებით გამოწვეული ვაგინალური ინფექციების მკურნალობისათვის.
მიკროდაცინის ვაგინალურ ხსნარს გააჩნია:
ანტიმიკრობული მოქმედების ფართო სპექტრი (კლინიკურად დადასტურებულია მიკრობების 100%-ით ინაქტივაცია 30წმ-ში).
ანტიბაქტერიული მოქმედება როგორც გრამ+, ისე გრამ- ბაქტერიებზე, ანაერობებზე და რეზისტენტულ შტამებზე
მათ შორის:
– MRSA – მეტიცილინ რესიზტენტული Staphylococcus aureus
– VRE – ვანკომიცინ რეზისტენტული Enterococcus faecalis
– ფსევდომონას მიმართ Pseudomonas Aeruginosa
– მულტირეზისტენტული Acinetobacter baumannii მიმართ
ასევე, გააჩნია:
-ანტიპროტოზოული
– ანტიფუნგალური
– ანტივირუსული მოქმედება
– პათოგენურ მიკროორგანიზმებს ანადგურებს ჯანსაღ ქოვილებზე ტოქსიური და სხვა დამაზიანებელი ეფექტის გარეშე
– გააჩნია ძლიერიანთების და ალერგიის საწინააღმდეგო მოქმედება(გამოყენებიდან მე-3 დღეს 85%-ით იხსნება ქავილი და ტკივილი)
– მნიშვნელოვნად აჩქარებს რეგენერაციას ჰიპერტროფიის გარეშე
– გააჩნია უსაფრთხოების მაღალი პროფილი, გამოიყენებს ორსულებშიც და მეძუძურებშიც
მიკროდაცინის ვაგინალური ხსნარის ანთების საწინააღმდეგო მოქმედება:
იწვევს პოხიერი უჯრედების მემბრანის სტაბილიზაციას
in vitro ტესტებით 15 წუთის შემდეგ 90%-ით მცირდება ჰისტამინის გამოყოფა
მცირდება ანთების მედიატორების, ინტერლეიკინების, IFN-γ-ს და TNF-α-ს გამოყოფა
ხსნის ქავილს, ტკივილს, სუნს, ამცირებს გამონადენი
ჩვენებები:
სპეციფიური და არასპეციფიური ვაგინალური ინფექციები
ვაგინალური და ტრანსვაგინალური გამოკვლევების (IUP-ის ჩადგმამდე)
პოსტოპერაციული პერიოდში: კონიზაციის, ამპუტაციის, ელექტროკოაგულაციის, კოლპოპლასტიკის, პერინეოპლასტიკის, საშვილოსნოს ყელის და საშოს კრიოპლასტიკის შემდეგ
საშოს მიკროტრამვები, მცირე ლოკალური ამბულატორიული პროცედურების შემდგომ
გამოყენების წესი:
შეავსეთ 50 მლ მოცულობის მიკროოყნა მიკროდაცინის ვაგინალური ხსნარით და მოახდინეთ საშოს სანაცია დღეში ერთხელ. მიკროოყნა არის მრავალჯერადი გამოყენების და ყოველი გამოყენების შემდეგ ირეცხება გამდინარე წყლით.
სამკურნალო კურსი შეადგენს 7-10 დღეს. სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების საპრევენციოდ შეიძლება გამოყენებული იქნას ერთჯერადად.
გააჩნია უსაფრთხოების მაღალი პროფილი, გამოიყენება ორსულებშიც და მეძუძურებშიც!
ვარგისია გახსნიდან 2 თვის განმავლობაში
Reviews
There are no reviews yet.