შემადგენლობა
1 კაფს.
ლიოფილიზირებული პრობიოტიკული ბაქტერიების 9 შტამი . . . 4.5 x 109 CFU*
Lactobacillus rhamnosus . . . . . . . . . . . . 4,5 x 108 CFU
Lactobacillus casei . . . . . . . . . . . . 4,5 x 108 CFU
Lactobacillus plantarum . . . . . . . . . . . . 4,5 x 108 CFU
Lactobacillus helveticus . . . . . . . . . . . . 4,5 x 108 CFU
Lactobacillus lactis . . . . . . . . . . . . 4,5 x 108 CFU
Bifidobacterium longum . . . . . . . . . . . . 4,5 x 108 CFU
Bifidobacterium bifidum . . . . . . . . . . . . 4,5 x 108 CFU
Bifidobacterium breve . . . . . . . . . . . . 4,5 x 108 CFU
Streptococcus thermophilus . . . . . . . . . . . . 4,5 x 108 CFU
პრებიოტიკი ოლიგოფრუქტოზა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 63მგ
CFU* – კოლონიის ფორმირების საერთაშორისო ერთეული.
ფარმაკოლოგიური თვისებები
მულტილაკი არის თანამედროვე სინბიოტიკი რომელიც შეიცავს პრობიოტიკს – 9 სხვადასხვა შტამის ლიოფილიზირებული პრობიოტიკული ბაქტერიის კულტურას და პრებიოტიკს – ოლიგოფრუქტოზას. ინოვაციური MURE (Multi Resistant Encapsulation) ტექნოლოგიის საშუალებით შესაძლებელია პრობიოტიკული ბაქტერიების დაცვა კუჭის წვენის დაბალი PH –ისაგან, ნაღვლის მჟავებისაგან და საჭმლის მომნელებელი ფერმენტებისაგან, რაც ხელს უწყობს მსხვილ ნაწლავში პრობიოტიკული ბაქტერიების დანაკარგის გარეშე გადასვლას, ადაპტაციას, და მაღალი ბიოლოგიური აქტივობის შენარჩუნებას. ლიოფილიზირებული პრობიოტიკული ბაქტერიები აღადგენენ და აწესრიგებენ კუჭ-ნაწლავის მიკროფლორას, მასში შემავალი პრებიოტიკი კი გამოიყენება პრობიოტიკული ბაქტერიების საკვებად, რაც ხელს უწყობს ხანგრძლივი დროის განმავლობაში ბაქტერიების ბიოლოგიური აქტივობის შენარჩუნებას. მულტილაკის შემადგენლობაში მყოფი ბაქტერიები შლიან ლაქტოზას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფერმენტ ლაქტაზას დეფიციტის შემთხვევაში, როდესაც არის რძისა და რძის პროდუქტების აუტანლობა. მულტილაკი არ შეიცავს რძეს, კაზეინს და კონსერვანტებს, რის გამოც უსაფრთხოა ზემოთ აღნიშნულ პროდუქტებზე ალერგიის მქონე პირებისათვის.
ჩვენებები
• ანტიბიოტიკო, ქიმიო, სხივური თერაპიიის დროს და შემდგომ პერიოდში
• კუჭნაწლავის ფუნქციის დარღვევების დროს, მათ შორის: სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული ფაღარათი, შეკრულობა და მეტეორიზმი
• ინფექციებისადმი მომატებული მგრძნობელობის დროს
მიღების წესები და დოზები
ბავშვები და მოზრდილები:
ერთი კაფსულა დღეში (სასურველია ძილის წინ).Mმულტილაკი შეიძლება მიიღონ ბავშვებმა, რომლებსაც შეუძლიათ კაფსულის ყლაპვა.
შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი ინახება 15-25oC ტემპერატურაზე, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
Reviews
There are no reviews yet.