შემადგენლობა:
დ-ქირო-ინოზიტოლი 250მგ
მიო-ინოზიტოლი-200მგ
ფოლიუმის მჟავა-400 მკგ
დ-ქირო ინოზიტოლი -მიო ინოზიტოლის აქტიური მეტაბოლიტი, რომელიც ორგანიზმში წარმოიქმნება ფერმენტ ეპიმერაზას მოქმედებით მიო ინოზიტოლისაგან. ის არეგულირებს ჭარბი გლუკოზის გლიკოგენად გარდაქმნის პროცესს, ამცირებს ადროგენების კონცენტრაციას, ზრდის პროგესტერონის დონეს, არეგულირებს პროლაქტინის დონეს და FSH/LH-ის თანაფარდობას.
დ-ქირო ინოზიტოლი ასტიმულირებს ქალისა და პლაცენტის ადიპოციტური უჯრედებიდან ადიპონექტინის სინთეზს, არეგულირებს ლეპტინის დონეს და შესაბამისად ზრდის ცხიმების კატაბოლიზმის პროცესს.
დ-ქირო ინოზიტოლი-დიდი რაოდენობით წარმოდგენილია იმ უჯრედებში, რომლებიც პასუხს აგებენ გლიკოგენის შენახვაზე (ღვიძლი, კუნთები, ცხიმი).
დ-ქირო-ინოზიტოლი- ჩართულია ინსულინით ინდუცირებული სიგნალის გადაცემაში. ადამიანები ინსულინრეზისტენტობით: საკვერცხეების პოლიკისტოზის PCOS, დიაბეტის და სიმსუქნის დროს, განსხვავებით ჯანმრთელი პირებისაგან, კარგავენ დიდი რაოდენობით დ-ქირო-ინოზიტოლს
მიო ინოზიტოლი -მნიშვნელოვან როლს თამაშობს ინსულინმგრძნობელობის აღდგენაში.
მიო ინოზიტოლი ზრდის გლუკოზის უჯრედულ შთანთქმას და ჩართულია ფოლიკულო მასტიმულირებელი ჰორმონის (FSH ) ფუნქციონირებაში.
მიო ინოზიტოლის კონცენტრაციის დონე პირდაპირ კავშირშია კვერცხუჯრედის ხარისხთან.
ფოლიუმის მჟავა (ვიტამინი B9) -წყალში ხსნადი ვიტამინია, რომელიც აუცილებელია სისხლწარმოქმნისა და ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. ფოლიუმი პასუხისმგებელია ორგანიზმში უჯრედულ დონეზე მიმდინარე უმნიშვნელოვანეს პროცესებზე, როგორებიცაა: დნმ-ის სინთეზი, უჯრედების დაყოფა და ზრდა, ერითროციტების სინთეზი.
დეზიტოლი უზრუნველყოფს:
– ჰორმონალური ბალანსის რეგულაცია
– მენსტრუალური ციკლის აღდგენას
– ინსულინისადმი რეზისტენტობის დაქვეითებას
– მოცირკულირე ინსულინის და ანდროგენების რაოდენობის დაქვეითებას
– გესტაციური დიაბეტის განვითარების რისკის შემცირებას
– როგორ ქალებში ასევე მამაკაცებში აკნეს, ალოპეციის და ჰირსუტიზმის შემცირებას, ნახშირწყლოვანი და ლიპიდური ცვლის რეგულაციას
– სხეულის მასის ინდექსის (BMI) შემცირებას
– ჰორმონალური დისბალანსით გამოწვეული სიმსუქნის დროს წონის შემცირებას
– სისხლში ლეპტინის კონცენტრაციის რეგულაციას
– ლეპტინისადმი რეცეპტორების რეზისტენტობის შემცირებას
– ჰომოცისტეინის დონის დაქვეითებას
ჩვენებები:
– პრედიაბეტი/ინსულინრეზისტენტობა
– IIტიპის დიაბეტი
– გესტაციური დიაბეტი
– მეტაბოლური სინდრომი
– ვისცერალური სიმსუქნე (ქალებში, მამაკაცებში, მოზარდებში)
– დისლიპიდემია
– საკვერცხეების პოლიკისტოზის სინდრომი (PCOS)
– ჰიპერანდროგენული ჰირსუტიზმი, აკნე, სებორეა
– (ქალებში, მამაკაცებში, მოზარდებში)
– ვულგარული აკნე,
– მეორადი ჰიპოგონადიზმი (მოზარდ მამაკაცთა LOH )
დოზირება:
1ტაბლეტი ერთჯერ დღეში
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.