D3 Vita + – D3 ვიტამინი 2000 IU პროლონგირებული გამოყოფის MR (modified releasing) ტაბლეტების სახით
D3 Vita + პოლონური კომპანია ბიოფარმის მიერ გერმანულ კომპანია „ფიზიოლუშენ“-თან ერთად შექმნილ D ვიტამინის პროლონგირებული მოქმედების MR (modified releasing) ტაბლეტებია. პროდუქტზე ჩატარებულმა კვლევამ უჩვენა, რომ ახალი ტექნოლოგიით შექმნილი ტაბლეტები ეფექტურადაა დაცული სიმულირებული ჰიდროლიზისგან. ასევე აღსანიშნავია, რომ D3 Vita +-ის ტაბლეტები დაცულია გასტრო-ინტესტინალური ტრაქტის როგორც მექანიკური, ისე ქიმიური ზემოქმედებისაგან. შესაბამისად, აქტიური ნივთიერება თანდათანობით, საფეხურეობრივად გამოიყოფა ორგანიზმში 24 საათის განმავლობაში.
D3 Vita + -სგან განსხვავებით, D ვიტამინის ჩვეულებრივი პრეპარატების კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მოხვედრიდან 30 წუთის შემდეგ აქტიური ნივთიერების 50%-ი განიცდის დეგრადაციას. D3 Vita + MR (modified releasing) ტაბლეტები კი უზრუნველყოფენ აქტიური ნივთიერების საფეხურებრივ გამოყოფას და, შესაბამისად, მათი კონცენტრაციის გრადუალურ მატებას.
ვიტამინი D-ს როლი ორგანიზმში:
• ვიტამინი D მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზმში კალციუმ-ფოსფატების ადეკვატური ბალანსის შენარჩუნებისათვის, დადებით გავლენას ახდენს ძვლის მეტაბოლიზმზე, უზრუნველყოფს სისხლში კალციუმის საჭირო დონის შენარჩუნებას;
• ვიტამინი D ასევე მნიშნელოვანია კუნთების ნორმალური ფუნქციონირებსათვის (განსაკუთრებით გულის კუნთისთვის);
• ვიტამინი D მონაწილეობს უჯრედის გაყოფის პროცესში, კერძოდ, სხვადასხვა მექანიზმების საშუალებით ის მოქმედებს: პროლიფერაციაზე, აპოპტოზზე, დიფერენციაზე, ანთებაზე და ანგიოგენეზზე;
• ვიტამინი D უზრუნველყოფს იმუნური სისტემის სწორ ფუნქციონირებას.
ვიტამინი D-ს გამოყენების ჩვენებები და ვიტ. D-ს დეფიციტის რისკის ჯგუფის პაციენტები:
• შენობაში მჯდომარე სამუშაო/ცხოვრების სტილი;
• ბუნებრივად მუქი ფერის კანი;
• მზის დამცავი კრემების აგრესიული გამოყენება ( მაგ. 30 SP ფაქტორიანი კრემი 95%-ით აფერხებს D ვიტამინის წარმოქმნას ორგანიზმში);
• კანის დაავადებები (ვიტილიგო, ფსორიაზი, ატოპიური დერმატიტი, ეგზემა);
• 45 წლის ზემოთ ასაკი (ოსტეოპოროზის და მოტეხილოების რისკი);
• ორსულობა და ლაქტაცია;
• ჭარბწონიანობა ( რაც მეტია სხეულის მასის ინდექსის -BMI), მით მეტად გამოხატულია D ვიტამინის დეფიციტი);
• მალაბსორბციის სინდრომი (კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვადასხვა დაავადებები);
• თირკმლის სხვადასხვა პათოლოგიები;
• ენდოკრინული დაავადებები (დიაბეტი ტიპი 1 და 2, თირეოიდული პათოლოგიები და სხვა);
• გარკვეული ტიპის მედიკამენტების გამოყენება (მაგ.: ანტიკონვულსანტები, კლუკოკორტიკოიდები, ანტიფუნგალური, შიდსის და C ჰეპატიტის სამკურნალო საშუალებები);
• სიმსივნური დაავადებები;
• ქიმიოთერაპია;
მიღების წესი და დოზირება
D3 Vita + ტაბლეტების მიღება რეკომენდებულია საკვების მიღებამდე, დღეში ერთხელ ან ექიმის რეკომენდაციის მიხედვით( სხვადასხვა მდგომარეობიდან გამომდინარე) 40-60 სე /კგ წონაზე დღეში.
ენდოკრინოლოგთა საზოგადოების კლინიკურ პრაქტიკული გაიდლაინის მიხედვით, მოზრდილებში, მათ შორის ორსულებში და მეძუძურებში, ვიტამინი D3- ს მაქსიმალური უსაფრთხო დოზა შეადგენს 10 000 სე (Evaluation, Treatment and Prevention of Vitamin D Deficiency: an Endocrine Society Clinical Practice Guideline. J Clin Endocrinol Metab 96:1911-1930,2011).
Reviews
There are no reviews yet.