შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ტაბლეტები, შეფუთვაში 30 ც.
1 ტაბლეტი შეიცავს 325მგ უწყლო რკინის სულფატს (ელემენტალური რკინა 105მგ Fe ++)
ტაბლეტში შემავალი კონტროლირებადი გამოყოფის სისტემა უზრუნველყოფს რკინის გამოყოფას რამდენიმე საათის განმავლობაში და ამცირებს კუჭის გაღიზიანების ალბათობას.
დამხმარე ნივთიერებები:
მეთილაკრილატის მეთილმეთაკრილატის კოპოლიმერი, ლაქტოზა, პოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
რკინის პრეპარატი
ჩვენებები:
ფეროგრადი არის პერორალური პრეპარატი, რომელიც შეიცავს ორვალენტიან რკინას და გამოიყენება რკინადეფიციტური ანემიის
პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის.
დოზირების რეჟიმი
მოზრდილებში და ხანდაზმულებში: 1 ტაბლეტი ერთხელ დღეში ჭამის წინ
ბავშვებში 12 წლიდან: 1 ტაბლეტი ერთხელ დღეში ჭამის წინ
კუჭ-ნაწლავის წყლულოვანი დაავადების შემთხვევაში მიღება რეკომენდებულია საკვების მიღებიდან 2 საათის შემდეგ
გვერდითი მოვლენები
სხვა პრეპარატების მსგავსად, მოცემულ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
რკინის შემცველი სხვა პრეპარატების მსგავსად, ჭარბმა დოზირებამ შეიძლება გამოიწვიოს კუჭისა და ნაწლავების მხრივ ისეთი დარღვევები, როგორიცაა:
– ღებინება
– გულისრევა
– დიარეა
– გულძმარვა (პიროზი)
ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ყაბზობა.
რკინის შემცველი პრეპარატების გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს ფეკალიების შეფერადება პათოლოგიური ცვლილებების გარეშე.
უკუჩვენებები:
– ალერგია რკინის სულფატზე ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა კომპონენტზე
– 12 წლამდე ასაკი
– ნაწლავის გაუვალობა ან ნაწლავის დივერტიკულური დაავადება,
– რკინასთან დაკავშირებული პრობლემები (ჰემოქრომატოზი, ჰემოსიდეროზი, რკინით გადატვირთვის სინდრომი).
ორსულობა და ლაქტაცია:
ფეროგრადის გამოყენება შეიძლება მხოლოდ ორსულობის
პირველი ცამეტი კვირის შემდეგ.
განსაკუთრებული მითითებები:
ფეროგრადი არ მოქმედებს ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის უნარზე.
ჭარბი დოზირება:
შემთხვევითი ჭარბი დოზირებისას დაუკავშირდით ექიმს დაუყოვნებლივ ან მიმართეთ უახლოეს ჰოსპიტალს.
ჭარბი დოზირების სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს ნაწლავის გარდამავალ პრობლემებს, მსგავსის განვითარებისას შესაძლებელია სიმპტომური თერაპიის ჩატარება.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
მიმართეთ ექიმს თუ იღებთ ან ბოლო დროს იღებდით ან აპირებთ მიიღოთ სხვა პრეპარატები, მათ შორის რეცეპტის გარეშე გასაცემი პრეპარატები.
თუ რკინა ან მისი წარმოებულები მიიღება კომბინაციაში ტეტრაციკლინებთან (ანტიბიოტიკები), ტეტრაციკლინების აბსორბცია ორგანიზმში შეიძლება შემცირდეს.
შენახვის პირობები და ვადა:
პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას.
არ გამოიყენოთ პრეპარატი კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა ეხება თვის ბოლო რიცხვს.
აფთიაქიდან გაცემის პირობები:
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
Reviews
There are no reviews yet.