დანიშვნა:
პროდუქტი განკუთვნილია სახის მიდამოს ქსოვილების მოცულობის მოსამატებლად. რეკომენდირებულია ნაოჭების და ტუჭის ფორმის საკორექციოდ. ინექცია კეთდება დერმის შუა შრეში ან ტუჩის ლორწოვანის საფარის ქვეშ. სახის იმ ადგილებში სადაც კანის საფარველი საკმაოდ თხელია, მაგალითად როგორიც არის პერიორბიტალური ზონა – რეკომედებულია ინექციის გაკეთება კანქვეშა ცხიმის ქსოვილში ან პერიოსტალურად.
მოქმედების მექანიზმი:
აღვნიშნული პრეპარატი წარმოადგენს შემავსებელს, რომელიც ზრდის სახის ქსოვილის მოცულობას, იმისათვის რომ მივაღწიოთ კანის კონტურირების სასურველ შედეგი და გავზარდოთ ტუჩის მოცუობა. პროდუქტის ეს თვისება ( მოცულობის გაზრდა და ლიფტინგი) განპირობებულია სტაბილიზირებული ჰიალურონის მჟავით, რომელიც იერთებს ასევე წყლის მოლეკულებს.
განსაკუთრებული მითითებები:
•არ შევიყვანოთ გელი კუნთში ან სისხლძარღვში, რადგან ამ გზით ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა მედიკამენტის შეყვანა იწვევს სისხლძარღვის სანათურის დახშობას, რომელიც იწვევს ქსოვილის ნეკროზს
•გელის შეყვანის პროცესში თუ შეამჩნევთ, რომ ადგილობრივადკანმა დაკარგა ფერი, სასწრაფოდ ვწყვეტთ პროცედურას და ვიწყებს აქტიურ პალპაციას სახის მიდამოში
•არ შეგვყავს პროდუქტი ისეთ პაციენტებში, რომლებიც იღებენ თრომბოლიზურ პრეპარატებს ან ანტიკუაგულანტებს.
•არ ექვემდებარება მეორადათ გასეტერილებას
•არ ხდება მისი შერევა სხვა პროდოქტებთან
უსაფრთხოების ზომები:
•ზოგადათ ინექციური პროცედურები დაკავშირებული ინფიცირების დიდ რისკთან. ამის გათვალისწინებით მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული ასეპტიკა ანტისეპკის წესები
•განსაკუთრებული სიფრითხილეა საჭირო, როდესაც გელი შეგვყავს ახლოს ძველ იმპლანტთან.
•იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ სისხლძარღვის, ნერვის და სხვა დაზიანებადი ქსოვილების პერფორაცია, აუცილებელია ანატომიის კარგად ცოდნა
•ასევე განსაკუთრებული სიფრთხილით შეგვყავს პროდუქტი იმ ზონებშზი სადაც განსაზღვრული სისხლის მიმოქცევაა, ამით ჩვენ ვზრდით იშემიის რისკს
•ასევე განსაკუთრებული სიფრთხილე იმ პაციენტებში, რომლებსაც გაკეთებული აქვთ რინოპლასტიკა, რადგანაც ამ მანიპულაციით შეიძლევა დავარღვიოთ სისხლმომარაგება
•ასევე განსაკუთრებული სიფრთხილე იმ ზონებში სადაც თხელი კანია, მაგალითად პერიორბიტალური ზონა, რადაგან თავიდან ავიცილოდ პაპულების წარმოქმნა
•არ ვაკეთებთ ქვედა პერიორბიტალურ კიდეზე, როდესაც პაციენტი უჩივის მუქ პიგმენტირებულ და შეშუპეულ თვალს.
•არ ვაკეთებთ დაზიანებულ კანზე, სადაც არის: ანთება, ინფექცია, შეშუპება და ასევე მასთან ახლოს მდებარე კანზეც
•პროცედურამ შეიძლება გამოიწვიოს ლატენტური ან სუბკლინიკური ჰერპესის ფორმა
•თუ მოხდება პაციეტებში ინექციის გაკეთება, რომლებიც ხანგრძლივად იღბენ სისლის გამათხელებლებს, ამ შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ჰემატომა, სისხლჩაქცევა ან განვითარდეს სისხლდება ნანემსრიდან
•თავიდან აირიდეთ ისეთ პაციენტები, რომლებსაც არა რეალური იმედები აქვთ
•არ გაიკეთოდ ინექცია დაზიანებული შეფუთვიდან
•არ შეიყვანოთ პროდუქტი იმ ზონებში სადაც ადრე შეყვანილი იყო არა HA
•გელის ზედაპირულმა შეყვანამ შეიძლება გამოიწვიოს ხილული შესიება ან გამოიწვიოს კანის შეფერვა ცისფრად
•პროცედურის შემდეგ, პაციენტი მაქსიმალურად უნდა მოერიდას გადახურებას ან გადაცივებას,მანამ სანამ არ გაქრება სახეზე სიწითლე და შეშუპება
•არ ვაკეთბთ ინექცია თუ ვიცით, რომ პროცედურის შემდეგ პაციენტი მალევე გეგმავს, ქიმიურ პილინგს ან ლაზერულ დასხივებას, რადგან დიდი შანსია ინექციის ადგილებში განვითარდეს ინფექცია. ასევე ამ პროცედურების შემდეგაც არ ვაკეთბთ მალევე რესტილაინის რესტილაინს, მანამ სანამ კანი არ იქნება სრულფასოვნად აღდგენილი
•პროდუქტი არ არის გამოცდილი ორსულებში და მეძუძურებში, ასევე ბავშვებში
არასასრუველი შედეგების პოსტმარკეტინგული რეგისტრაცია:
პოსტმარკეტინგულ პერიოდში გამოვლენილი გვერდით ეფექტების სიხშირე, ფასდება რესტილანი სკინბუსტერით ჩატარებული პროცედურების რაოდენობის საფუძველზე:
•1/1 000 -1/10 000 : შეშუპება
•1/10 000-1/50 000 – სისხლჩაქცევები, კანის ფერის ცვლილება, შეწითლება, ინფექცია, ანთბა, იშემია ან ნეკროზი, მოცულობითი წარმონქმნები, ტკივილი ან მტკივნეულობის შეგრძნება, პაპულები ან კვანძები
•1/50 000-1/100 000 – ჰიპერმგრძნობელობა, პარესთეზია, გამონაყარი,
•< 1/100 000: აბსცესი, აკნე, ანგიო ნევროლოგიური შეშუპება, ატროფია ან ნაწიბუროვანი ცვლილებები, ატროფია ან ანწიბური, ბუშტუკები, კაპილარული დაზიანებები, კანის ფერის ცვლილება, გრანულომა, ჰიპერმგრძნობელობა, ინფერქცია, იშემია ან ნეკროზი, მოცულობითი წარმონაქნები, გრანულომა, გამონაყარი, გერპესის პროვოცირება, ჭინჭრის ციება, მხედველობის დაქვეითება
•დაფიქსირდა ასევე ცალკეული შემთხვევები მხედველობის დაქვეითბის, სიხლძარღშიდა ინექციის დროს.
•ასევე იყო შეტყობინებები ცხვირის ნეკროზთან დაკავშირებით, იმ პაციენტებში რომელთა ანმნეზშიც დაფიქსირდა რინოპლასტიკა.
ასევე საინექციო კანის ფილერების შეყვანის დროს დაფიქსირდა ანთებითი პროცესები ინპლანტის ადგილას, რომცელიც იქნა გამოვლენილი როგორც მყისიერად ინექციის დასრულებისთანაევე ასევე 2-4 კვირის შემდეგ. გაურკვეველი ანთებითი პროცესის გამოვლენის შემთხვევაში პირველ რიგში უნდა გამოირიცხოს ინფექცია, ხოლო უკანასკნელის დადასტურების შემთხვევაში უნდა დაინიშნოს სათანადო მკურნალობა. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება მივიღოთ სერიოზული გართულება აბსცესის სახით. აუცილებელია ამ დროს დაინიშნოს პეროარალურად კომბინაციაში კორტიკოსტეროიდი და ანტიბიოტიკი. როგორც ვიცით ნებისმიერი პრეპარატის ხანგრძლივი მიღება არ არის რეკომენდებული, ამიტომაც ნებისმიერი არასასურველი შეგრძნების დროს დაუშვებელია ემპირიულად ჰორმონის ხანგრძლივად დანიშვნა, სანამ არ გაკეთდება დეტალური გამოკვლევა სპეციალისტის მიერ. თუ მკურნალობის შემდეგ კიდევ არ გაივლის ტკივილის შეგრძნება, ანთება და ა.შ. , ამ შემთხვევაში უნდა განიხილოს ინპლატის ამოღება ან მისი დაშლა.
Reviews
There are no reviews yet.