დანიშვნა:
პროდუქტი გამოიყენება და ინიშნება კანში სინთხის ბალანსის აღდგენისთვის, მისი სტრუქტურის და ელასტიურობის გაუმჯობესებისთვის. პროდუტის შეყვანა ხდება დერმაში, სასურველია მოხდეს მის ღრმა ფენაში შეყვანა. შიგთავსში ლიდოკაინის დამატება ქმნის გაუტკივარებას ეფექტს და კომპორტს პაციენტისთვის.
მოქმედების მექანიზმი:
ეს პროდუქტი ბუნებრივი გზით თავსდება კანში, სადაც უწყობს კანს აღადგინოს სითხის ბალანსი და ამით მოხდედ კანის სტრუქტურის და ელასტიურობის გაუმჯობესაბა. პროდუქტის ეს თვისება განპირობებულია წყლის მოლეკულების საშუალებით, რომელიც დაკავშირებულია გელში არსებულ ჰიალურონის მჟავასთან. ზუსტად ეს უნიკალური მახასიათებელი პროდუქტისა ეხმარება კანს შეინარჩუნოს ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნები ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
შედეგი:
კვლევებმა ნათლად აჩვენა, რომ პაციენტებმა, რომლებმაც გაიკეთს რესტილაინ ვიტალ, მკვეთრად გაუუმჯობესდათ დერმის ელასტიურობა და კანის მორფოლოგია და პირველი ინექციის შეყვანიდან ეს შედეგი გაგრძელდა 6 თვის განმავლობაში.
განსაკუთრებული მითითებები:
•არ გაკეთდეს ინექცია პაციენტებში, რომლებსაც ანამნექში აღენიშნებათ: ალერგია ლიდოკაინზე, ან ნებისმიერ ადგილობრივ ანესთეტიკზე
•არ შევიყვანოთ გელი სისხლძარღვში, რადგან ამ გზით ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა მედიკამენტის შეყვანა იწვევს სისხლძარღვის სანათურის დახშობას, რომელიც იწვევს ქსოვილის ნეკროზს
•გელის შეყვანის პროცესში თუ შეამჩნევთ, რომ პაციენტმა დაკარგა ფერი, სასწრაფოდ ვწყვეტთ პროცედურას და ვიწყებს აქტიურ პალპაციას სახის მიდამოში
•არ შეგვყავს პროდუქტი ისეთ პაციენტებში, რომლებიც იღებენ თრომბოლიზურ პრეპარატებს ან ანტიკუაგულანტებს.
•არ ექვემდებარება მეორადათ გასეტერილებას
•არ ხდება მისი შერევა სხვა პროდოქტებთან
უსაფრთხოების ზომები:
•ზოგადათ ინექციური პროცედურები დაკავშირებული ინფიცირების დიდ რისკთან. ამის გათვალისწინებით მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული ასეპტიკა ანტისეპკის წესები
•განსაკუთრებული სიფრითხილეა საჭირო, როდესაც გელი შეგვყავს ახლოს ძველ იმპლანტთან.
•იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ სისხლძარღვის, ნერვის და სხვა დაზიანებადი ქსოვილების პერფორაცია, აუცილებელია ანატომიის კარგად ცოდნა
•ასევე განსაკუთრებული სიფრთხილით შეგვყავს პროდუქტი იმ ზონებშზი სადაც განსაზღვრული სისხლის მიმოქცევაა, ამით ჩვენ ვზრდით იშემიის რისკს
•ასევე განსაკუთრებული სიფრთხილე იმ პაციენტებში, რომლებსაც გაკეთებული აქვთ რინოპლასტიკა, რადგანაც ამ მანიპულაციით შეიძლევა დავარღვიოთ სისხლმომარაგება
•ასევე განსაკუთრებული სიფრთხილე იმ ზონებში სადაც თხელი კანია, მაგალითად პერიორბიტალური ზონა, რადაგან თავიდან ავიცილოდ პაპულები
•არ ვაკეთებთ ქვედა პერიორბიტალურ კიდეზე, როდესაც პაციენტი უჩივის მუქ პიგმენტირებულ და შეშუპეულ თვალს.
•არ ვაკეთებთ დაზიანებულ კანზე, სადაც არის: ანთება, ინფექცია, შეშუპება და ასევე მასთან ახლოს მდებარე კანზეც
•პროცედურამ შეიძლება გამოიწვიოს ლატენტური ან სუბკლინიკური ჰერპესის ფორმა
•თუ მოხდება პაციეტებში ინექციის გაკეთება, რომლებიც ხანგრძლივად იღბენ სისლის გამათხელებლებს, ამ შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ჰემატომა, სისხლჩაქცევა ან განვითარდეს სისხლდება ნანემსრიდან
•თავიდან აირიდეთ ისეთ პაციენტები, რომლებსაც არა რეალური იმედები აქვთ
•არ გაიკეთოდ ინექცია დაზიანებული შეფუთვიდან
•არ შეიყვანოთ პროდუქტი იმ ზონებში სადაც ადრე შეყვანილი იყო არა HA
•პროცედურის შემდეგ, პაციენტი მაქსიმალურად უნდა მოერიდას გადახურებას ან გადაცივებას,მანამ სანამ არ გაქრება სახეზე სიწითლე და შეშუპება
•არ ვაკეთბთ ინექცია თუ ვიცით, რომ პროცედურის შემდეგ პაციენტი მალეველ გეგმავს, ქიმიურ პილინგს ან ლაზერულ დასხივებას, რადგან დიდი შანსია ინექციის ადგილებში განვითარდეს ინფექცია. ასევე ამ პროცედურების შემდეგაც არ ვაკეთბთ მალევე ბუსტერს, მანამ სანამ კანი არ იქნება სრულფასოვნად აღდგენილი
•ზოგ პაციენტს აღენიშნება ინექციის შემდეგ პაპულები პალპაციით, ამიტომაც არ შეგვყავს ერთ ნაჩხვლეტში დიდი რაოდენობის გელი და არ შეგვყავს ზედაპირულად.
•პრეპარატი არ არის გამოცდილი ორსულებში, მეძუძურებში და ბავშვებში
•დიდი დოზით ლიდოკაინის შეყვანა ზოგადათ ყველა მანიპულაციის დროს საშიშია, როგორიც არის 400მგ და მეტი, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ისეთი გართულებები, როგორიც არის: გულის გაჩერება, ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება
• პერიბულბარულად ადგილობრივი ანესთეტიკების გაკეთებას თან ახლავს ( მცირე რისკი) თვალის კუნთის ფუნქციის მოშლა.
არასასრუველი შედეგების პოსტმარკეტინგული რეგისტრაცია:
პოსტმარკეტინგულ პერიოდში გამოვლენილი გვერდით ეფექტების სიხშირე, ფასდება რესტილანი სკინბუსტერით ჩატარებული პროცედურების რაოდენობის საფუძველზე:
•1/10 000 -1/50 000 : ერითემა, ანთება, ტკივილი, პაპულები ან გროვები, შეშუპება
•1/50 000-1/100 000 – სისხლჩაქცევები, გამკვრივება
•< 1/100 000: აბსცესი, აკნე, ატროფია ან ნაწიბუროვანი ცვლილებები, დერმატიტი, კანის ფერის ცვლილება, გრანულომა, ჰიპერმგრძნობელობა, ინფერქცია, იშემია ან ნეკროზი, მოცულობითი წარმონაქნები, ნევროლოგიური სიმპტომები როგორიც არის პარესთეზია, ქავილი, გამონაყარი, გერპესის პროვოცირება, ჭინჭრის ციება, ხანგძლივი ეფექტის არ არსებობა.
•დაფიქსირდა ასევე ცალკეული შემთხვევები მხედველობის დაქვეითბის, სიხლძარღშიდა ინექციის დროს.
•ასევე იყო შეტყობინებები ცხვირის ნეკროზთან დაკავშირებით, იმ პაციენტებში რომელთა ანმნეზშიც დაფიქსირდა რინოპლასტიკა.
•იშვიათ შემთხვევებში დაფიქსირდა პაპულების წარმოქმნა, რომელიც გაგრძელდა რამდენიმე თვე ან წლამდეც.
ასევე საინექციო კანის ფილერების შეყვანის დროს დაფიქსირდა ანთებითი პროცესები ინპლანტის ადგილას, რომცელიც იქნა გამოვლენილი როგორც მყისიერად ინექციის დასრულებისთანაევე ასევე 2-4 კვირის შემდეგ. გაურკვეველი ანთებითი პროცესის გამოვლენის შემთხვევაში პირველ რიგში უნდა გამოირიცხოს ინფექცია, ხოლო უკანასკნელის დადასტურების შემთხვევაში უნდა დაინიშნოს სათანადო მკურნალობა. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება მივიღოთ სერიოზული გართულება აბსცესის სახით. აუცილებელია ამ დროს დაინიშნოს პეროარალურად კომბინაციაში კორტიკოსტეროიდი და ანტიბიოტიკი. როგორც ვიცით ნებისმიერი პრეპარატის ხანგრძლივი მიღება არ არის რეკომენდებული, ამიტომაც ნებისმიერი არასასურველი შეგრძნების დროს დაუშვებელია ემპირიულად ჰორმონის ხანგრძლივად დანიშვნა, სანამ არ გაკეთდება დეტალური გამოკვლევა სპეციალისტის მიერ. თუ მკურნალობის შემდეგ კიდევ არ გაივლის ტკივილის შეგრძნება, ანთება და ა.შ. , ამ შემთხვევაში უნდა განიხილოს ინპლატის ამოღება ან მისი დაშლა.
Reviews
There are no reviews yet.