დანიშვნა:
პროდუქტი განკუთვნილია სახის მიდამოს ქსოვილების მოცულობის მოსამატებლად. რეკომენდირებულია სახის ქსოვილის მოცულობის აღდგენისთვის, ნაწილობრივად ლოყის და ნიკაპის ზონებში. ინექცია კეთდება პერიოსტალურად ან კანქვეშ. ლიდოკაინის შემცველობა ახდენს მანიპულაციის დროს ტკივილის შემცირებას.
მოქმედების მექანიზმი:
აღვნიშნული პრეპარატი წარმოადგენს შემავსებელს, რომელიც ზრდის სახის ქსოვილის მოცულობას, იმისათვის რომ მივაღწიოთ კანის კონტურირების სასურველ შედეგი. პროდუქტის ეს თვისება (მოცულობის გაზრდა და ლიფტინგი) განპირობებულია ჯვარედინად დაკავშირებლი ჰიალურონის მჟავით, რომელიც იერთებს ასევე წყლის მოლეკულებს.
შედეგი:
კვლევებმა ნათლად აჩვენა, რომ პაციენტებმა, რომლებმაც გაიკეთს რესტილაინ ვიტალ, მკვეთრად გაუუმჯობესდათ დერმის ელასტიურობა და კანის მორფოლოგია და პირველი ინექციის შეყვანიდან ეს შედეგი გაგრძელდა 6 თვის განმავლობაში.
უკუჩვენება:
ალერგიული ფონი ჰიალურონის მჟავასა და ადგილობრივ ანესთეტიკებზე.
პორფირია
განსაკუთრებული მითითებები:
•არ შეიყვანება გელი, კანის დაზიანებლ უბნებში სადაც მიმდინარეობს სხდასხვა სახის დაავადება, როგორიც არის: ანთება, ინფექცია, ან სიმსივნური წარმონაქმნი
•არ შევიყვანოთ გელი სისხლძარღვში, რადგან ამ გზით ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა მედიკამენტის შეყვანა იწვევს სისხლძარღვის სანათურის დახშობას, რომელიც იწვევს ქსოვილის ნეკროზს
•გელის შეყვანის პროცესში თუ შეამჩნევთ, რომ პაციენტმა დაკარგა ფერი, სასწრაფოდ ვწყვეტთ პროცედურას და ვიწყებს აქტიურ პალპაციას სახის მიდამოში
•არ შეგვყავს პროდუქტი ისეთ პაციენტებში, რომლებიც იღებენ თრომბოლიზურ პრეპარატებს ან ანტიკუაგულანტებს.
•არ შეიყვანება გელი ძველი იმპლანტის ადგილას, რომელიც არ არის ჰიალურონის მჟავის წარმოშობის
•არ ხდება მისი შერევა სხვა პროდოქტებთან
•არ ექვემდებარება მეორადად სტერილიზაციას
უსაფრთხოების ზომები:
•ზოგადათ ინექციური პროცედურები დაკავშირებული ინფიცირების დიდ რისკთან. ამის გათვალისწინებით მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული ასეპტიკა ანტისეპკის წესები
•არ არის მიზანშეწონილი ინექცია გაკეთდეს პაციენტებში, რომლებიც იღბენ იმოდეპრესანდებს
•იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ სისხლძარღვის, ნერვის და სხვა დაზიანებადი ქსოვილების პერფორაცია, აუცილებელია ანატომიის კარგად ცოდნა
•ასევე განსაკუთრებული სიფრთხილით შეგვყავს პროდუქტი იმ ზონებშზი სადაც განსაზღვრული სისხლის მიმოქცევაა, ამით ჩვენ ვზრდით იშემიის რისკს
•ასევე განსაკუთრებული სიფრთხილე იმ პაციენტებში, რომლებსაც გაკეთებული აქვთ რინოპლასტიკა, რადგანაც ამ მანიპულაციით შეიძლევა დავარღვიოთ სისხლმომარაგება
•განსაკუთრებული სიფრთხილე საჭიროა პაციენტებში, რომლებსაც მიდრეკილება აქვთ განვითარდეს ჰიპერტროფიული ნაწიბურები ან ნებისმიერი სხვა რომელიც შეხორცებას უშლის ხელს
•არ ვაკეთებთ ქვედა პერიორბიტალურ კიდეზე, როდესაც პაციენტი უჩივის მუქ პიგმენტირებულ და შეშუპეულ თვალს.
•არ ვაკეთებთ დაზიანებულ კანზე, სადაც არის: ანთება, ინფექცია, შეშუპება და ასევე მასთან ახლოს მდებარე კანზეც
•პროცედურამ შეიძლება გამოიწვიოს ლატენტური ან სუბკლინიკური ჰერპესის ფორმა
•თუ მოხდება პაციეტებში ინექციის გაკეთება, რომლებიც ხანგრძლივად იღბენ სისლის გამათხელებლებს, ამ შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ჰემატომა, სისხლჩაქცევა ან განვითარდეს სისხლდება ნანემსრიდან
•თავიდან აირიდეთ ისეთ პაციენტები, რომლებსაც არა რეალური იმედები აქვთ
•არ გაიკეთოდ ინექცია დაზიანებული შეფუთვიდან
პროდუქტის გამოყენების დროს განსაკუთრებული მითითებები:
•Restylane Volume შეიყვანება მხოლოდ პერიოსტალურად ან კანქვეშ
•დიდი დოზით ლიდოკაინის შეყვანა ზოგადათ ყველა მანიპულაციის დროს საშიშია, როგორიც არის 400მგ და მეტი, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ისეთი გართულებები, როგორიც არის: გულის გაჩერება, ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება
•ლიდოკაინის შეყვანა სიფრთხილით ხდება ისეთ პაციენტებში რომლებსაც აქვთ ეპილეფსია, გულის გამტირიანობის დარღვევა, თირკმლის და ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევებით
•ზედმეტად ზედაპირზე ინექციის გაკეთებამ შეიძლება გამოიწვიოს ხილული შეშუპება და კანი შეფერვა მოცისფრო ფერში
•პროცედურის შემდეგ, პაციენტი მაქსიმალურად უნდა მოერიდას გადახურებას ან გადაცივებას,მანამ სანამ არ გაქრება სახეზე სიწითლე და შეშუპება
•არ ვაკეთბთ ინექცია თუ ვიცით, რომ პროცედურის შემდეგ პაციენტი მალეველ გეგმავს, ქიმიურ პილინგს ან ლაზერულ დასხივებას, რადგან დიდი შანსია ინექციის ადგილებში განვითარდეს ინფექცია. ასევე ამ პროცედურების შემდეგაც არ ვაკეთბთ მალევე ბუსტერს, მანამ სანამ კანი არ იქნება სრულფასოვნად აღდგენილი
•თითო ზონაში რეკომენდებულია მაქსიმუმ 2 მლ პროდუქტის შეყვანა
•პრეპარატი არ არის გამოცდილი ორსულებში, მეძუძურებში და ბავშვებში
არასასრუველი შედეგების პოსტმარკეტინგული რეგისტრაცია:
დაფიქსირდა შემდეგი გართულებები: ანგიონევროლოგიური შეშუპება, ატროფია ან ნაწიბურების წარმოქმნა, ბუშტუკები, სისხლჩაქცევები, კაპილარული დაზიანებები (ტელეანგიექტაზია), დერმატიტი, კანის ფერის შცვლა, ერითემა, ჰიპერმგრძნობელობა, ქსოვილის გამკვრივება, ინფექცია, ანთება, იშემია ან ნეკროზი, მოცულობითი წარმონაქმნები, ნევროლოგიური სიმპტომები (პარეზთეზია, ტკივილი, მტკივნეულობის შეგრძნება) პაპულები, ქავილი, გერპესის გააქტიურება, ეფექტის შემცირება, შეშუპება და ჭიჭნჭრის ციება.
ყველა სხვა შესაძლო გარუთულებებს, რომელიც ფიქსირდება ნებისმიერი HA გელის გამოყენების დროს მიეკუთვნება: აბსცესი, აკნე, იმპლანტის მიგრაცია, ფისტულა, გრანულომა, გამონაყარი და მხედველობის დარღვევა. ინექციის შემდგომი გართულებები, როგორიც არის: სისხლჩაქცევა, ერითემა, ქავილი, შეშუპება, ტკივილი და მტივნეულობის შეგრძნება, როგორც წესი გადის თავისით, მკურნალობის გარეშე, 1 კვირის განმავლობაში პროცედურიდან. სისხლძარღვში ინექციის შედეგად, თუ მოხდა მისი დახშობა განვითარდება იშემია იმპლანტის ადგილას ახლო მდებარე ქსოვილებზე და ნეკროზი, ასევე იშვიათ შემთხვევაში დაფიქსირდა ემბოლიით გამოწვეული სხვა ორგანოების იშემია. დაფიქსირებულია გართულება კანში საანეზთეზიო საშუალების შეყვანის შემდგომ, რომელიც დასრულდა სიბრმავით და თავის ტვინის დაზიანებით, რომელიც საბოლოოდ მთავრდება ტვინის ინფარქტით. ასევე იყო შეტყობინებები ცხვირის ნეკროზთან დაკავშირებით, იმ პაციენტებში რომელთა ანმნეზშიც დაფიქსირდა რინოპლასტიკა.
კანში ფილერების შეყვანის დროს დაფიქსირდა ანთებითი პროცესები ინპლანტის ადგილას, რომცელიც იქნა გამოვლენილი როგორც მყისიერად ინექციის დასრულებისთანაევე ასევე 2-4 კვირის შემდეგ. გაურკვეველი ანთებითი პროცესის გამოვლენის შემთხვევაში პირველ რიგში უნდა გამოირიცხოს ინფექცია, ხოლო უკანასკნელის დადასტურების შემთხვევაში უნდა დაინიშნოს სათანადო მკურნალობა. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება მივიღოთ სერიოზული გართულება აბსცესის სახით. აუცილებელია ამ დროს დაინიშნოს პეროარალურად კომბინაციაში კორტიკოსტეროიდი და ანტიბიოტიკი. როგორც ვიცით ნებისმიერი პრეპარატის ხანგრძლივი მიღება არ არის რეკომენდებული, ამიტომაც ნებისმიერი არასასურველი შეგრძნების დროს დაუშვებელია ემპირიულად ჰორმონის ხანგრძლივად დანიშვნა, სანამ არ გაკეთდება დეტალური გამოკვლევა სპეციალისტის მიერ. თუ მკურნალობის შემდეგ კიდევ არ გაივლის ტკივილის შეგრძნება, ანთება და ა.შ. , ამ შემთხვევაში უნდა განიხილოს ინპლატის ამოღება ან მისი დაშლა.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.